ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას და შექმნილ ვითარებას ვერ აცნობიერებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში ისევ აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ტურიზმზე და ეს დარგი მიაჩნიათ ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ფუნდამენტად. მსგავსი რიტორიკა გვესმის იმ დროს, როცა მსოფლიო მოუცავს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს და პლანეტის მოსახლეობას საკვებ-სასურსათო დეფიციტი ელოდება. საქართველოს ხელისუფლებაც და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციაც დრომოჭმული ლიბერალური კონიუნქტურის მძევლები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, ესენი ჩარჩნენ სოროსის, ჯო ბაიდენის, კლინტონებისა და მაკკეინების ეპოქაში.
გამოწვევებს რაც შეეხება, მაინტერესებს, როგორ აპირებენ მოსახლეობის გამოკვებას, როცა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად, ფაქტობრივად, ჩავარდა და ქვეყანა სურსათით მომარაგების კუთხით თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული?! რუსეთმა და ყაზახეთმა უკვე დააწესეს ხორბლისა და ბურღულეულის ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვა; საინტერესოა, როგორ მოახერხებენ იმას, რომ სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.
ჩვენისთანა ღარიბ ქვეყნებს ასესხონ ფული, ასეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი, და მერე ამ ნასესხები ფულით აყიდინონ მათ მიერვე გამოგონილი ე.წ. ვაქცინა. ფინანსურის გარდა, ეს პროცესები გათვლილია მსოფლიო ლიბერალურ–გლობალისტური გენერალური ხაზის განსახორციელებლად, რომლის მიხედვითაც, ადამიანის პოპულაცია 7,5 მილიარდიდან უნდა შემცირდეს 1,5 მილიარდამდე. ე.წ. სტერილიზაციის პროგრამის განხორციელება ვერ ხერხდება მხოლოდ ომებისა და ხელოვნურად გამოწვეული სამხედრო კონფლიქტების მეშვეობით. მოგეხსენებათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მე-2 მსოფლიო ომს 70 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. კაცობრიობის 6 მილიარდით შესამცირებლად კი აუცილებელია მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების ამოქმედება: აბორტების ლეგალიზაცია; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების რეკლამირება; ნარკომანიისა და სოდომიის ლეგალიზაცია; გენდერის თეორია და უშვილობის გამომწვევი ვაქცინაციები; “ოჯახის დაგეგმვისა და სკოლებში სექსუალური “განათლების” პროგრამები; ე.წ. გენური ინჟინერია და ხელოვნურად შექმნილი ვირუსების (ასევე სხვა დაავადებათა) მეშვეობით გამოწვეული ეპიდემია–პანდემიები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს მსგავსი გლობალური პროექტების მიმართ ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავება, რათა ის, რაც მისაღებია _ მივიღოთ, ხოლო ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია _ უკუვაგდოთ… ახლა კორონავირუსით დაზაფრულ ადამიანებს აბრიყვებენ, რომ უფასო ვაქცინაცია, რომელიც სულაც არ არის უფასო და სახელმწიფო იხდის მის ფულს, მომავალში შესაძლო ეპიდემიებისგან დაიცავთ…
მოსახლეობამ არა მხოლოდ ამ ტიპის ვაქცინაციაზე უნდა თქვას უარი, არამედ იმ პოლიტიკოსებზეც, რომლებიც ამას დაუკანონებენ და დააძალებენ. ამიტომ მინდა, მივმართო კიდევ ერთხელ ამომრჩეველს: თავს ნუ მოიტყუებთ წინასაარჩევნო ფუჭი დაპირებებით და ნუ გაიყიდებით შემოთავაზებულ სატყუარაზე. სასწორზე ნუ შეაგდებთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ეს პრობლემები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, თავს იყრის ერთ უბედურებაში, რომელსაც ჰქვია გარედან მართული, სამარცხვინო და მარიონეტი ხელისუფლება. აი, ეს არის ყველა პრობლემის თავიდათავი, რომელიც მუდმივად ზაფრავს ჩვენს საზოგადოებას.
ლევან ჩაჩუა