მთელმა მსოფლიომ დაინახა ქართველი ერის რწმენის აღმსარებლობა!

ახლა გამოვიდა ათონის წმიდა მთის, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის იღუმენი ეფრემი, ერთ-ერთ ბერძნულ არხზე და თქვა: ვისაც არ გჯერათ ზიარების საიდუმლოების და გეშინიათ ნუ ეზიარებითო, ერთ კოვზით უნდა ხდებოდეს ზიარება და ეს არ შეიცვლებაო. მომღერლებს ამღერებთ ქუჩაში და ჩვენ მსახურებას არ გვატარებინებთ, დაგვაცადეთ ღვთისმსახურებაო. თავს ვუხრი საქართველოს, რომელმაც ჩაატარა ლიტურგიაო!

სხვა სასულიერო პირები და ერის ხალხიც ასე საუბრობს საქართველოზე, დღეს მსოფლიოში.

მადლიერი იყავით ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, საქართველოს ეკლესიის პატრიარქისა და წმიდა სინოდის, ე რ თ გ უ ლ ი სამღვდელოების და მთელი მორწმუნე ერის.

მადლიერება, ქრისტესმიერი ერთობა და ღვთის ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა გააბრწყინებს საქართველოს!

ამავე მამა ეფრემმა თქვა, როდესაც იყო ჩამობრძანებული საქართველოში, რომ ის ფაქტი, როდესაც წმ. ნინოს ხელთ ეპყრა არა მაცოხვრის არამედ სამების ხატი ივერიაში შემობრძანებისას, იყო ნიშანი უფლისგან, რომ ქართველმა ერმა უნდა იცხვროს ყოვლადწმიდა სამებისაებრი ერთსულოვნებით.

როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა“ და „შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს“.

ქრისტემ თავის ყოვლადწმიდა დედას ჩაგვაბარა და თავისი ერთადერთი მატერიულური ქონება, სიწმინდე – კვართი ჩაგვაბარა. ქართველი ადამიანი არ შეიძლება იყოს რამე სხვა, გარდა ქრისტიანისა! ასე გვიცნობდა ყოველთვის მთელი მსოფლიო და ასე უნდა იყოს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე!

გეგა ხვედელიძე

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: