პარტიის სიმბოლოები და წესდება

პარტიის დროშა.

“ქართული იდეა”-ს დროშა მარგალიტის ფერისაა, რომელზეც გამოხატულია “ქართული იდეა”-ს ლოგო.
მარგალიტის ფერი ასოცირდება:
სისუფთავესთან, სიფაქიზესთან, სინაზესთან. ხარისხობრივად სრულყოფილებისა და სიკაშკაშის უკედურესი გამოსხივების მახასიათებელია და ”ნათელი დაუღამებელი”-ს გამომხატველია.

პარტიის ლოგო

“ქართული იდეა”-ს ლოგოს აქვს ფარის ფორმა, რაზეც წრეზე ათი გვირგვინა ქანჩია დაჭდობილი და რომელზეც წარმოდგენილია ქართული დამწერლობის სამი ისტორიული ანბანის ერთიანობა.

1. ფარი (საომარი საჭურველი) მიმანიშნებელია შეინარჩუნო მტკიცე რწმენა: ”იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან  ისართა დაშრეტას”. – (ეფესელთა 6:16).;
2. ზემოთა დაჭდობილი სამი გვირგვინა ქანჩი სიმბოლურად გამოხატავს წმინდა სამებას, ხოლო ქვედა დაჭდობილი შვიდი გვირგვინა ქანჩი – შვიდ საეკლესიო საიდუმლოს. მთლიანობაში ათი ქანჩია და მიანიშნებს ახალი აღთქმის ათ უმთავრეს კანონზე – ათ მცნებაზე;
3. ცენტრში ძველი ქართული ანბანით გამოსახულია ”ქართული იდეა”-ს აბრევიატურა ასომთავრული ანბანი ,,ი” და ნუსხური ანბანი ,,ქ”, რომელიც მიანიშნებს ჩვენი მხსნელის და მაცხოვარის სახელზე – იესო ქრისტეზე. ,,ქ” ასევე გამოხატავს ჯვარს და ხმალს, ხოლო ,,ი” გუთანს;
4. სამეფო გვირგვინი მიანიშნებს ღვთივკურთხეულ მონარქიაზე;
5. წრეზე შარავანდედის მსგავსად მხედრული ანბანით დაწერილი დევიზი ”რწმენითა და სიყვარულით ღირსეული მომავლისათვის” მიანიშნებს ჩვენი მომავალი თაობების უკეთესი მომავლისაკენ გაძღოლას;
6. ყვითელი ფერის სიმბოლური დატვირთვა მიმანიშნებელია მზის ნათებაზე, სიხარულზე, მხიარულებაზე და ბედნიერებაზე;
7. მარგალიტის ფერი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს და ახალგაზრდობას.

გაზიარება: