რუსეთში უკვე მოხდა ის, რაც ახლა ჩვენთან ხდება!

2000 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთეს მოხსენება: „გეებისა და ლესბოლელების მდგომარეობა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში“, რის შედეგადაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში დაუყოვნებლივ გამოგზავნეს „რეკომენდაცია“ (უფრო ზუსტად ბრძანებულება) ჰომოსექსუალისტებს შორის „პარტნიორული კავშირის“ (ანუ ქორწინების) დაკანონებაზე . . .

რეკომენდაციებს შორის იყო ასეთიც: „მიიღონ პოზიტიური ზომები ჰომოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ (ჰომოფობია არის ჰომოსექსუალიზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება), განსაკუთრებით სკოლებში, შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში“, ჰომოსექსუალიზმის ამოღება სექსოპათოლოგიის სფეროდან; იმ პირების დასჯა, რომლებიც შეეცდებიან ჰომოსექსუალიზმის გაკიცხვას. ამგვარი „პოზიტიური ზომების“ შესაბამისად, ამერიკის სკოლებში უკვე არსებობს ჰომოსექსუალთა კლუბები, რომელთა წევრობაც საზოგადოებრივ შრომად ითვლება; ამ კლუბების წევრებს კი უპირატესობა ენიჭებათ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მიღებისას.

„თავისუფალი სექსი“ საქართველოს ისტორიაში.

ღმერთმა ყველა ადამიანს და ყველა ერს მისცა თავისუფალი არჩევნის ნება, ამიტომ ადამიანი და ერი პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილ ყველა საქციელზე და ცოდვაზე.

როგორც უკვე აღინიშნა, ძველი აღთქმის პერიოდში ერთადერთი ღვთივრჩეულ ერს ებრაელები წარმოადგენდნენ, რომლებიც ღვთის მცნებების აღსრულების შემთხვევაში ბედნიერად და მატერიალურ კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ, ხოლო ღვთისაგან განდგომის და კერპმსახურებისას ისინი მტრების თავდასხმებით და მათი მონობის უღლით ისჯებოდნენ. ასე გრძელდებოდა უფალ იესო ქრისტეს მოსვლამდე (აღსანიშნავია, რომ იმ დროს ებრაელები რომაელების ძალაუფლების ქვეშ იყვნენ და ცოდვების გამო ისჯებოდნენ). უფლის მიერ კაცობრიობის მისივე ცოდვებისაგან გამოხსნის შემდეგ ღვთის ერად ყოფნის პატივი ჩამოერთვათ ღმერთისაგან განდგომილ, უფლის ხორციელად მკვლელ და საკუთარი თავის და მთელი მათი შთამომავლობის დამაწყევარ ებრაელებს (მათე 27: 25) და გადაეცა ახალ ისრაელს, ანუ ქრისტეს მიმდევართა ახალი აღთქმის ეკლესიას, ანუ ქრისტეს ეკლესიას, რომლის შემადგენლობაში რჩეული – უფლის მოძღვრების მიმღები ებრაელები და წარმართობიდან მოქცეული რჩეული ადამიანები შევიდნენ, რომლებიც ქრისტეს ეკლესიაში გაერთიანდნენ (ეფეს. 2: 11–18). მათ რიცხვში ვართ ქართველები, რომლებმაც უკვე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, თავად უფლის მოწაფეების – წმიდა ანდრია პირველწოდებულის და წმიდა სვიმონ კანანელის, (მოგვიანებით – წმ. მატათა მოციქულის) მიერ ნაქადაგები ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრება მოვიღეთ, ხოლო საქართველო თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აირჩია თავის თავის წილხვედრ ქვეყნად.
სახარებაში უფალი ბრძანებს: „ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12: 48).

ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ წმ. მეფე დავით აღმაშენებლის და წმ. მეფე თამარის მეფობისას, როდესაც საქართველოს მაღალზნეობრივი ცხოვრების სტილი ჰქონდა, მთლიანი საქართველო ძლიერი და აყვავებული იყო და ქართველთა მცირე ჯარი უმრავლეს შემთხვევაში ამარცხებდა რიცხვმრავალ მტერს, ხოლო როდესაც ლაშა–გიორგის და რუსუდანის ზეობისას ქართველი ხალხის ზნეობა დაეცა, საქართველოს იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერი ლაშქარი მონგოლებისაგან დევნილმა ხვარაზმელებმა დაამარცხეს, შემდეგ კი გამარჯვებულებმა თბილისი სასაკლაოდ აქციეს.
შუა საუკუნეებში მრუშობა და ყველანაირი სახის გარყვნილება მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული, მაგრამ უფალმა მათგან მხოლოდ მართლმადიდებლური ქვეყნის – ბიზანტიის სრული განადგურება დაუშვა, რომლის ადგილზე დღეს თურქეთი მდებარეობს. ღმერთმა ქართველებს ყველაფერი გვიბოძა, რისი მოცემაც შეიძლებოდა (ქართველებს სადღეისოდ მხოლოდ ცხებული მეფის ინსტიტუტი გვაკლია), უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევრები – მართლმადიდებლები, გვაქვს წმიდა წერილი, წმიდა ტაძრები, გვყავს ღვთისმსახურნი, რომლებთანაც, სანამ ცოცხლები ვართ, შეგვიძლია მივიდეთ, ჩავაბაროთ აღსარება, სული ცოდვებისაგან განვიწმიდოთ, ვეზიაროთ უფლის წმ. საიდუმლოებებს და ვიცხოვროთ ღვთის მცნებების დაცვით. ქართულმა მიწამ თავის წიაღში მიიბარა უფლის უფლის კვართ, მისი ორი მოწაფის წმიდა სხეული და სხვა უამრავი სიწმინდე. დედამიწზე არსებობენ ერები, რომლებსაც არა აქვთ მიცემული ყოველივე ეს და რა თქმა უნდა, მათ ბევრი არ მოეთხოვებათ.
ჩვენი მომავალი თავად ჩვენს ხელთ არის, ღმერთმა ქართველებს ყველაფერი მოგვცა, მაგრამ თუკი ჩვენი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ძველი ისრაელივით უარვყოფთ მას და მის მცნებებს არ დავიცავთ, ეს ღვთისადმი უმადურობა იქნება და მის რისხვას გამოიწვევს. წმ. წერილში წერია: „შვილო, უფლისაგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყველა შვილს, ვისაც ღებულობს. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს . . . ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, . . . მაშინ თქვენ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები. და კიდევ: თუკი თქვენი ხორციელი მამები გვწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?“ (ებრ. 12: 5–9). თუკი ქართველი ერი ღვთის მცნებების დაცვით მაღალ მორალურ სიწმინდეს დაიცავს, მას ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობის იმედი შეიძლება ჰქონდეს, ხოლო თუკი პირიქით, „თავისუფალი სექსით“ და ყველანაირი უკუღმართი სექსუალური გარყვნილებით შეიბილწება, მაშინ კარგს არაფერს არ უნდა ველოდეთ.
მრუშობისა და სოდომურ ცოდვებთან ბრძოლა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. წმ. ეკლესიისათვის ცნობილია ფაქტები, როდესაც ღვთის შეწევნით მრუშობის უმძიმესი ცოდვით დაავადებული ადამიანები (მაგ. მარიამ მეგვიპტელი) არა თუ განთავისუფლდნენ ამ სულიერი სენისაგან, არამედ თავიანთი მოღვაწეობით ისე განიწმინდეს თავიანთი სულები, რომ სიცოცხლეში სასწაულებს ახდენდნენ, ხოლო მათი სიკვდილის შემდეგ ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა და დღეს ისინი თავად არიან ღვთის წინაშე მეოხნი ამ ცოდვით დაცემულებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ სტრიპტიზ–ბარებში ყოფნა პირდაპირ არის დაკავშირებული ზემოთმოხსენიებული ნაყოფიერების და მეძავობის მფარველი აშორეთის, იშთარის თუ ასტარტის კერპების (ანუ დემონების) „მსახურებასთან“. ამის მოქმედი გოგონები გაუცნობიერებელი კერპმსახურები, ანუ დემონთა ქურუმი ქალები არიან, ხოლო მათი შემყურე მამაკაცები – სატანური რიტუალის შეუგნებელი თანამონაწილეები (მკითხავების და მათთან სამკითხაოდ მისული ადამიანების მსაგავსად).

აქვე აღსანიშნავია თანამედროვე მსოფლიოში საყოველთაოდ გავრცელებული დემონ ლილიტის შეფარული თაყვანისცემა, რომლის ატრიბუტები, როგორც უკვე აღინიშნა, არის: თავისუფლების (უფრო ზუსტად – აღვირახსნილობის) უზომო მოყვარეობა და მისი გულისათვის ღვთის მცნებების უგულებელყოფა და კანონიერი ქმრებისადმი ურჩობა, ასევე ფიზიკური სილამაზის და სექსუალური „ფიგურის“ შენარჩუნების გულისათვის (აბორტის საშუალებით) საკუთარი შვილების ულმობელი მკვლელობა.

გარდა ამისა, პროსტიტუციის სახესა და მეძავების დედად წოდებული ლილიტის თაყვანისცემაში, რომლის ერთ–ერთი ძირითადი, ჭეშმარიტად დემონური „ფუნქცია“ არის ახალგაზრდა მამაკაცების ცდუნება, ასევე შედის თანამედროვე ეროტიკული და პორნოგრაფიული ვიდეო და ფოტობიზნესი, რადგან იქ გამოსახული გახევრადშიშველი ან სრულად შიშველი გოგონები ფაქტიურად თავად ასრულებენ დემონ ლილიტის ფუნქციას ახალგაზრდა მამაკაცების და ბიჭების ცდუნების და მათი სულიერი დაღუპვის სატანურ საქმეში.

„უკან, მომავალში!“ ანუ „წინ, არქაული სოდომისაკენ!“

აღსანიშნავია, რომ ლბგტ ადამიანების თვითმრქვია ფსევდოლიბერალი ადვოკატები ყველანაირ გარყვნილების დაკანონებას „პროგრესს“ და თანამედროვე ეპოქის ღირებულებებს ეძახიან, ხოლო ღვთის მორწმუნე და ტრადიციული ფასეულობების მტკიცედ დამცველ ოპონენტებს კი „ბნელებს“ ან „ჩამორჩენილებს“ უწოდებენ. ეს კი ძალიან ჰგავს ქართულ ხალხურ ანდაზას: „ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო“, რადგან ყველანაირი გარყვნილება ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნის წინ არსებობდა და (გარდა სულიერი სიბნელისა) სადღეისოდ, 21–ე საუკუნისათვის სწორედ ეს ჭეშმარიტად არქაული „ღირებულება“ წარმოადგენს სიბნელეს და ჩამორჩენილობას, და მართლაც, რა შეხება აქვს ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნის წინ არსებულ უკუღმართ ჩვეულებებს ახალი წელთაღრიცხვის 21–ე საუკუნესთან ან პროგრესთან?
მეძავი ქალის მაგალითი.

გარყვნილების ადვოკატები „არგუმენტად“ იშველიებენ სახარებაში მოხსენიებულ მეძავს, რომელიც არ განიკითხა და სასიკვდილო მსჯავრი არ დასდო უფალმა იესო ქრისტემ (იოანე 8: 3-11). და ბრალს დებენ ზნეობის დამცველებს, გულქვაობაში და იესოზე არ მიბაძვაში, მაგრამ მათი ეს „არგუმენტი“ სავსებით არ შეესაბამება მათ მიერ წამოჭრილ იდეას, რადგან მათ მიერ მოყვანილი მეძავი ქალი სრულიად არ იქცეოდა ისე, როგორც „მათი დაცვის ქვეშ მყოფები“ გარყვნილები, რადგან მეძავი ქალი, სრულიად დარწმუნებული საკუთარ ცოდვასა და დანაშაულში, ჩუმად იდგა და მორჩილად ელოდა მოსეს რჯულის თანახმად განკუთვნილ სასიკვდილო მსჯავრს. ხოლო თავხედი „ელ-ბე-ტე-ების“ მსგავსად მას მისივე მსგავსი მეძავები არ შეუკრებია, იერუსალიმის ქუჩებში ნახევრადშიშველი მეძავების აღლუმი არ ჩაუტარებია. ამ აღლუმზე მათ არ დაუგმიათ ღმერთი, როგორც თავისი მცნებებით „ადამიანის უფლებების შემზღუდველი ტირანი“ (ეს სატანისტების ერთ-ერთი ძირითადი მოძღვრებაა), არ დაუგმიათ მისი მორჩილი მოსე, როგორც ღვთის წარმომადგენელი წინასწარმეტყველი, არ დაუწყია მეძავობის და სოდომური სიბილწის პროპაგანდა ლოზუნგებით „დიახაც, მე მეძავი ვარ! „მეძავობა – ეს მომავალი და პროგრესია, თქვენ კი ბნელები და ჩამორჩენილები ხართ!“ და ა. შ. ანუ იმ მეძავს არ გაუკეთებია ის, რის გაკეთებასაც სადღეისოდ ცდილობენ ურცხვი და თავხედი გარყვნილები.
რაც შეეხება საკუთარი პირადი ცოდვების ქრისტიანულ აღიარებას და ამის გამო სხვისი, თუნდაც მეძავის არ განსჯას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ერთი საკითხია ერთი მორწმუნე ქრისტიანის მიერ საკუთარი ცოდვების აღიარება, რომელიც მან აღსარებისას თავის მოძღვართან უნდა აღიაროს და მოინანიოს – ანუ ეს არის ყოველი ქრისტიანის პირადი გადარჩენისათვის აუცილებელი და არა საზოგადოებრივი საქმიანობა, ხოლო მეორე, სრულიად განსხვავებული საკითხია ეგრეთწოდებული „ელ-ბე გე ტე-ების“ მიერ არა პირადად მათი, არამედ საზოგადოებრივი, ანუ ხალხის ფართო მასების, მათ შორის არასრულწლოვნების სულიერ-ფსიქოლოგიური გადაბირება და ყველანაირი გარყვნილებისათვის მათი მიდრეკისათვის გამიზნული ქმედება – მთელ ქართულ საზოგადოებაში სოდომური ცოდვების მაქსიმალური გავრცელება და მათი დაკანონება. რაც, როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა საქართველოსათვის ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდეს.

ზაზა გოგოლაძე

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: