დღეს, დასრულდა გიორგი იჩუკაიძის სასამართლო პროცესი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გიორგი იჩუკაიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შეურაცხადი, ამიტომ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე (რომელიც 8-დან 16 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა) შეწყდა და დაენიშნა სამ წლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ სპეციალურ დაწესებულებაში.

შედეგი, რა თქმა უნდა უკეთესია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა 8-დან 16 წლამდე პატიმრობით დასრულებულიყო, მაგრამ საერთო ჯამში, რაც მოხდა, ეს ყველაფერი მომპალი და მორღვეული სახელმწიფო სისტემის დანაშაულია. ისედაც დისკრედიტირებულმა სასამართლო სისტემამ საქართველოს წმინდა მიწის შენარჩუნებისათვის ბრძოლა შეურაცხადობასთან გააიგივა! მურუსიძის სასამართლომ ვერ გაუძლო, ერთის მხრივ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესით გამოწვეულ ზეწოლას, მეორეს მხრივ კი გაითვალისწინა ხელისუფლების პოზიცია და აზერბაიჯანის მხარეს დაანახა, რომ ,,დამნაშავე” შეურაცხადი პირია და ამიტომ მის მიმართ სისხლის სანართლებრივ დევნას აზრი არ აქვს…

ამ ყველაფრის ფონზე დავით გარეჯი გაყიდულია და გრიპის შიშით შინაპატიმრობაში გამოკეტილი ქართველობა ვეღარც კი რეაგირებს ასეთ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე!

სანამ, მასობრივი პანიკა და სტრესი არ დაიძლევა, სანამ ქართველობა არ გამონახავს აუცილებელ ძალას საკუთარ თავში, რომ ეროვნული ინტერესების დაცვისათვის ვაჟკაცურად იბრძოლოს, მანამდე ეს მარიონეტი პოლიტიკური ელიტა უკეთესს არაფერს აღირსებს!

ღმერთმა გააერთიანოს ქართველი ერი საკუთარი ფეხქვეშგათელილი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში!

ლევან ჩაჩუა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: