ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით

ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა უდაოდ პოზიტიური მოვლენაა. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ერთად ბრძოლა ქვეყნის ზნეობრივი ფასეულობების დაცვისათვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ლევანს და ღიად დავაფიქსირო მზაობა მომავალ ბრძოლებში მისი მხარდაჭერისათვის.

რაც მეტი მამულიშვილი გადადგამს მსგავს გაბედულ ნაბიჯს, მით უფრო გაიზრდება შესაძლებლობა გავთავისუფლდეთ გარედან თავსმოხვეული ნაც-ქოცურ-ლიბერასტული მძიმე უღელისაგან.
ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღება პატიოსან მამულიშვილთა საზოგადო ასპარეზია, ღირსეული სფეროა მოღვაწეობისა და, თუ, დღეს საპირისპიროს ვხედავთ, ეს ხალხში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის შედეგიცაა. დიახ, პილიტიკის დაბინძურება და მოღალატე პოლიტ-ელიტა შედეგია და არა მიზეზი!

“ჩვენც დამნაშავეები ვართ ასეთი მდგომარეობის გამო. ნამდვილი ქრისტიანები რომ ვიყოთ, მაშინ შევძლებდით ქრისტიანული პარტია თუ არა, მორწმუნე პოლიტიკოსები მაინც აგვერჩია და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა” – ამბობს წმინდა პორფირე კავსოკალიველი.

„არსებობს როგორც ქრისტიანული, ისე არაქრისტიანული პოლიტიკა” – ბრძანებს წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი.

დროა, ყველამ უარი ვუთხრათ არაქრისტიანულ, უზნეო, ანგარებიან და უღირს პოლიტიკას. მაგრამ, როგორც მსოფლიო დონის ჩვენი დიდი მეცნიერი იტყოდა: “ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ. პატარა საქმეების ისევე კეთება, როგორც დიდისა. იშვიათია ჩვენში ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ქართველის გულს არ აღანთებს, ამის გარეშე კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები აგვაფეთქებენ ხოლმე, მაგრამ სანამ ეს საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევს გული გვიცივდება და დაწყებული საქმე წყდება. ამიტომაა მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ რომ ვმარცხდებით. საქმეს გამბედაობა და ინიციატივა ესაჭიროება, აქტიური ხასიათი, ძლიერი ნებისყოფა – აი, რა აკლია ქართველს!” – დიმიტრი უზნაძე

სირცხვილია ასეთი დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ხალხის ,,ქოცებად” და ,,ნაცებად” დაყოფა. მართალია, აქა-იქ უკვე გაისმის – არც ერთი აღარ გვინდაო, მაგრამ ამ ნათქვამს დამაჯერებლობა და ბრძოლის სურვილი აკლია. ნდომით ბევრს უნდა ხვალ თავისი ქვეყნის სათავეში სულიერ-ზნეობრივად გაწონასწორებული კომპეტენტური მამულიშვილები იხილოს, მაგრამ, დამეთანხმებით, რომ ულოცველად, უბრძოლველად და უშრომელად მიღწეულ კეთილდღეობაზე ოცნებაც კი უხერხულია.
ამიტომ, ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთის გაძლიერებაზე, გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გადაგვარებისგან!

გაზიარება: