ლევან ჩაჩუა: ვინმე ტრანსგენდერს თვითმკვლელობა უცდია და ატეხილია ერთი ამბავი – არა მე დავეხმარები, არა მეო…

ვინმე ტრანსგენდერს თვითმკვლელობა უცდია და ატეხილია ერთი ამბავი – არა მე დავეხმარები, არა მეო…

იქეთ ვატიკანის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ განცხადება: კორონავირუსის გამო ტრანსგენდერთა თემს კლიენტები აღარ ჰყავთ, შემოსავლის გარეშე დარჩნენ და მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთო! აქეთ საქართველოს პროტესტანტი ერესიარქები (სონღულაშვილი და ,,მეუფე” რუსიკო) დარაზმულან მათ დასახმარებლად და ა.შ… საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განცხადება ტრანსგენდერთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მაშინ, როცა ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ათასობით ბავშვი კვდება შიმშილით და ათი ათასობით ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი (სახელმწიფო დახმარების პროგრამაშიც ვერ მოხვდა), უკიდურეს ფარისევლობას და ვაი-პროგრესულობას წარმოადგენს მზაობა ლგბტ თემის ფინანსური დახმარებისთვის, რომლებიც ისედაც მილიონობით გრანტებით ფინანსდებიან უცხოეთიდან და ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
ქრისტიანული მიდგომა ყველა გაჭირვებული ადამიანის მიმართ ერთმნიშვნელოვანია, თუმცა აქ არის ერთი მაგრამ!!! კერძოდ, თუკი უმძიმეს ცოდვის მორევში მცხოვრები ადამიანი შეინანებს არჩეული ცხოვრების წესს, საჯაროდ დაგმობს და ითხოვს მოწყალებას, ასეთ ადამიანს არათუ ფინანსური დახმარება, არამედ ერთი პურიც უნდა გაუყოს ნებისმიერმა ქრისტიანმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სინანულთან და გადაგვარებული ცხოვრების წესის მიტოვების სურვილთან, არამედ უმუშევრად (,,კლიენტების’ გარეშე)’ დარჩენის გამო სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უკიდურეს (შანტაჟის) ფორმასთან!!!

ამიტომ, ყველა ის ორგანიზაცია, პარლამენტი, თუ ნებისმიერი რელიგიური დენომინაცია, ვინც დახმარების მზაობას გამოთქვამს და თავს წარმოაჩენს გულმოწყალე მეცენატად, ირიბად დგება ტრანსგენდერთა იმ ,,კლიენტების” რიგში, რომელთა უკმარისობის გამოც ,,უმუშევრად” დარჩნენ ეს საცოდავები…
ღმერთმა ყველა ცოდვილი და ვაი-მეცენატი დააფიქროს საშინელ სამსჯავროზე (სადაც, ჩვენი საქმეები, ფიქრები და გულისთქმებიც კი განცხადდება…) და დააყენოს ჭეშმარიტი სინანულისა და ცხონების გზაზე.

ლევან ჩაჩუა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: