თავმჯდომარე

ლევან ჩაჩუა

დაიბადა 1971 წლის 21 აპრილს ქალაქ თბილისში,

მამის – თამაზ ჩაჩუას (ეკონომისტი) და დედის – ლილი ჩაჩუას (ქიმიკოსი) ტრადიციულ ქართულ ოჯახში. 

სწავლობდა თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე საშუალო სკოლა.

1984-88 წლებში იყო დღევანდელი “მოსწვლე ახალგაზრდობის სასახლესთან” არსებული ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლის – “ცისკარის”, შემდგომ წლებში კი, ანსამბლ – “მეტეხის” სოლისტი. არის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი..

იმოგზაურა მსოფლიოსა და ევროპის მრავალ ქვეყანაში.

2002 წლიდან დაიწყო აქტიური ეკლესიური ცხოვრება და მალევე გახდა – “წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მართლმდიდებელი მრევლის კავშირის” დამფუძნებელი.

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო

ფაკულტეტი სპეციალობით – ეკონომიკა და მართვა მშენებლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა, ხშირად იყო  ყველა ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენისა და განსაკუთრებით ნაცმოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ გორში.

2010 წლის 7 მაისს, ტელეკომპანია კავკასიაში მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დააპატიმრეს 7 თანამოაზრესთან ერთად და ბრალდების უღიარებლობის გამო მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ლევან ჩაჩუამ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო შეწყალებაზე დათანხმების ორგზის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

2012 წლის I ოქტომბერს ახლადარჩეული პარლამენტის დადგენილებით, მიენიჭა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და 2013 წლის 13 იანვარს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დატოვა რუსთავის #17 საპყრობილე.
ციხიდან გამოსულმა პოლიტპატიმრებთან ერთად  დააფუძნა ორგანიზაცია ,,სახელმწიფოსგან დაზარალებულთა სოლიდარობა”, შემდგომში კი თანამებრძოლებთან ერთად დააფუძნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული იდეა” და აქტიურად დაუპირისპირდა ,,ქართული ოცნების” სოროსის იდეოლოგიით ქვეყნის მართვის  გაგრძელებას და დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაციას.

პოლიტპატიმრების საინიციატივო ჯგუფის წარდგენით, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

2016 წელს ქართული იდეას დამფუძნებელმა ყრილობამ იგი ერთხმად აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.

ფლობს: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

არის ეკლესიური სწავლების და მოზარდ თაობაზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით გამოქვეყნებული მრავალი პუბლიკაციის ავტორი.
მთარგმნა და ავტორია ნაშრომებისა:

“თანამედროვეობის დიდი მართლმადიდებელი მამები”,

“ქართული იდეა”, “სამეუფო გზა”,

“მიუღწეველი ქვეყანა” – (რომელიც ციხეში ყოფნისას დაწერა).

ჰყავს მეუღლე – ნათია არიშვილი-ჩაჩუა და ოთხი შვილი:

ნიკოლოზი, არჩილი, დიმიტრი და ქეთევანი.

 

გაზიარება: