ერთად აღვუდგეთ წინ ცისფერი დიქტატურის დამყარების მცდელობას!

ქრისტესთვის ჯვარცმული ჩვენი ერის მთელი ისტორიის მანძილზე ქართველი კაცი და ქალი რწმენით, სიყვარულითა და თავგანწირვით იგერიებდა მომხვდურს!

მადლობა ღმერთს, საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე ყველაფერს ხვდება და სწორად აფასებს მოვლენებს, თუმცა არის ჩვენს საზოგადოებაში ტელეზომბირებული ნაწილი, რომელიც ისე გამოატოლერანტეს, რომ ყველაფერზე ამბობს – ,,მერე რა”.

თუ, ჩვენ დღეს ვიტყვით “მერე რას” და ხვალ მამათმავლებს დედაქალაქის ცენტრს დავუთმობთ ე.წ. გეი-აღლუმების გასამართად, საქართველოს ღირსეული განვითარება აღარ უწერია და აი რატომ:

აღლუმს გამარჯვებული მხარე იბარებს დამარცხებული ქვეყნის მთავარ მოედანზე, ნიშნად დაპყრობისა და იმის სადემონსტრაციოდ, რომ დაპყრობილი ქვეყნის მაცხოვრებლებს ამიერიდან ისინი კარნახობენ ცხოვრების დღის წესრიგს. ანუ, გეიაღლუმით პედერასტებს სურთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ნამუსის ახდა, საქართველოს მორალური გატეხვა, რათა დემორალიზებული ქართველობა ხელებაწეული დანებდეს გარედან თავსმოხვეულ ცისფერ დიქტატურას – ნუ იყოფინ!

უკვე ბრმისთვისაც კი ნათელია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლგბტ დღის წესრიგი უმთავრეს პოლიტიკურ რანგშია აყვანილი. ჩვენი ერთადერთი მოკავშირე კი (ამ საერთო განდგომილობის ჟამს) არის უფალი და მისი ყოვლადწმიდა დედაღვთისმშობელი და როგორ უნდა გვქონდეს ზეციური შემწეობის იმედი, თუკი მისი წილხვედრის მართვის სადავეებს სოდომიტებს ჩავუგდებთ ხელში?!

ხვალ, ორშაბათს, 5 ივლისს, დილის 10 საათიდან, ყველა ღირსეული მამულიშვილი ვალდებულია მოვიდეს რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად აღვუდგეთ წინ ქართველი ერის შეურაცხყოფის და ცისფერი დიქტატურის დამყარების მცდელობას!

ღმერთმა დაიფაროს მართლმადიდებელი საქართველო უკუნისამდე!
გაზიარება: