ლევან ჩაჩუა: ფუტკარაძეების 9 შვილიანი ოჯახის ტრაგედიამ მთელი ერი ფეხზე უნდა დააყენოს და ერთ მუშტად შეკრას!

ფუტკარაძეების 9 შვილიანი ოჯახის ტრაგედიამ მთელი ერი ფეხზე უნდა დააყენოს და ერთ მუშტად შეკრას!

რუსეთიდან დამიკავშირდა იქ მცხოვრები ჩვენი მეგობარი, ქართული იდეის თანამოაზრე და თანამებრძოლი – ბატონი ილია ძოწენიძე და მაცნობა, რომ მზად არის თითო ბავშვზე 5 000 (მთლიანობაში 45 000) ლარით დაეხმაროს ოჯახს პირველ ეტაპზე. მთხოვა, რომ ქართულმა იდეამ ყველა ზომა მიიღოს რათა ერთობლივად შევძლოთ ოჯახში შვილების დაბრუნება.

ჩვენ მზად ვართ ბატონ ილიას თანადგომით კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოთ შვილებწართმეულ ოჯახს, როგორც ზემოაღნიშნული ფინანსური, ასევე სათანადო სოციალური პირობების შექმნის კუთხითაც, რათა ხელისუფლებას არ ჰქონდეს საბაბი ფუტკარაძეების 9 შვილიან ოჯახს უარი უთხრას ბავშვების ოჯახში დაბრუნებაზე…

მივემგზავრებით აჭარაში.

ადგილზე ჩასულები ზუსტად გავერკვევით სიტუაციაში და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

ლევან ჩაჩუა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: