
„ქართული იდეა’’
თანამოაზრეებთან ერთად, ლიბერალური მართვის სისტემის ცვლილებისთვის
ე რ თ ს უ ლ ო ვ ნ ე ბ ი თ აგრძელებს ბრძოლას!
2020 წლის საპარლამენტო მიზნები და ამოცანები:
დევიზი: ყველა კანონი და მასში არსებული ნორმა, ქართულ ფესვებზე და „საღმრთო“ვალდებულებაზე უნდა შეიქმნას.
წარმოდგენილი პროგრამის პრაქტიკული განხორციელებისთვის თუ კარგად ”გავიმსჭვალენით და ღრმად ჩავეჭიდეთ გონებაში”, უფლის განგება დათრგუნულ ეროვნულ ენერგიას თავისუფლების გვირგვინს დაადგამს, კოლონიურ რეჟიმს სრულად დაასრულებს და სათავეს დაუდებს, საქართველოს შემდგომ სრულიად უპრეცედენტო გაძლიერებას.
საარჩევნო პროგრამა:
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პროგრამას განმარტებებით და გაგვიზიაროთ თქვენი მნიშვნელოვანი მოსაზრებები.
უპირველეს ყოვლისა!
1995 წლიდან დღემდე კონსტიტუციაში არსებულ რეფერენდუმში მოღალატეობრივი და მზაკვრობით განსაზღვრული რედაქცია, ქვემდებარე – რეფერენდუმში ცვლილების შინაარსის მიხედვით უნდა შეიცვალოს და ერმა ამ ისტორიული მისიის აღსრულებით აღიდგინოს ხელმწიფობა და მოსპოს უზურპაცია!
წარმოგიდგენთ საქართველოს კონსტიტუციის პრეისტორიას
1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები საფუძვლად დაედო მოქმედ კონსტიტუციას. 1921 წლის კონსტიტუციის 52-ე და 64-ე მუხლები მიუითითებდა ერის ხელმწიფობაზე, რომელშიც რეფერენდუმის მოთხოვნის უფლება ჰქონდა 30 000 ამომრჩეველს მაშინ როცა საქართველოს მაშინდელი მოსახლეობა აღემატებოდა 5 მილიონს. დღეს საჭიროა 200 000 ამომრჩეველი.
1992 წელს განხორციელებული სისხლიანი სამხედრო გადატრიალებისას „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მეინსტრიმების პროექტით ხელისუფლებაში მოსულმა ედურად შევარდნაძემ 1995 წელს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს – ზურაბ ჟვანიას ’’პარლამეტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი’’-ს თავმჯდომარედ ზეწოლით მოაწვევინა ჩანერგილი მიხეილ სააკაშვილი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ნინო ბურჯანაძე და თავიანთ პოლიტიკურ გუნდთან – ”მოქალაქეთა კავშირთან” ერთად ერისადმი მოღალატეობრივი ქმედებით – სახალხო რეფერენდუმის გარეშე ხალხის დაუკითხავად, მოქმედი კონსტიტუციიდან 1921 წლის კონსტიტუციაში 52-ე და 64-ე მუხლებში არსებული შინაარსიის მქონე რეფერენდუმის განსაზღვრა იმპერატიულად გააქრობინა.
არსებული რეფერენდუმი ამ რედაქციითა და არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:
– კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
– საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
– ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას; (ეს კაბალური და მზაკვრული რედაქცია მთლიანად ამოღებული უნდა იქნეს!)
– ამნისტიის ან შეწყალების გამო;
გლობალისტებმა ედურად შევარდნაძეს ამ კაბალური განმარტებით 1995 წლიდან დღემდე ერზე მიზანმიმართულად ააღკვეთინა ხელმწიფობის სტატუსი, უზურპაცია დაამკვიდრებინა, კონსტიტუციის ფარგლებში წააგლეჯინა პირდაპირი წესით გადაწყვეტილებების განხორციელების ბერკეტი, ყოველნაირი არჩევნები ფიქციად დაამკვიდრებინა და სამარადჟამოდ გაათხრევინა სამარე.
ერის უპირველესი მიზნის – ერის ხელმწიფობის აღდგენის პოლიტიკური დოქტრინა, რომლის მიზანი იქნება პირდაპირი წესით დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, სამართალშემოქმედებითი ბედ-იღბალი და ამით ქვეყანაში არსებული უზურპაცია, ფუჭი დაპირებების და ფსევდოდამოუკიდებელი ქვეყნის მდგომარობაში ყოფნა დაასრულოს.
არსებულ რეფერენდუმში განსახორციელებელი ახლებური რეადაქციის შინაარსი:
1. ერის ხელმწიფობისთვის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სახელისუფლებო ნებისმიერი შტო უფლებამოსილია, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის წერილობითი მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში;
2. შეუზღუდავი რაოდენობით ყოველი რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ყოველი მოქალაქის 10 ლარის შემოწირულობის ხარჯზე;
3. ყოველი მოქალაქის ვალდებულებაა მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში. მოქალაქე, რომელიც მონაწილეობას არ მიიღებს რეფერენდუმში მიუხედავად იმისა მომხრეა თუ წინააღმდეგი, ჩამოერთვას მოქალაქეობა ბრალდებით – “ მოქალაქე რადგან არ მონაწილეობს რეფერენდუმში არ ადარდებს ქვეყნის ბედი, ე.ი. შენ არ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე’’.
4. რეფერენდუმის შედეგებს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და ადგენს კანონის ამოქმედების ვადას. პარლამენტი არ არის უფლებამოსილი გააუქმოს რეფერენდუმის შედეგები. რეფერენდუმს კი შეუძლია პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმება;
5. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით;
6. რეფერენდუმის ჩატარება შეიძლება:
ა) ნებისმიერ თემაზე კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
გ) პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში დაითხოვოს პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი.
7. რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება:
ა) ამნისტიის ან შეწყალების გამო.
შენიშვნა:
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 42 760 652 მლნ ლარი დაიხარჯა;
– 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს თუ შეადგენს, მაშინ საქართველოს მოქალაქეს ყოველი რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფსთვის მოუწევს 11 ლარის შემოწირულობის გაღება;
– განისაზღვრება ელექტრონული საარჩევნო სისტემაც. ასევე განისაზღვრება პეტიციის აღსრულების აუცილებლობის პირობებიც;
– ამ სახის ცვლილებები დემორალიზირებულ პოლიტიკოსებს თავის ადგილს მიუჩენს, ერი აღიდგენს ხელმწიფობას და სამუდამოდ აღმოფხვრის სახელისუფლო ძალაუფლების აბსოლუტიზმს – უზურპაციას, მოსყიდვებს, მიტინგებს, პოლიციის ზეწოლას და სხვა არსებული სიბინძურეების ხანას.
-
საქართველო პოლიტიკური პარტიების და ლიდერების გარეშე!
საქართველოში სტაბილური პოლიტიკის დამკვიდრებისთვის, დაჭაობებული პოლიტიკური ველის გაწმენდისთვის და სუფთა სახეების პოლიტიკაში შემოსვლის მიზნით საარჩევნო სისტემის და ცსკ-ოს ძირეული რეფორმისთვის შემუშავდება კანონმდებლობა: ”საქართველო პოლიტიკური პარტიების და ლიდერების გარეშე”:
1. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 78 მუნიციპალიტეტია და ამავე მუნიციპალიტებში მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით აირჩევა 78 საპარლამენტო დეპუტატი, რის საფუძველზეც პარლამენტის წევრთა რაოდეობა განისაზღვრება 78 წევრით, ხოლო ცხუმ-აფხაზეთში და ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიის ”ცხინვალის რეგიონში” საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობას დაემატება, ამ ორი რეგიონის 11 მუნიციპალიტეტებიდან არჩეული წევრთა რაოდენობა;
2. მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ექვსი თვიდან ვადამდე ადრე გაწვევა ანუ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეეძლება მხოლოდ მის ამომრჩეველს;
3. ერთი და და იგივე პირი პარლამენტარად აირჩეს ერთი საარჩევნო ვადის გამოტოვებით მხოლოდ ორჯერ. გაუქმდეს პარლამენტის წევრის საქმიანობის ძირითადი გარანტიები, როგორიცაა:- იმუნიტეტი, სახელმწიფო დაზღვევა, სამედიცინო მომსახურება, საპენსიო პრიორიტეტები და არსებული პენსიით დაკმაყოფილდნენ.
• ეროვნული სიმდიდრის: მიწის, ტყის, წყლის, არაორგანული და ორგანული სასარგებლო წიაღისეულებების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის მშენებარე და აშენებული ჰესების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისთვის გამოცხადდება ’’ნაციონალიზაცია’’და მათი უზრუნველყოფა ახალი სარგებლობის წესით განხორციელდება;
ეროვნული სიმდიდრის მთლიანი მოცულობის ნაციონალიზაციის პრაქტიკა ბრიტანეთს, საფრანგეთს, კანადას და სხვა ქვეყნბსაც განხორციელებული აქვთ. აღორძინება მიწიდან იწყება და „არავის არ აქვს უფლება გაასხვისოს ქართული მიწა“ (იხილეთ ვიდეო) ქართული მიწა სამშობლოს განსადიდებლად მის მკვიდრს ქართველ ერს ეკუთვნის და ის წარმოდგენს ოჯახს, ქართველი ერის ადგილ სამყოფელს!.. მსოფლიო წესრიგი ახალ სიჩქარეებს იღებს და ლოდინის დრო აღარ არის, ერის გაჯანსაღებისთვის და ქვეყნის შიგნიდან გაძლიერებისთვის, ქრონიკული სიღარიბის დასრულებისთვის და გადარჩენისთვის აუცილებელია უარი ეთქვას საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგი სტანდარტებით დრომოჭმულ, მანკიერი წესით შენებას და არსებული ტრადიციული წესების აღდგენა–გამოყენებით ვაშენოთ ახალი ეკონომიკური პარადიგმები და ახალი სოციალური პრინციპები, რომელიც ეროვნულ მიზნებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, გარემოს დაცვასა და განათლების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. ყოველივე ამისთვის კონცენტრაციის ლოკალიზაცია, ნაციონალური ეკოსისტემის განახლებაზე და ქვეყანაში რეალურად არსებული ეროვნული მეგა და მონო პროექტების მიხედვით, აღმშენებლობას შევუდგეთ.
-
კონსტიტუციაში ცვლილებები:
არსებული სახით წარმოდგენილი ანტიდისკრიმინაციული კანონის, მშობლებზე შვილების ჩამომრთმევი იუვენალური (ფაშიზმის) იუსტიციის და ე.წ. ბავშვთა უფლებების კოდექსი გაუქმდება; (იხილეთ წერილი 1) (იხილეთ წერილი 2)
ამ ორო კანონების ცალკე არსებობა მიუღებელია, რადგან კონსტიტუციაში არსებობს:”თანასწორობის უფლების” და “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”კანონი.
-
სისხლის სამართლის კანომდებლობაში, კორუფციაში და კორუმპირებული თანამდებობის პირების დანაშაულში მხილებულთათვის განისასზღვრება სახელმწიფოს (სამშობლოს) ღალატის კოდექსი;
-
სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოწყობის კანონში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში და სახელმწიფო უწყებებში განხორციელდება რადიკალური სისტემური ცვლილებები. უნიკალური მოდელით განხორციელდება სამინისტროების რაოდენობის სწორი შემცირება და უწყებების კომპლექსური რეფორმირება;
საელჩოები და წარმომადგენლობები, ასევე დიასპორის სამინისტრო არსებული ფორმით გაუქმდება და მათი დიპლომატიური სამსახურის მისიის და დიასპორასთან ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა განხორციელდება მოდერნიზებული და უნიკალური მოდელის ჩანაცვლებით, რომელსაც წელიდაში 95 000 000 მილიონი ლარის დაზოგვა და სახელმწიფოსთვის წელიწადში სულ მცირე 17 000 000 ევრომდე შემოსავალის მოტანა შეეძლება.
-
შ.ს.სამინისტროს სრული რეფორმა და პოლიციის სრული დეპოლიტიზება;
პოლიცია კონსტიტუციით განსაზღვრული ნებისმიერი სახელისუფლებო შტოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების უუნარობისთვის და უზურპაციის დაცვისაგან სრულად განთავისუფლდება.
-
გარკვეული კატეგორიის უწყების წარმომადგენლებზე, პრიორიტეტები, სპეციალური და მიკერძოებული სოციალური უზრუნველყოფა, სხვა და სხვა სახის დაზღვევა, სახელმწიფო კომპენსაცია, გამორჩეული პენსიები გაუქმდება და საქართველოში არსებული სტანდარტული პენსიით დაკმაყოფილდებიან;
ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე არასამართლიანი სხვა და სხვა ბიუროკრატიული სეკვესტრის ხარჯზე, ასტრონომიული ფინანსური რესურსების სამართლებრივი გამოხშირვა გარანტირებულად წარიმართება მოსახლეობის დაცვისთვის – სხვა და სხვა კომუნალური, სამედიცინო-სოციალური ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის! შრომით კოდექსში გაუქმდება პროგრამული კოდით და ერთეულებით შრომითი ანაზღაურების შეზღუდვა და განისაზრვრება საჭირო და აუცილებელი სარგო პროგრამით...
-
სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის გამტკიცება;
ქართული ენის მოვლა ერის საზრუნავია და განსაზღვრული მიზნის მიღწევა “სახელმწიფო ენის დეპარტამენტი”-ს საქმეა!
“ენის დეპარტამენტისთვის”, სარეკლამო კანონმდებლობაში ენის მოვლის და პატრონობისთვის განხორციელდება ონლაინ პროგრამული უზრუნველროფის უნიკალური პროგრამა, რომელშიც სრულიად საქართველო მიიღებს მონაწილეობას და ენის ზრუნვის გარდა ბიუჯეტისთვის და მოსახლეობისთვის შემოსავლიანიც გახდება...
-
მიგრანტების შემოსახლებაზე, მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღებაზე გატარდება მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა;
მიგრანტებისთვის იაპონური საემიგრაციო კანონის მსგავსად მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკაგატარდება და მიგრაცია შეჩერდება. დაწესდება ”ერთი ბავშვის პოლიტიკის” კანონი. რომელიც დაოჯახებულ წყვილებს ოფიციალურად შეუზღუდავს ერთზე მეტი ბავშვის ყოლას. დაწესდება დროებითი ბინადრობის მცირე ვადის განსაზღვრა და შემდგომი ხანმოკლე ვადით გაგრძელება ან არ გაგრძელება განსაზღვრული კრიტერიუმებით განხორციელდება. მათზე მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს 15 წლის შემდგომ აუცილებელი სოლიდური საფასურის გადახდის, ენის ცოდნის სერთიფიკატის მიღების, ქვეყნის ისტორიის ცოდნის და სხვა ფასეული კრიტერიუმების გავლით.
-
ვუზრუნველყოფთ დღემდე შეუსრულებელი ამოცანის – სასამართლო სისტემაზე ნდობის დაბრუნებას. გავაუქმებთ უზურპირებულ ხელისუფლებებზე მიყიდულ და მათით დამონებულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ:
საკონსტიტუციო სასამართლოს;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
გადაიხედება არბიტრაჟის შესახებ კანონი;
გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი;
გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე;
სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფას დავასრულებთ 1992 წლიდან დღემდე სამართლიანობის აღდგენის მკაფიო სამოქმედო გეგმით;
1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებაზე, პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობაზე, 1995 წლიდან დღემდე მოქმედი მართველი პარტიების და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელნიც ეროვნულ ინტერესებს ვნებდნენ განხორციელდება გამოძიების დაწყება და სახელმწიფოს (სამშობლოს) ღალატის მისაღები კოდექსით გასამართლდებიან, ხოლო რეპრესირებულების, უკანონოდ დაპატიმრებულების, ქონებაწართმეულების მიმართ განხორციელდება სამართლიანობის აღდგენა და სრული რეაბილიტაცია;
-
იმპორტირებული, თუ ადგილობრივი წამლების, სხვა და სხვა ნაწარმის ფალსიფიცირებისთვის, ვადაგასული და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გაყიდვისთვის შემუშავდება და განხორციელდება უმკაცრესი პოლიტიკა;
საქართველოს საზღვრებზე და შიდა ბაზარზე დაწესდება უმკაცრესი სასურსათო კონტროლი, (დიდი ოდენობის ჯარიმა და 10 წლით პატიმრობა). ჩამოყალიბდება ვაჭრობის მარეგულირებელი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ეროვნული ეკონომიკური პოტენციალის მქონე წარმოებას უცხოური კონკურენციისგან. დაწესდება საბაჟო და ანტიდენპინგური შეზღუდვები, აიკრძალება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, სურსათი და ყველა ის უხარისხო ნაწარმი, რომელიც თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოედინება… დღეს „უწმინდურ სამებათა“ (სატანისტთა) დისტოპიური ტერორი და მმართველობა მსოფლიო ეკონომიკის დამღუპველია და დღემდე მსოფლიოს:
1. კორპორატოკრატიული ეკონომიკით, რესურსების ძარცვით, ტოქსიკური მასალებით;
2. გენმოდიფიცირებული და საშიში დანამატების უხარისხო საკვებით;
3. ეროვნული კულტურის, რელიგიის, მასმედიის და განათლების დეგრადაციით;
4. სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური მრავალფეროვნების განადგურებით, ომებით და არასტაბილურობით, ახალი წესრიგისკენ – მსოფლიო მთავრობის შექმნისკენ, ციფრული კონცლაგერისკენ, ერების ფარული გენოციდისკენ და დემონიზაციისკენ ფორსირებულად მიაქანებს.
-
თავისუფალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური ჟურნალისტიკის განვითარებისთვის ნეოლიბერალური მასმედიის აღვირახსნილობა კანონიერ ჩარჩოებში მოექცევა, „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელებისთვის, სიცრუისთვის, ორპირობისთვის და არასანდოობისთვის სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დიდი ოდენობით ჯარიმა დაწესდება;
-
აზარტული (კაზინოები, ტოტალიზატორები, ე.წ. ონლაინ) თამაშების, ნარკომანიისა და პროსტიტუციის აკრძალვაზე შეიქმნება უმკაცრესი კანონმდებლობა;
-
შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო გაწვევის კანონში აღმოიფხვრევა ხარვეზები, სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის სისტემაში განხორციელდება განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება და საგანმანათლებლო პროცესში დაიწყება ეკლესიის ჩართულობა;
-
საჯარო სკოლებში გაძლიერება პატრიოტული აღზრდა და განახლდება ეკლესიის ჩართულობა, ასევე ’’ლაზარეს ენით” დაფარული, საკუთარი ისტორიული წარსულის აღდგენისთვის და ეროვნული ტრადიციული საიდუმლოებების უკეთ შესწავლისთვის, ქართველური ენების – სვანურის, მეგრულ-ლაზურის, ჭანურის და მათი ჰემატრიული (დაფარულად წერის) საიდუმლო შიფრისა და ანბანური დამწერლობის საფუძვლად მიჩნეული A-კლასის ხაზოვანი წერილობითი ძეგლების სკოლებში ნოვატორული სწავლის პროგრამა აუცილებლად დამკვიდრდება!
-
თანამედროვე და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის განხორციელდება სტრატეგიული და პრიორიტეტული პროგრამები;
-
განვითარდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო დაზღვევის 100% სუფსიდირება, გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ვეტერანთა სოციალური პაკეტი;
-
სოციალურად დაუცველთათვის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დაბრუნებამდე ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეგა პროექტით განხორციელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებით და მასზე საცხოვრისით უზრუნველყოფა, მედიცინის უფასო მომსახურების, განათლების და დასაქმების უზრუნველყოფის პროგრამა;
-
მსჯავრდებულებზე და ნარკომანებზე განხორციელდება უნიკალური მოდელით ზრუნვა;
-
”რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო” გარდაიქმნება ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი სააგენტო”-დ;
კუდაბზიკური ტოლერანტობის გამომხატველის – ’’რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო’’ ‘’ეროვნულ–სარწმუნოებრივი სააგენტო”-დ გარდაიქმნება და სააგენტოს ბიუჯეტში არსებული 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი დიასპორაში – მართლმადიდებლური ეკლესიების დაფუძნებისთვის წარიმართება.
-
დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლის მიზნით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ახლად დაქორწინებულებისთვის შემუშავდება ფულადი და სოციალური დახმარების დემოგრაფიული პოლიტიკის კონცეფცია, აიკრძალება ჩვილთა კვლა (აბორტი), სკოლის ასაკამდე ბავშვების სოციალური დაცვისთვის და ფინანსური უზრუნველყოფისთვის შეიქმნება კანონმდებლობა;
-
პირველ შვილზე 20 000 ლარი;
-
მეორე შვილზე 40 000 ლარი;
-
მესამე შვილზე 60 000 ლარი;
-
მეოთხე შვილზე 80 000 ლარი;
ყოველ მომდევნო ახალშობილზე 20 000 ლარის ფულადი საჩუქარი გამრავლებული იქნება ბავშვის რაოდენობაზე. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნება ეროვნული დემოგრაფიული ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ახლადდაქორწინებულებზე ფულადი სოციალურ დახმარებას და დემოგრაფიული პოლიტიკის განვითარებას.
-
საქართველოს პასპორტში და პირადობის მოწმობაში აღდგება ეროვნების რეკვიზიტი;
არსებულ საკითხში განხორციელდება მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების დენონსაცია!
-
საქართველოში, ემიგრანტების რეინტეგრაციის დაძლევისთვის ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეგა პროექტისთვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გადაეცემათ უსასყიფლოდ და მასზე საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად სახელმწიფო ავალის საფუძველზე გაიცემა უპროცენტო კრედიტი;
-
საზღვარგარეთ განათლება და სტაჟირება – ქვეყნის ხარჯზე;
-
კულტურისა და მეცნიერების განვითარებისთვის პარლამენტში არსებული დარგობლივი კომიტეტების მიერ – პარლამენტშივე დაფუძნდება ‘’არტ ბიზნეს კლუბი’’;
-
ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის შესაქმნელად, (არა ბანკების საშუალებით) სახელმწიფო სარეზერვო ფონდებიდან ბიზნესგეგმის უზრუნველყოფისთვის განხორციელდება ათ წლიანი უპროცენტო ერთჯერადი კრედიტით – 300 000 ევრომდე დახმარება;
-
ნებისმიერ ბიზნესში და სამუშაო ადგილის შექმნისთვის განისაზღვრება ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორებთან 55% დან 75% -მდე ქართველი ბიზნესმენების თანამონაწილეობა და მათ მიერ განსახორციელებელ საქმიანობაში საქართველოს მოქალაქის 100 %-ით დასაქმებისთვის შეიქმნება კანონმდებლობა;
ინვესტორებზე სასათბურე პირობების შექმნით და ინვესტიციების „სიკეთის წყალობით“ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტებია დაკარგული და მომავალშიც ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებსაც დავკარგავთ. სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით მასიურად მიმდინარეობს უცხოელთა დასაქმება, ხოლო ქართველების დასაქმება უმნიშვნელო – მიზერული რაოდენობით და სამოწყალო სახელფასო განაკვეთებით ხორციელდება. ამდაგვარი ფანატური დოგმებით ქვეყნის ნგრევა და მოსახლეობის გაღატაკება აიკრძალება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში არის მძიმე ტვირთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვალუტისთვის და მის მიერ მოცემული სიკეთეები ვერ ფარავს იმ ნეგატივს, რომელიც მას მოაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მაღალტექნოლოგიურ სფეროს ეხება.
-
ყოფილი დასაქმებულების და შემდგომ დროებით უმუშევრად დარჩენილთათვის სამი წლიანი ვადით სხვა და სხვა დროის შუალედებით განისაზღვრება ყოველთვიური საჭირო და აუცილებელი ფინანსური დახმარების პროგრამა;
-
სოფლის განვითარებისთვის განხორციელდება: გზების, ბუნებრივი აირით მომარაგება, შუქის, წყალმომარაგების, მოთხოვნებისამებრ სასმელი ჭების, ქარის, მზის და სხვა და სხვა ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება და დაფინანსება. დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ ცენტრებში შეიქმნება პირველადი ჯანდაცვის უახლესი თაობის ფართო ამბულატორიული ქსელები;
-
განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სრული რეფორმა და განხორციელდება დევიზი:
”არც ერთი კრედიტორი ქუჩაში”;
გაიზრდება ფულის მასა, რადგან მისი სიმცირე ხელოვნური სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია;
გაუქმდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და მათი ლიცენზირება და საქმიანობის ზედამხედველობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ ბანკებში;
საქართველოს კანონში, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” განხორციელდება მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების დენონსაცია!
გადაიხედება კაბალური საბანკო კანონმდებლობა. დადგინდება სესხზე პროცენტის მაქსიმალური ზღვარი. ბანკებს აეკრძალებათ ადამიანების გამოსახლება საცხოვრებელი ფართიდან. აიკრძალება მევახშეობა და ნულოვან აუქციონებზე მოვალის ქონების გამოტანა.
-
სახელმწიფოს სუვერენული და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდება:
-
ევროპულ, ევროატლანტიკურ და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან პარიტეტულ საწყისებზე თანამშრომლობა და გარე მმართველობის ლიკვიდაცია;
-
საგარეო პოლიტიკაში დაპირისპირებების მინიმიზაციისთვის განხორციელდება გლობალისტური ანარქიზმის ელიმინაცია და მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებით უნარიანი, მოხერხებული და მარჯვე სამშვიდობო შეთანხმებები დაიდება;
-
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდით პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყება რუსეთთან;
-
კულტურული ფასეულობების დაცვა და მოვლა-პატრონობა. დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსზე ისტორიული მესაკუთრეობის აღდგენა;
-
-
საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე და მის განვითარებაზე უშუალოდ სახელმწიფო (არა ბანკების საშუალებით) გრანტის პრინციპით დაფინანსდება ადგილობრივი წარმოების შექმნა. მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და ექსპორტისთვის საერთაშორისო ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადება;
-
გაუქმდება ყველა ტიპის მონოპოლია სააფთიაქო, სამშენებლო და საწვავის იმპორტზე რის შედეგადაც მნიშვნელოვნად 70-80%-ით შემცირდება ფასები. გაიაფდება სამედიცინო დაზღვევა, მედიკამენტები და საწვავის ნებისმიერი ნივთიერება. განხორციელდება ოფშორული კომპანიების ხელში არსებული ბიზნესების საკუთრებაში გადასვლის კანონიერების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება;
-
ჩვენი ქვეყნის მსოფლიო დონის ეკონომიკური და სტრატეგიული განვითარებისათვის განხორციელდება ანაკლიის პორტის პოტენციალის გამოყენება;
-
საგადასახადო შეღავათების დაწესებით ავამუშავებთ მცირე ბიზნეს;
შემცირდება მცირე მეწარმეებისათვის დაწესებული გადასახადები და სახელმწიფო შესყიდვებში გაიზრდება მათი უპირატესობა.
-
გადასახადების შემცირებისთვის ჩატარდება ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის კვალიფიციური აუდიტი, რის შედეგადაც დადგინდება ტარიფების რეალური განაკვეთი;
-
თბილისში პარლამენტის შენობაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე დაფუძნდება ‘’ქართული ლუვრი’’ და პარლამენტის ფუნქციონირება ქუთაისში დაბრუნდება; (იხილეთ ღია წერილი)
მიუხედავად პრობლემებისა და სირთულეებისა, შესაძლებელია პარლამენტი უძველეს კოლხას სამეფოს მთავარ ქალაქში – ქუთაისში დაბრუნდეს და საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდეს; შეიქმნას სადეპუტატო ლამაზი ეკოლოგიური სოფელი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური სტრუქტურების ოფისები, ავტომაგისტრალის და ჩქაროსნული რკინიგზის ”ჰაიპერლუპი”-ს პროექტი (იხილეთ ”ჰაიპერლუპი”) და სხვა და სხვა ინფრასტრუქტურების ევრუპულ დონეზე მშენებლობა.. ყოველივე ეს სახელმწიფოს უკვდავების სიმბოლოს, ერთიანი საქართველოს წმინდა მონარქის – დავით აღმაშენებლის უძველეს სატახტო ქალაქს და დასავლეთის რეგიონს განვითარების უზარმაზარ პერსპექტივას შეუქმნის და საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობა მთელი საქართველოსთვის მომგებიანი გახდება. (იხილეთ ვიდეო”ჰაიპერლუპზე”)
-
სოფლის შენარჩუნებისთვის:
– სასაზღვრო და მაღალმთიან რეგიონებში აშშ, იაპონიის მაგალითზე სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის და დაზღვევისთვის;
– სუბსიდირებისთვის;
– ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისთვის;
– პროდუქტის რეკლამირებისთვის და ქვეყნის გარეთ რეალიზაციის მხარდაჭერისთვის, ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეგა და მონო პროექტებით განისაზღვრება სოფლის აღორძინების სახელმწიფო პოლიტიკა და საამისოდ პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში – რეგიონალური მართვის სტრუქტურაში შეიქმნება ინოვაციური – ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი, რითაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება:
-
ეკონომიკური დიპლომატიის თვალსაზრისით ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეგა პროექტით მსოფლიო ისტორიაში საქართველოს გადამწყვეტი როლის გაცნობა;
-
ემიგრანტებისთვის და დევნილებისთვის ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული მეგა პროექტით საკარმიდამო მიწის ნაკვეთებით და მასზე საცხოვრისის უზრუნველყოფით, რეალური და წარმატებული რეინტეგრაციის დაძლევა და ერის გამრავლება!;
-
უძლიერეს ექსპორტზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჭარბი წარმოების გაზრდით ქვეყანაში სიღარიბის და გლობალური ამოცანების დაძლევა, ორგანული ბაზრების გახსნა და ათვისება;
-
ყველაზე მნიშვნელოვანი – ეროვნული კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვანი შრომითი რესურსების დასაქმებით და მიკროეკონომიკით მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;
საქართველოსთვის, ყველაზე საინტერესო მაგალითია ნიდერლანდების თორმეტი პროვინციიდან მჭიდროდ დასახლებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდიაა, რომლის ფართობი იმერეთის რეგიონის ტერიტორიაზე მცირეა და რომლის შემოსავალმა 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან 90 მლრდ. ევროს გადააჭარბა. Landbouwexport ruim 90 miljard euro in 2018 (იხილეთ ინფორმაცია) საექსპორტო პროდუქციიდან ყველაზე მეტად ჰოლანდიიდან გადის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ყვავილები, დამუშავებული (მეორადი) პროდუქტები, ყველი, კარტოფილი, შოკოლადი, ლუდი, პომიდვრის კეტჩუპი და ხილის წვენები, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან საკვებად არის აღიარებული. აგრარულ სფეროს უკავია მშპ-ს 10% და მასში დასაქმებულია 660 ათასი ადამიანი. ფერმერები საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ საკვებ პროდუქტს 1 ჰექტარზე აწარმოებენ, ვიდრე ევროპის სხვა ფერმერები. სწორედ მათი წყალობით, ჰოლანდიას აღნიშნულ სფეროში მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში უკავია მეორე ადგილი, ხოლო ტერიტორიის გათვალისწინებით კი პირველი. 2000 წლიდან ჰოლანდიელი ფერმერები პესტიციდებს თითქმის არ იყენებენ. 2009 წლიდან კი ანტიბიოტიკების გამოყენება შეამცირეს 60%-ით…
-
პენსიონერთათვის ერთი წლის თავზე – უზრუნველი სიბერისთვის, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის, ხელმისაწვდომი მედიკამენტისთვის, სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტისთვის, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისთვის შეიქმნება პენსიონერის ბარათი, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფა განისაზღვრება 2000 ლარის ოდენებით;
მსოფლიოში და საქართველოში არსებული საპენსიო ზღვარი
|
მინიმალური პენსია |
ავსტრია | 1400 Euro |
გერმანია | 770 Euro |
დანია | 2 800 Euro |
დიდი ბრიტანეთი | 630 Euro |
ესპანეთი | 987 Euro |
იტალია | 1 200 Euro |
ნიდერლანდები | 1 300 Euro |
რუმინეთი | 410 Euro |
საბერძნეთი | 700 Euro |
საფრანგეთი | 1 000 Euro |
უნგრეთი | 400 Euro |
შვედეთი | 1 700 Euro |
საქართველო | 240 – 330 GEL |
-
სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა სიის დადგენისთვის და საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმირებისთვის შემუშავდება ელექტრონული საარჩევნო სისტემის კონცეფცია და განხორციელდება მისი პროგრამული რეალიზაცია.
ინფრასტრუქტურული და გლობალური პროექტები:
პროექტი პირველი.
მდინარე მტკვარი რომელიც აბსულიტურად აუთვისებელია მცხეთიდან ორთაჭალჰესამდე და ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკამდე მისთვის ეგზოტიკური ფუქციის მინიჭებისა და მისი ბუნებრივი გზით გასუფთავებისთვის შეიქმნება უნიკალური პროექტი, რომლის ინვესტიცია დროში და პერსპექტივაში მზარდია;
პროექტი მეორე.
განხორციელდება მსოფლიო მნიშვნელობის ქართული მეგა პროექტის – ’’საუკუნის პროექტი’’-ს უპრეცედენტო ინვესტიციების პირველი ნაწილი, რომელიც ერთ წელიწადში მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ერებიდან 3 000 000 000 მილიარ ევრომდე მეტს მოიზიდავს. ხოლო პროექტის მეორე ნაწილის ინვესტიცირება განხორციელება საქართველოს დეოკუპირებულ ულამაზეს რეგიონებში, რომელიც 450 000 ათასი დევნილის წარმოშობის ადგილას დაბრუნებას ითვალისწინებს – დეოკუპაციის სახით მოიაზრება და მეგა პროექტი სამ წელიწადში დაახლოებით სულ მცირე 50 000 000 000 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს და საქართველოს ტერიტორილი გაერთიანების ერთ – ერთ რეალურ და ძლიერ ბერკეტს წარმოადგენს. მოცემული პროექტი ეროვნული და კულტურული მონაპოვარია, რომელშიც საქართველოს და მსოფლიოს ახლებურად მოწყობის უკიდეგანო პოტენციალი დევს და როგორც საქართველოსთვის ასევე მსოფლიოსთვის განიხილება მომავალი მშვიდობიანი განვითარების და კეთილდღეობის ერთ–ერთ გზად. საქართველოსთვის თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უსაფრთხოების, თავდაცვის და დამოუკიდებლობის რეალური გარანტორი გახდება. ქვეყანას სტაბილურობას, განსხვავებული ეკონომიკის ეფექტიან აღორძინებას და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს შესძენს…
პროექტი მესამე.
საქართველოს მაშტაბით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის შემუშავდება პილიგრიმებისთვის და ტურისტებისთვის ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და წმინდა ნინოს:-“Camino de Santiago”-ს –“წმინდა გზის” (იხილეთ ინფორმაცია) სასულიერო და საერო მნიშვნელობის, მრავალპროფილიანი უნიკალური ტურისტული მარშრუტების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული ისტორიული და ეკოლოგიური შენობა-ნაგებობათა შენახვას, მათი აუთენტურობის შენარჩუნებას, განვითარებას და ქვეყნის პოპულარიზაციას;
პროექტი მეოთხე.
პროექტი იძლევა საშუალებას რუსთაველის, აღმაშენებლის, წერეთელის, ვაჟა ფშაველას გამზირების, ვერის და ვაკის უბნებიდან, ასევე თბილისის სვა უბნებიდან განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა გაქრეს ყოველნაირი სხვა ტრანსპორტი, კოშმარული საცობები, გარემოს დეგრადაცია და ეკოლოგირი კატასტროფა, გარემოს არაორგანული კომპონენტებიდან განთავისუფლდეს დედაქალაქი, გახდეს სამოთხე, მოკვდავთათვის წალკოტი – ბაღისმაგვარი ადგილი, სადაც ადამიანები ბედნიერად იცხოვრობენ და სასარგებლო საქმით დაკავდებიან;
პროექტი მეხუთე.
ურბანულ ეკოლოგიური დაგეგმარებით 45 კმ მდინარე ვერის ხეობაში და მის 194 კმ² ფართობის აუზში არსებული სატრანსპორტო გზის მოდერნიზაციის გათვალისწინებით შეიქმნება დაცული ტერიტორიის განსაკუთრებული რეგულირების საკრეაციო ზონის გრანდიოზული ეგზოტიკური სივრცე და მასში განთავსდება თბილისის გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც თავისთავად უნიკალური ეკონომიკური სივრცე გახდება, რომლის დამთვალიერებელი და მომხმარებელი დღეში სულ მცირე 20 000-მდე უცხოელი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება… ინვესტიცია ორ მილიარდზე მეტის მომცველია და დროში და პერსპექტივაში მზარდია!
ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო!
საქართველომ დამოუკიდებლობიდან მოყოლებელი ქართული ეკონომიკური ქვაკუთხედის გამოვლინება, გარკვეული სახელმწიფო კონცეფციის შექმნა და განვითარება დღემდე ვერ მოახერხა. ეს მწარე რეალობა გლობალისტების და ნეოლიბერალისტების იდეოლოგიის, მათი ექსპერიმენტული ექსპანსიის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მე-3 ათწლეულია გრადუალისტური პრინციპით ვითარდება და სუვერენიტეტის მსხვერპლის გაღების ფასად ანგრევს, ანადგურებს ოჯახის და ერის ფასეულობებს, რისი აშკარა გამოვლინება და დასტურია ამ პერიოდში მისტიფიკაციით მიღებული საბედისწერო კანონები, რომელიც ქართული სულიერების რღვევასა და ცნობიერების გაკოტრებას იწვევს!!!
დღეს ქართული ეროვნული სახე, გათქვეფილ და არეულ საზოგადოებადაა ჩამოყალიბებული. დრომ ვითარება ვერ შეცვალა და მდგომარეობა უცვლელი რჩება, ქართული რწმენის სიმტკიცე შერყეულია და ყოფიერების საფუძველს მოწყვეტილი ხალხი ისევ სასოწარკვეთილებაშია, უიმედობა სუფევს.
დღე-ღამემ აბსულუტურად ნათლად გამოავლინა, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიც და 2020 წელს აგორებული პანდემიაც გლობალისტების და ნეოლიბერალების მიერ არარეგულირებადი ბაზრის პრინციპებზე შექმნილი დანაშაულებივი სქემის მიხედვით განხორციელებულ მოვლენად – მსოფლიო კრიმინალურ აქტად, სამედიცინო ტირანიად ფასდება და კაცობრიობას ახალი წესრიგისკენ – მსოფლიო მთავრობის შექმნისკენ, ციფრული კონცლაგერისკენ, ფარული გენოციდისკენ, დემონიზაციისკენ ფორსირებულად მიაქანებს და რეალური რისკები დროზე თუ არ შეფასდა ქართველ ერს არა მარტო ქონებრივი რღვევა ემუქრება, არამედ ცნობიერების დაშლაც და გენეტიკური გაქრობაც.
ქართველო ერო,
ბორკილ დადებულო და გამწარებულო სამშობლოვ, მოცემული გვაქვს ერის გადარჩენის შესაძლებლობა. საკითხი პოლიტიკურად წყდება რაც „მოქალაქეთა კავშირი“-ს ბოროტ თესლზე აღმოცენებული ყლორტების – „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი სატელიტების, უღირსი პოლიტიკოსების და არსებული ლიბერალური მართვის სისტემის დასრულებას ითვალისწინებს!
მოქმედების დროა!!!
შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მოთმინება და ჯვარი ბოლომდე მიგვატანინოს! “ვინც იტვირთავს ჯვარსა, იმას მოელის აღდგომა”
“ძლევაი საკვირველი” მოენიჭოს უფალს!
ამინ!
სიყვარულის, ერთიანობის, ძლიერების,
ქართველთა მოდგმის გადარჩენის იმედით.
საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო მამულიშვილებო!
გაეცანით მიმართვას
გაეცანით საარჩევნო თეზისებს
ლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემის ცვლილებისთვის, შემოხაზეთ „ქართული იდეა’’ №44 და დავიწყოთ პარლამენტით.
გაგვიზიარეთ თქვენი მოტივაცია და მათი გადაჭრის გზები.
გაზიარება: