ვიკრიბებით 19 მაისს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან!

დარეჯან იორდანიძის სასამართლო გაიმართება 19 მაისს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ დედას ედავებიან საცხოვრებელი ფართის სიმცირეს, რაც ახლად მიღებული კანონით უფლებას აძლევს სოციალურ მუშაკებს ჩამოართვან დედას შვილები❗

არ მივცეთ უფლება იუვენალური ფაშიზმის შემოქმედებს, რომ შვილებს დააშორონ დედა❗

დარეჯან იორდანიძე შვილებით

ლევან ჩაჩუა: არ მინდა, ისედაც მძიმე თემის დრამატიზება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ცუდი პერსპექტივა ემუქრება თითოეულ ოჯახს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რა ნაღმებია ჩადებული ამ ე.წ. ბავშვის უფლებათა კოდექსში… სხვათა შორის, ამ “კოდექსის” მიღებისას “ლიბერალები” ერთხმად აცხადებდნენ, ცვლილება კარგია, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად პრაქტიკაში მის ეფექტიანად განსახორციელებლადო. გულისხმობდნენ იმას, რომ კადრები არ ჰყავდათ და ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ოჯახებიდან ბავშვების მასობივად გამოტაცება. დღეს ზუსტად ეს პროცესი ხორციელდება და, როგორც ჩანს, არც ისე წარუმატებლად. არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ახალი ქვედანაყოფები. ეს იქნება ცხოვრებაში განხორციელებული ტერორი, რომელიც შიშის ზარს დასცემს თითოეულ ოჯახს და, რაც დრო გავა, ეს ტერორი კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს.

გვერდში დავუდგეთ განწირულ ოჯახს, გარეუბანში ვუქირავოთ 3 ოთახიანი ბინა, რათა სასამართლოზე წარვადგინოთ ქირავნობის ხელშეკრულება და ანგარიშზე ჩარიცხული თანხების საბანკო ამონაწერი, რითაც დადასტურდება დედის შვილებთან მატერიალურად გამართული თანაცხოვრების შესაძლებლობა და სოციალურ (ზონდერ) მუშაკებს აღარ ექნებათ შვილების დედისგან დაცილების საბაბი.

ღმერთმა ათასმაგად გადაუხადოს თქვენს შვილებს GE12VT1004506637017001
მიმღები – დარეჯან იორდანიძე
გაზიარება: