ლევან ჩაჩუა: მოსახლეობამ არა მხოლოდ იძულებით ვაქცინაციაზე უნდა თქვას უარი, არამედ იმ პოლიტელიტაზეც, რომელიც ამას დაუკანონებს და დააძალებს

“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

– ბატონო ლევან, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროპის დღის გამო გავრცელებულ მიმართვას თუ დავუჯერებთ, საქართველო ერთგულია თავისი “ისტორიული არჩევანის”, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის და ქვეყანა სრულად იზიარებს თანამედროვე დასავლურ ფასეულობებს. მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რას ნიშნავს თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური ფასეულობები.

– დასავლური ნეოლიბერალიზმი, როგორც მთავარი გლობალისტური იდეოლოგია, ეს არის კაცობრიობის ფუნდამენტურად შეცვლისა და ახალი ადამიანის, ახალი ტიპის ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თეორია, რომელიც რამდენიმე ექსპერიმენტს მოიცავს. საუბარია ისეთ გარდაქმნებზე რეფორმების სახით, რომლებმაც თავდაყირა უნდა დააყენოს ადამიანური მორალი და წაშალოს ყოველგვარი სულიერ-ზნეობრივი ზღვარი. რაც შეეხება სამინისტროს მიმართვას, რომ თურმე თანამედროვე ევროპული ღირებულებები ჩვენი არჩევანია, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მყოფი ლიბერალების გონება ვერ გამოდის იმ მოჯადოებული წრიდან, რომელზეც, მესამე ათწლეულია, ბრუნავს ქვეყანა. უკვე სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს მსგავსი განცხადებებით. წარმოიდგინეთ, რა ხდება მსოფლიოში და მათ შორის ევროპაშიც, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ და ესენი ისევ გაიძახიან, _ ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანიაო. რომელ ევროპულ ოჯახზეა საუბარი, როცა ვირუსმა, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ერთიანი ევროპის იდეა. ან რომელ თანადგომასა და მხარდაჭერაზე გვესაუბრებიან, როცა ესპანეთი და იტალია პრაქტიკულად იზოლაციაში მოაქციეს და ელემენტარული დახმარება არ გაუწიეს? _ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ ხომ თვითიზოლაცია გამოაცხადა და საკუთარ საზღვრებში ჩაიკეტა? მიმართვაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რამდენჯერმეა ნახსენები ადამიანის უფლებები. რომელ უფლებებზე საუბრობენ ესენი, როცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სადღაც ხიდის ქვეშ მდგომ ტრანსგენდერებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო კლიენტების გარეშე დარჩნენ, სახელმწიფო ფინანსურად უნდა დაეხმაროს. წარმოგიდგენიათ, ქვეყანა რა აბსურდამდე მივიდა? თურმე ჩვენ უნდა ვუხადოთ ფული ვიღაც გარყვნილ ავადმყოფებს, რომლებსაც კლიენტები შემოაკლდათ და შემოსავალი აღარ აქვთ. არადა, ოფიციალური მონაცემებით, ბავშვები კვდებიან შიმშილით საქართველოში და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამაშიც ვერ მოხვდა, რომელიც მთავრობამ არაკომპეტენტურად შეიმუშავა. რაღა შორს წავიდე, აგერ ჩემი მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახის მაგალითზე ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ “ქართული იდეა”‘არ ფინანსდება და უხელფასოდ მიწევს მუშაობა, ხოლო მეუღლე, რომელიც უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, შექმნილი მდგომარეობის გამო უმუშევარი დარჩა, მაგრამ სახელმწიფო დახმარების პროგრამის არც ერთი პუნქტი არ შეგვეხო და ასეა მოსახლეობის უმრავლესობა.

– რით არის განპირობებული ხელისუფლების არაადეკვატურობა?

– ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას და შექმნილ ვითარებას ვერ აცნობიერებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში ისევ აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ტურიზმზე და ეს დარგი მიაჩნიათ ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ფუნდამენტად. მსგავსი რიტორიკა გვესმის იმ დროს, როცა მსოფლიო მოუცავს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს და პლანეტის მოსახლეობას საკვებ-სასურსათო დეფიციტი ელოდება. საქართველოს ხელისუფლებაც და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციაც დრომოჭმული ლიბერალური კონიუნქტურის მძევლები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, ესენი ჩარჩნენ სოროსის, ჯო ბაიდენის, კლინტონებისა და მაკკეინების ეპოქაში.

გამოწვევებს რაც შეეხება, მაინტერესებს, როგორ აპირებენ მოსახლეობის გამოკვებას, როცა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად, ფაქტობრივად, ჩავარდა და ქვეყანა სურსათით მომარაგების კუთხით თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული?! რუსეთმა და ყაზახეთმა უკვე დააწესეს ხორბლისა და ბურღულეულის ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვა; საინტერესოა, როგორ მოახერხებენ იმას, რომ სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

– ხელისუფლება თავის ერთ–ერთ მნიშვნელოვან წარმატებად “კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს მიიჩნევს. საუბარი იყო მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებებზე და არა მხოლოდ. რა დახმარებებს იღებს დღეს რეალურად საქართველო და რა მიზნებზეა ეს გათვლილი?

– ჯერ ერთი, საქართველო არანაირ დახმარებას არ იღებს, ეს ტყუილია! ამ “დახმარებით”‘ისევ სახელისუფლო შტო იღებს სარგებელს, საქართველოს მოსახლეობა კი იღებს ვალს და ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს მოსთხოვენ! მეორე _ ესენი გახარებული რომ გამოდიან და საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან მასობრივი ვაქცინაციის თემაზე მანიპულირებით, ჩვენ ხომ ვიცით, რეალურად რას ემსახურება ეს პროცესები.

– რას ემსახურება?

– ემსახურება იმას, რომ ჩვენისთანა ღარიბ ქვეყნებს ასესხონ ფული, ასეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი, და მერე ამ ნასესხები ფულით აყიდინონ მათ მიერვე გამოგონილი ე.წ. ვაქცინა. ფინანსურის გარდა, ეს პროცესები გათვლილია მსოფლიო ლიბერალურ–გლობალისტური გენერალური ხაზის განსახორციელებლად, რომლის მიხედვითაც, ადამიანის პოპულაცია 7,5 მილიარდიდან უნდა შემცირდეს 1,5 მილიარდამდე. ე.წ. სტერილიზაციის პროგრამის განხორციელება ვერ ხერხდება მხოლოდ ომებისა და ხელოვნურად გამოწვეული სამხედრო კონფლიქტების მეშვეობით. მოგეხსენებათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მე-2 მსოფლიო ომს 70 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. კაცობრიობის 6 მილიარდით შესამცირებლად კი აუცილებელია მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების ამოქმედება: აბორტების ლეგალიზაცია; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების რეკლამირება; ნარკომანიისა და სოდომიის ლეგალიზაცია; გენდერის თეორია და უშვილობის გამომწვევი ვაქცინაციები; “ოჯახის დაგეგმვისა და სკოლებში სექსუალური “განათლების” პროგრამები; ე.წ. გენური ინჟინერია და ხელოვნურად შექმნილი ვირუსების (ასევე სხვა დაავადებათა) მეშვეობით გამოწვეული ეპიდემია–პანდემიები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს მსგავსი გლობალური პროექტების მიმართ ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავება, რათა ის, რაც მისაღებია _ მივიღოთ, ხოლო ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია _ უკუვაგდოთ… ახლა კორონავირუსით დაზაფრულ ადამიანებს აბრიყვებენ, რომ უფასო ვაქცინაცია, რომელიც სულაც არ არის უფასო და სახელმწიფო იხდის მის ფულს, მომავალში შესაძლო ეპიდემიებისგან დაიცავთ…

– როგორ ფიქრობთ, ერთ დღესაც, როცა სიხარულით გვაუწყებენ, რომ შექმნილია ახალი ანტივირუსული ვაქცინა და მისი გაკეთება ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა?

– მოსახლეობამ არა მხოლოდ ამ ტიპის ვაქცინაციაზე უნდა თქვას უარი, არამედ იმ პოლიტიკოსებზეც, რომლებიც ამას დაუკანონებენ და დააძალებენ. ამიტომ მინდა, მივმართო კიდევ ერთხელ ამომრჩეველს: თავს ნუ მოიტყუებთ წინასაარჩევნო ფუჭი დაპირებებით და ნუ გაიყიდებით შემოთავაზებულ სატყუარაზე. სასწორზე ნუ შეაგდებთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ეს პრობლემები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, თავს იყრის ერთ უბედურებაში, რომელსაც ჰქვია გარედან მართული, სამარცხვინო და მარიონეტი ხელისუფლება. აი, ეს არის ყველა პრობლემის თავიდათავი, რომელიც მუდმივად ზაფრავს ჩვენს საზოგადოებას.

– რამ შეიძლება ეს ვითარება თუნდაც ნაწილობრივ გამოასწოროს?

– ახლოვდება არჩევნები, საპარლამენტო და მერე საპრეზიდენტოც და დიდმა თუ პატარამ უარი უნდა თქვას ამ მავნე ქოც-ნაცურ პოლიტიკურ ელიტაზე. ე.წ. ლიბერალური ისტებლიშმენტი მყავს მხედველობაში. ქვეყანაში არსებობს ცვლილებებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსი, მე ვხედავ ამ რესურსს, მეცნიერების, საზოგადოებრივად აქტიური მამულიშვილებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების სახით, რომლებიც სათანადოდ აფასებენ უმძიმეს მოცემულობას, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ძალების კონსოლიდაცია, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა გააცნობიერებს, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ცალ-ცალკე მასშტაბური წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გაზიარება: