ლევან ჩაჩუა: ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს

ლევან ჩაჩუა 23 მაისის აქციის შესახებ.
ამონარიდები http://geworld.ge/ – სთვის მიცემული ინტერვიუდან

უწინარესად, მივმართავ იმ ხალხს, რომელმაც ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”: დღემდე რომ გაიძახით, “ოცნებას” იმიტომ ვირჩევდით, ნაცები რომ არ დაბრუნებულიყვნენო და სწორედ თქვენი რჩეულები რომ ევედრებიან ნაცებს პარლამენტში შესვლას, ოდნავ შეურაცხყოფილად მაინც არ გრძნობთ თავს? თუ პირადი გამორჩენის სანაცვლოდ ყველაფრის ,,გაპრავება” მოსულა?! ქვეყანა თავზე გვექცევა და თქვენი რჩეულები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლად და მთავარ გამარჯვებად მიიჩნევენ მიშელის კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რომლითაც პარლამენტში შეჰყავთ სწორედ ის ნაცებირომლებიც თქვენ არ გინდოდათ! რაც შეეხება ნამოხვანჰესის პროექტზე მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას და კონკრეტულად განცხადების იმ ნაწილს, რომ უცხოური იურიდიული კომპანია შეისწავლის ხელშეკრულებას საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას, ვფიქრობ, ეს ფრაზა ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს, იმიტომ, რომ მათი მიდგომები აქ იკვეთება. მათთვის მნიშვნელოვანია არა ის, კონკრეტული დოკუმენტი როგორ მიესადაგება ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს ან მისაღებია თუ არა ის ჩვენი ერისთვის, არამედ მთავარია, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო პრაქტიკას. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ეს საერთაშორისო პრაქტიკა?

ისრაც გეოპოლიტიკური სპეციფიკიდან ან ეკონომიკური მდგომარეობიდანგამომდინარე ხელსაყრელია რომელიმე სახელმწიფოსთვისშეიძლება ჩვენთვის შეუსაბამო იყოსეს ერთი და მეორე _ პროტესტის საფუძველი საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამობაა თუ თურქული კომპანიისთვის გადაცემული ქართული მიწაწყლის მილიონობით კვადრატული მეტრის ფართობი?!

ხელისუფლება არა მხოლოდ აცდენილია ხალხს, არამედ ცინიზმით პასუხობს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს და ვერც კი აცნობიერებს ასეთი მიდგომის შედეგებსხალხი აპროტესტებს უცხოური კომპანიისთვისპრაქტიკულადმთელი ხეობის გადაცემას, ესენი კი დროის გაყვანითა და დოკუმენტის “საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანით” ცდილობენ მუხტის ჩაქრობას. მათი მოკლე ჭკუით, თუ შესაბამის დასკვნას დადებენ, ხალხი ჩათვლის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა. ძალიან კონსტრუქციულების როლიც მოირგეს და, თითქოს დიდ დათმობაზე მიდიოდნენ, განცხადებაში ჩაწერეს, კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდაო. ჯერ ერთი, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს სხვისი პრაქტიკა; მეორეც, კაშხლის აშენება-არ აშენებამ უკვე მეორეხარისხოვანი დატვირთვა შეიძინა, მთავარი პრობლემა არის ხეობის 600 ჰექტრის – 32 კმიანი მონაკვეთისთურქული კომპანიისთვის გადაცემა. სხვათა შორის, თურქული კომპანია უნიკალური ხეობის განადგურების ე.წ. წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს და მოსახლეობას ხეობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევს, რაშიც ხეობაში გადასროლილი პოლიციური დანაყოფები უწყობენ ხელს. აი, ეს არის უპირველესი პრობლემა და არა ის, რომ ვიღაც აქ ჩამოვა და ეკოლოგიური ან გეოლოგიური თვალსაზრისით პროექტის უსაფრთხოებაზე დაგვიწყებს საუბარს…

საჯაროდ ვამბობ, რომ მხოლოდ ნამოხვანის საკითხის გადაწყვეტით ის მოღალატეობრივი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც “ოცნება” ახორციელებს “ნაციონაურ მოძრაობასთან” ერთად, ვერ მოიხსნება. ცხადია, დიდი პროტესტის შემთხვევაში, ნამოხვანის პროექტს ხელისუფლება გააუქმებს, მაგრამ ამით დღევანდელი პოლიტელიტის მიდგომები ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ არ შეიცვლება. სხვათა შორის, რიონის ხეობაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკულად იგივე ხდება დღეს სუფსაში, ბახმაროში და სხვაგან. დავითგარეჯაა აგერ გაყიდული. იყიდება ყველაფერიმიწაწიაღისეულიტყემთამდინარეთანამდებობადეპუტატის მანდატიექიმობაჟურნალისტობანარკოტიკისხეულისარწმუნოებამომავალიმასობრივად იმატებს ნარკომანიაპროსტიტუციამამათმავლობასათამაშო ბიზნესმა ხომსაერთოდგაანადგურა ოჯახებიპანდემიით მანიპულაციამ საშუალო ფენის გაბანკროტება გამოიწვიახოლო საეჭვო იძულებითმა ვაქცინაციამშესაძლოაფიზიკურ განადგურებამდეც კი მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი თავს იყრის მავნე პოლიტიკური სისტემის მიერ დამკვიდრებულ დღის წესრიგში, ამიტომ არის აუცილებელი ჯანსაღი ეროვნული ძალების დიდი ერთობა…

გაზიარება: