ფუტკარაძეების ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე:

მეგობრებო!ძალიან ძლიერი რეზონანსი შეიძინა ფუტკარაძეების ოჯახის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა. ახლაც, ამ წუთებშიც არ წყდება სამართლებრივი მუშაობა დედ-მამისთვის შვილების დასაბრუნებლად. განვითარებულ, ცივილურ სამყაროში ვერ ნახავთ პრეცედენტს, საღ -სალამათი, ახალგაზრდა მშობლებისგან ერთდროულად 9 შვილის წაყვანისა და მინდობით სხვა ოჯახებში მიბარების შესახებ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მშობლები არ არიან ნასამართლევი, არ ჰქონიათ მათ მიმართ შს ორგანებს რაიმე პრეტენზია ასოციალურ ქცევასთან დაკავშირებით, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა სრულ შესაბამისობაშია ნორმალურ სტანდარტთან, მეზობლები ოჯახს ახასიათებენ დადებითად. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს მიერ მათთვის მიცემული ბინის მაგივრად, ხელვაჩაურში კერძო სახლისა და ნაკვეთის სასარგებლოდ არჩევანს ჰქონდა ორი არგუმენტით გამართლება: პირველ რიგში, რომ ბინაში 11 სული ვერ ეტეოდა და კერძო ეზოიანი 8 ოთახიანი სახლი აივნითა და სარდაფებით სრულად პასუხობდა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და მეორე იყო ის, რომ ქალაქის კორპუსის ბინის მე-3 სართულიდან ბავშის გადმოვარდნის საფრთხე იყო რეალური. ასე, რომ არ აყვეთ დეზინფორმაციას , თითქოს ოჯახმა, მთავრობის ნაჩუქარი 2 ოთახიანი ბინა ბათუმში გაყიდა და თანხა მოიხმარა სხვა მიზნებისთვის. უკვე გამცნეთ, რომ მათ გაიუმჯობესეს საცხოვრებელი პირობები და მეტიც, გადადგეს უპრეცედენტო ნაბიჯი, დაიწყეს მუშაობა დასუფთავების სერვის ცენტრში და 400-400 ლარიანი ხელფასით 200 ლარით გააუმჯობესეს სოციალურად დაუცველობის 600 ლარიანი შემწეობა, რითაც უარი თქვეს ამ სტატუსზე და ფაქტობრივად სოც მუშაკთა მიმართ ღია განაცხადი გააკეთეს , რომ საკუთარი შრომით მზად არიან გაწიონ საოჯახო მეურნეობა და რომ კატეგორიულად ითხოვენ სახელმწიფოსგან შვილების დაბრუნებას!!!

აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო და თავისი არსით ანტიჰუმანური და ბარბაროსული აქტი სოციალურმა მუშაკმა განახორციელა საკუთარი შეხედულებების ფარგლებში(!) საქართველოს კანონის “სოციალური მუშაობის შესახებ” ნორმებზე დაყრდნობით და კიდევ ერთი სპეკულაცია გარკვეული პირების მხრიდან, თითქოს ჩვენ ამ მოქმედებებს განვიხილავთ “ბავშვთა კოდექსის” ჭრილში, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა და ამით ცდილობენ ჩვენი არგუმენტების გაბათილებას, არის ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი, რადგან ზემოთ მოგახსენეთ რა კანონზე დაყრდნობითაც ვახდენთ სოცმუშაკის ქმედების რევიზიას. ახლა, რაც შეეხება “ბავშვთა კოდექსს” , რომელიც ამოქმედდება 1 სექტემბრიდან, ეს კანონი “სოციალური მუშაობის შესახებ” ზემოაღნიშნულ კანონთან ერთად ჰქმნის იუვენალური იუსტიციის ერთიანი უწყვეტი ჯაჭვის საკანონმდებლო ბაზას და წარმოადგენს ზოგადი და სპეციალური ნორმების ისეთ ერთობლიობას, რომლებიც აქამდე არ ნახული სამართლებრივი პრეცედენტის წინაშე აყენებს საზოგადოებას. კერძოდ, ‘ბავშვთა კოდექსის” მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან გაყვანის შესახებ სოც მუშაკის გადაწყვეტილებას სასამართლო 24 საათის განმავლობაში განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე(!) და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს ოჯახთან მიმართებით, სრულიად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს! უნდა აღინიშნოს, რომ ტოტალიტარულ კომუნისტურ ეპოქაშიც კი, მშობლის უფლების შეზრუდვის გადაწყვეტილება ემყარებოდა მხარეთა მიერ შეჯობრებითობის პრინციპს, რითაც გარანტირებული იყო მხარე საკუთარი დაცვისა და ალიბის ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელი ნორმები კი თავისი არსით არის ტოტალიტარული და მიმართულია რეპრესიული მექანიზმების შექმნისაკენ, რაც იუვენალური ფაშიზმის სახელით მოხსენიებული ტერორისტულია აქტია და სხვა არაფერი. საჭიროა, საყოველთაო კონსოლიდაცია და წინააღმდეგობა ასეთი კანონმდებლობის მოქმედების შესაჩერებლად!!!

დიმიტრი ლორთქიფანიძე

გაზიარება: