საარჩევნო თეზისები

საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მამულიშვილებს!

‘’ქართული იდეა რომ განხორციელდეს, უნდა გაერთიანდეს სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევა“ – ილია II

საქართველო შველას ითხოვს!
მოქმედების დროა!
გავერთიანდეთ ლიბერალური სახელმწიფო მართვის
სისტემის შესაცვლელად და მხარდაჭერისთვის შემოხაზეთ
„ქართული იდეა’’ – მისი მაჟორიტარები №44-ით
და დავიწყოთ პარლამენტით.
გაუზიარეთ ახლობლებს და ვიმოქმედოთ!

„ქართული იდეა’’-ს 2020 წლის
საარჩევნო პროგრამის ძირითადი ასპექტებია:

 

  • არსებული სახით ანტიდისკრიმინაციული კანონის, მშობლებზე შვილების ჩამომრთმევი იუვენალური (ფაშიზმის) იუსტიციის და .. ბავშვთა უფლებების კოდექსის გაუქმება;

  • ჩვილთა კვლის (აბორტის) აკრძალვა. დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან სოციალური შეღავათებისა და დახმარების განსაზღვრა ახალდაქორწინებულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის;

  • ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. მიწის, წყლის, ტყისა და სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისებაზე უარის თქმა. უკანონოდ გასხვისებული წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია;

  • 1992 წლიდან დღემდე სამართლიანობის აღდგენის მკაფიო სამოქმედო გეგმა;

  • სოფლის შენარჩუნებისთვის (განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში) და სოფლის აღორძინებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე (აშშ, იაპონიის მაგალითზე) და სუფსიდირებაზე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე და მისი ექსპორტის ხელშეწყობაზე. შიდა ბაზარზე იმპორტირებული (უხარისხო) პროდუქციის ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ჩანაცვლებაზე;

  • მიგრანტების შემოსახლებაზე, მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღებაზე მკაცრი საემიგრაციო კონტროლის დაწესება;

  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სუფსიდირება;

  • სააფთიაქო, სამშენებლო, საწვავის და სხვა მონოპოლიების გაუქმება. ოფშორული კომპანიების ხელში არსებული ბიზნესების კანონიერების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება;

  • ანაკლიის პორტის პოტენციალის მაქსიმალური და სასწრაფო გამოყენება ჩვენი ქვეყნის მსოფლიო დონის ეკონომიკური და სტრატეგიული განვითარებისათვის;

  • იმპორტირებული, თუ ადგილობრივი გენმოდიფიცირებული და ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ უმკაცრესი პოლიტიკის გატარება;

  • საგანმანათლებლო პროცესში ეკლესიის ჩართულობის გაზრდა. განათლების სისტემის მაღალ სტანდარტებზე აყვანა, თანამედროვე და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახვა;

  • თავისუფალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური ჟურნალისტიკის განვითარებისთვის მასმედიის აღვირახსნილობის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა;

  • დაჭაობებული პოლიტიკური ველის გასუფთავების და სუფთა სახეების პოლიტიკაში შემოსვლის მიზნით საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმირება;

  • აზარტული (კაზინოები, ტოტალიზატორები, .. ონლაინ) თამაშების, ნარკომანიისა და პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე უარის თქმა;

  • ვეტერანებზე, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა;

  • ბანკების მიერ მოსახლეობის ძარცვის და ქუჩაში გამოსახლების აღკვეთა;

  • დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა;

  • გაბერილი ჯარიმების, საურავებისა და გადასახადების გონივრული განაკვეთის განსაზღვრა მოსახლეობის გადამხდელუნარიანობის გათვალისწინებით;

  • ღირსეული საპენსიო უზრუნველყოფა;

  • ორგზის პარლამენტარობის შემთხვევაში არჩევნებში შემდგომი მონაწილეობის აკრძალვა;

  • სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება;

  • ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ მოქმედი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი სექტების ფუნქციონირების შეჩერება. შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო გაწვევის კანონში ხარვეზების აღმოფხვრა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა;

  • საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობისა და კულტურული ფასეულობების დაცვა მოვლაპატრონობა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ისტორიული მესაკუთრეობის აღდგენა;

  • საქართველო, ნარკოტიკების და სექსტურიზმის რეგიონალურ დერეფნად გადაქცევის ნაცვლად, აქცენტი გაკეთდება მომლოცველობითი, საკურორტობალნეოლოგიური, საოჯახო ტურიზმის განვითარებასა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვაზე.

 

დანო და ძმანო!
ჩვენ გვმართებს თამარ მეფის ოქროს ხანის შემდგომი პერიოდის გამანადგურებელი მიზეზების გაანალიზება და გულისხმისყოფა, რათა ხელისუფალთა უღმერთობისა და უზნეობის გამო ღვთის რისხვამ მთელს ერზე არ მოიწიოს…

ქართველო ერო!
ლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემის შესაცვლელად შემოხაზეთ № 44 და დავიწყოთ პარლამენტით.

გაუზიარეთ ახლობლებს და ვიმოქმედოთ!

ჩვენს ვებ-გვერდზე დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ:
პროგრამას – განმარტებებით,
მიმართვას,
და შემოგვიერთდეთ!

 

გაზიარება: