რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები ჩართული პოლიტიკაში

საქართველოს ჭირდება ღვთის მცნებების დამცველი, ღვთის მოშიში ხელისუფლება და ასეთ ხელისუფლებას ჭირდება ეკლესიურ ერისკაცთა ერთობა.

საული იყო ვირის მწყემსი. უფალმა სამუელს დაავალა, რომ საული მეფედ ეკურთხებინა, რადგან ერს საერო ხელისუფლება უნდა ყავდეს და ასე იმართოს, მაგრამ ხელისუფალი აუცილებლად უნდა მორჩილებდეს ღვთის ნებას და მცნებებს. ანუ ქვეყნის, ერის მმართველობა ღვთის მორჩილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ღვთის ნებით უნდა წარიმართოს. ხელისუფლება არის გამტარი და აღმსრულებელი ღვთის ნების უფლის ერზე.

ამას (ასეთ ხელისუფლებას) ჭირდება მადლის წყაროსთან, ანუ ეკლესიასთან დაკავშირებული მთავრობა. მთავრობის წევრები უნდა იყვნენ ღვთის მორჩილებაში და ასეთ მთავრობას ემორჩილებოდეს ერი. ასე განხორციელდება თეოკრატია, ანუ ღვთის მეუფება, ღვთის მმართველობა.
სანამ საული მტკიცედ იდგა სჯულზე და სამოელს უჯერიდა, ღმერთი ეხმარებოდა მას და მტრები ვერაფერს აკლებდნენ, ხოლო როცა სჯულს გაუდგა და სამოელს ურჩობა დაწყო, მტრებმა მძლავრობა დაუწყეს. ღმერთმაც მალე სრულიად შერისხა იგი, წაართვა მეფობა და მისცა მის ახლო ნათესავს, უფრო ჭკვიანს და ღვთის მოშიშ დავითს.

ჩვენ დროში ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია ბოლო დროის ღირსი მამის, წმიდა პორფირე კავსოკალიველის შეგონება: “რას ელოდები ამ პოლიტიკოსებისგან? ისინი მთლიანად ჩაეფლნენ თავიანთ სულიერ ვნებებში. თუ კაცს საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია, სხვას როგორ შეეწევა? ასეთი მდგომარეობის გამო ჩვენც დამნაშავენი ვართ. ნამდვილი ქრისტიანები რომ ვიყოთ, მაშინ შევძლებდით, თუ ქრისტიანული პარტია არა, მორწმუნე პოლიტიკოსები მაინც აგვერჩია და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა”.

ათონის წმიდა მთის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოში სტუმრობისას თქვა, რომ ის ფაქტი, როდესაც საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს გამოეცხადა წმიდა ნინო – მას ხელთ ეპყრა არა მაცხოვრის არამედ სამების ხატი და იყო წარწერა – “ე რ თ ს უ ლ ო ვ ნ ე ბ ა”, ეს იყო ნიშანი უფლისგან, რომ ქართველმა ერმა უნდა იცხვროს ყოვლადწმიდა სამებისაებრი ერთსულოვნებით. [“რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი”. (იოანეს 17,22)]

ქართული ეროვნული იდეოლოგია – ქართულ ენოვანი მართლმადიდებლობაა. სახელმწიფო მოწყობის ფორმა – მონარქია. ეროვნული მისია – ახალი იერუსალიმის შენება ყოველთა მართლმორწმუნეთათვის კიდობნად, ქრისტეს დასამოწმებლად, ღვთის სჯულის დასაცავად და უფლის სატახტოდ!

გეგა ხვედელიძე
გაზიარება: