ერთი მსხვილი და რამოდენიმე წვრილი კითხვა-პრეტენზია პატრიოტთა ალიანსს

ა). მსხვილი კითხვა:

როგორ გაბედეთ და მიეცით ხმა ბავშვთა კოდექსს?!

როგორც ვიცით მსოფლიო გაქვთ შემოვლილი და ნუთუ არაფერი გსმენიათ დასავლეთში ამ ბინძური და სატანური კანონის შესახებ?!

თქვენ პარლამენტარები ბრძანდებით და ნუთუ არაფერს გეუბნებათ, რომ ოფიციალურად (ამაზე ინფორმაცია მაგავე კოდექსშია პირდაპირ ჩაწერილი) საქართველოში ამ კოდექსის უშუალო წარმდგენი არის ცნობილი ლგბტ ლობისტი გაერო (ყოველ 17 მაისს გაეროს შტაბ-ბინა ცისარტყელას ფერებშია ხოლმე განათებული) და მისი მყრალი ბავშვთა ფონდი იუნისეფი, ფონდი, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია უბილწესი საძაგლობის, მამათმავლობის გავეშებული ლობირებით ბავშვებში.
როგორ არ გახსენდებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ინტერნეტ სივრცე მთლიანად ააფეთქა ბატონ ლევან ვასაძის ორგანიზაციის მიერ თარგმნილმა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც მოგვითხრობს ზუსტად იმაზე, თუ როგორ ამაზრზენად ლობირებდა იუნისეფი აფრიკელ ბავშვებში სოდომური უბინძურესი გარყვნილების კულტივაციას.

როგორ გაბედეთ მიგეცათ ხმა ამ უბოროტესი კოდექსისთვის, რომელიც წარმოადგენს საბაზისო საყრდენს საქართველოში მიღებული სხვა ორი უბოროტესი კანონისა – ანტიდისკრიმინაციული კანონისა და იუვენალური იუსტიციისა (რომელიც ცნობილია იუვენალური ფაშიზმის სახელით, მშობლებისთვის ბუკვალურად ბავშვთა წართმევის გამო).

როგორ მიეცით ხმა იმას, რომ ზონდერ სოც. მუშაკს მიენიჭა უფლება მშობელს წაართვას შვილი ყურის აწევისთვის, ან იმისთვის, რომ გაუთიშოს ინერნეტი, ან იმისთვის, რომ პირსინგით და ტატუთი სიარული აუკრძალოს, ან იმისთვის რომ ღამის კლუბში და უკონტროლოდ ქუჩაში არ გაუშვას, ან იმისთვის რომ გაუკონტროლოს საეჭვო მიმოწერა, ან იმისთვის, რომ მშობელს დააბრალონ, რომ ის ამ საყოველთაო კრიზისის ფონზე, თურმე, შვილს კვებას და ვიტამინებს აკლებს, ან იმისთვის, რომ შვილს მშობელმა თუ ჩააგონა, რომ ლგბტ ბინძური გარყვნილებაა და არა ნორმა და რომ საძულველია, ან იმისთვის, რომ ის ქრისტიანული მსოფლმხედველობით აღზარდოს და არა ბინძური გაეროს და მსოფლიო თანამეგობრობის სატანური კანონ-პაკეტებით და დეკლარაციებით……

თქვენ არ ბრძანდებოდით პარლამენტში და რა, ვერ ხედავდით თქვენი გამოცდილი თვალებით, რომ იუნისეფის გარდა ამ ბინძური კიდექსის ლობირებაში აქტიურად ჩართული იყო სრულიად სალიბერასტეთი, მთელი არასამთავრობო სექტორი?!

და ყველაფერ ამის ფონზე, კიდე როგორ გაბედეთ ჩვენი შვილების გახრწნასა და ჩამორთმევაში ხელის შემწყობ ბავშვის უფლებათა კოდექსზე ხელის მოწერა?!

თქვენი ექვსი დელეგატიდან სამმა მოღალატურად დააფიქსირა თახმობა (მათ შორის თქვენმა ფრაქციის თავმჯდომარემაც) და მოაწერა ხელი ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებას, ბინძურ კოაბიტანტებთან, ნაც-ქოც ჭინკებთან ერთად, ბოკერიებთნ და მელიებთან ერთად, მოაწერა, ისე, რომ ხელიც არ აუკანკალდა.

ამ კოდექსზე პირადად ქალბატონ ირმას არა აქვს ხელი მოწერილი (თუმცა, როგორც ჩანს, ესწრებოდა), მაგრამ არც თავი შეუკავებია და მითუმეტეს არც წინააღმდეგი არ მიუცია (და ამდენი ხანი გავიდა უკვე და წამლად ერთი პროტესტიც კი არ დაუფიქსირებია).

ერთადერთი ადამიანი მთელ ამ პარლამეტში (თქვენი გუნდის ჩათვლით), ვინც ქრისტიანულად და მოქალაქეობრივად მოიქცა იყო მხოლოდ ალექსანდრე ერქვანია, ერთადერთი მხოლოდ მან დააფიქსირა პარლამენტში უარი ამ ბინძურ კანონზე, სამივე მოსმენის განხილვებზე (იგი ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია; მან სწორედ მსგავსი პერიპეტიების გამო დატოვა მმართველი პარტია).

ბ). წვრილი კითხვები:

1. უკვე ოთხი წელი გადის, რაც პატრიოტთა ალიანსი პარლამეტშია და მას აქამდე რეალურად არაფერი მოუმოქმედებია აბორტების აკრძალვაზე, ერთი ხმამაღალი საპროტესტო ნოტაც კი არ განუცხადებია ლიბერასტული სამყაროს ამ გაუგონარ ვანდალიზმზე, ბუნებაში ყველაზე საშინელ და შემაძრწუნებელ, დედის საშოში ჩვილთა მკვლელობებზე.

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

2. უკვე ოთხი წელი გადის, რაც პატრიოტთა ალიანსი პარლამენტშია და აქამდე არ შეუტანია კანონი კაზინოების და აზრატული თამაშების აკრძალვაზე, ამ უსასტიკეს ჭირზე, რომელმაც უამრავი ოჯახები გააუბედურა და მოსპო, როგორც ეკონომიურად, ისე მორალურად და ასევე ფიზიკურად.
რეალური ამ უბედურობის წინააღმდეგ არაფერი მუმოქმდებია.

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

3. უკვე რამდენი წელია, რაც მარიხუანას, ამ უმძიმესი ნარკოტიკის, ლეგალიზაცია მიიღეს და დღემდე არანაირი კანონის შეტანა არ გიცდიათ მის გასაუქმებლად.

ის კი არა და, რატომ არ ამოიღეთ ხმა მარიხუანას კულტივაციის წინააღმდეგ, რატომ არ ატეხეთ მაშინ ერთი ამბავი და რატო მიჩუმათდით?! რატომ არ გამართეთ არც ერთი საპროტესტო მიტინგი, ან თუნდაც ბრიფინგი ამ თემაზე?!

რატომ არ დააყენეთ ოცნების პარტიის თავმჯდომარის და მისი ხელის ბიჭის, გახარიას პირადი პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც ისინი ურცხვად მოითხოვდნენ საქართველოში მარიხუანის კულტივაციის დაკანონებას.

სად ბრძანდებოდით მაშინ თქვენ, სად ისმოდა თქვენი საპროტესტო შეძახილი, როდესაც ბუკვალურად მართლა ფეხზე დადგა მთელი ეკლესია, სამღვდელოება?!

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

4. რატომ ხართ პირში წყალჩაგუბებულნი და რატომ არ ტეხავთ ერთ ამბავს, როდესაც განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ბაია პატარიას ოფისთან ტრეინინგებზე, რატომ არ ტეხავთ ერთ ამბავს, სკოლებში რომ შემოვიდა ლგბტ მიმართულების ბილწი საგანი “მე და საზოგადოება”, რატომ არ ტეხავთ ერთ ამბავს საზაფხულო სკოლებში ტრენინგებს რომ ატარებენ ოფიციალური ლგბტ პირები, კობა ბიწაძეები, რატომ არ ატეხეთ ერთი ამბავი, როდესაც შარშან განათლების სამინისტრომ ოფიციალურად ჩაატარა საქართველოში ლგბტ თემატიკის ესეების კონკურსი?!

სად ხართ თქვენ, სადაა თქვენი პროტესტი?!

თუ ფიქრობთ, რომ სხდომათა დარბაზში ყოფილი ხელისუფლების მისამართით ქალის მიერ მოწყობილი ყურის ჩამოხოკვები და გულის მოსაფხანი რიტორიკა გაანეიტრალებს და გადაწონის ამ ყველაფერს?!

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

5. სად იყავით ბინძური თბილისი პრაიდის დროს, როდესაც უმნიშვნელოვანესი იყო თითოეული მოქალაქის, ვაჟკაცის იქ ყოფნა და თქვენ კი ამ დროს, როდესაც დიდი განსაცდელის მოლოდინში ერი და ბერი ერთად ვგროვდებოდით, ზუსტად წინა დღეს 100 000 კაციანი მიტინგი გამართეთ რუსთაველზე. ამდენი ადამიანი ჩამოიყვანეთ რაიონებიდან, ამხელა გზაზე, რათა მხოლოდ თქვენი ლიდერების ბრტყელ ბრტყელი სიტყვებისთვის ესმინათ და მერე უკან გაგეშვათ?! ერთი შესაწევი სიტყვაც კი არ დაასველეთ იმაზე, რომ მეორე დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გველოდა, რადგან ჩვენ წინააღმდეგ აღმდგარი იყო მთელი სატანური სალიბერასტეთი, მთელი მედია, არასამთავროებები, აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელობით მთელი საელჩოები, აღმდგარი იყო, რათა რამენაირად მოეხერხებინათ და შეებილწათ მთელი ერის სული, ღირსება.

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

6. სად იყავით, თუნდაც რუსთაველზე, როდესაც უვაჟკაცესი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინამძღოლობით, ერი და ბერი ვიდექით, როდესაც შევავიწროვეთ იქ მყოფი მთელი სანაცეთი, როდესაც მთელი ღამე ვიგერიებდით მათ ზეწოლას და როდესაც ღვთის წყალობით და თითოეული იქ მდგომის სამოქალაქო გმირობის ფასად შევძელით პრაიდის დასკვნითი, მარშის დღის ჩაშლაც.

სად იყვენენ მაშინ თქვენი ლიდერები, ვერ მოიცალეს?!

თუ ფიქრობთ, რომ ერთი ქალის მიერ სხდომათა დარბაზში მოწყობილი შოუს ტიპის გააფთრებების ფასად გადაიწონება ყველაფერი?!

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

7. აღარ გეკითხებით სად იყავით კინო ამირანთან, როდესაც ამ უბინძურეს ლგბტ ფილმის ჩვენებას ვაპროტესტებდით, არ გეკითხებით იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან შეიძლება მართლაც გადაჭარბებული იყო კინოში შეჭრის მცდელობა, მაგრამ როგორ გაბედა თქვენმა ერთერთმა გამორჩეულმა სახემ, ბატონმა ბონდო მძინარიშვილმა, ამ უბილწესი ფილმისთვის საინტერესო ეწოდებინა და აუცილებლად სანახავი?!

როგორ შეიძლებოდა ამ უსაძაგლესი და ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი საზიზღრობის დაცვა?!

სად იყავით თქვენ და რატომ არ დაგმეთ ეს თავხედობა?! ერის და ბერის სულში ჩაფურთხება ბტონო ბონდოს მხრიდან, რატომ არ დააყენეთ მისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუნდაც როგორც ჟურნალისტის?! (ახლა კი ეტყობა სწორედ იმ სიბინძურის გამოქომაგების სანაცვლოდ თქვენი ბატონი ბონდო პირველი არხის სამარცხვინო ბორდში დააწინაურეს).

სადა თქვენი რეაქცია?!

რატო დუმხართ?!
ესაა თქვენი პატრიოტობა და ეროვნულობა?!

8. რატომაა, რომ ის ერთადერთი კაცი, ვინც თქვენი ფრაქციიდან წავიდა და პარტია დატოვა (ემზარ კვიციანს ვგულისხმობ), მაინც და მაინც სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც პირველმა გაბედა და დამოუკდებლად შეიტანა პარლამენტში ინვიატივა ლგბტს – ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ და ეს, თქვენდა სამარცხვინოდ, გააკეთა არა თქვენი პარტიის რომელიმე იურისტთან ან კანონშემოქმედთან ერთად, არამედ, ბატონ ლევან ვასაძის თანამებრძოლთან, ბატონ ზვიად ტიმარაძესთან ერთად?! (ასევე ბატონ ზვიადთან ერთად შეიტანა მან პარლამენტში აბორტის საკითხი, თუმცა არცერთი თქვენთაგანი მის განხილვაზე საერთოდ არც კი მიბრძანებულხართ და შესაბამისად კომიტეტის პირცელივე განხილვაზე ეს საკითხი ჩავარდა)
რატომ აღმოჩნდა თქვენი პარტიიდან გაშვებული ბატონი ემზარი სწორედ ის კაცი, რომელსაც, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, თქვენი ლიდერებისგან განსხვავებით, არც ვერის ბაღი გამოუტოვებია და არც სხვა მსგავსი ტიპის, მართლა ეროვნული აქცია.

9. აშშ საელჩოსთან საპროტესტოდ მისულები, რატომ სკანდირებდით “დემოკრატიას ვაშა, ვაშა, ვაშა…”?!

პარლამენტარები ბრძანდებით და ნუთუ ვერ ხვდებით რომ ეს დემოკრატია და ლიბერალიზმი ისეთივე სატანური და შენიღბული ტერმინებია, როგორიც იყო სოციალიზმი და კომუნიზმი სსრკში?!

რა ვაშა, ვაშა ბატონებო?!

10. ბატონებო, ვისი ოპოზიცია ბრძანდებით თქვენ ბოლო-ბოლო, ოპოზიციის თუ მთავრობის?!

რას ფიქრობთ, როდესაც ბოკერიების წინააღმდეგ გამოდიხართ, ჩხუბობთ, ხელებს იკაპიწებთ, მილიონიან ხელმოწერებს აგროვებთ, ხოლო პარალელურად ოცნების ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ღალატზე დუმხართ, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე (ასე გაგიჭირდათ პარტიას პრეზიდენტობაზე ეროვნული ადამიანის დასახელება?!) 100 ათასიან მიტინგს აწყობთ ხელისუფლების კანდიტატის მხარდასაჭერად?!

ვისი მხარდამჭერი და ვისი ოპოზიცია გამოდიხართ?!

დასასრულს, ბატონებო, ამ ჩემს შეკითხვებს მართალია მთლიანად რიტორიკული ხასიათი აქვს, მაგრამ მაინც, საინტერესო იქნება მასზე თქვენი მხრიდან გაცემული პასუხები.

რადგან, მენდეთ ბატონებო, მე ამ კონკრეტული კითხვების უშალო ავტორი არ გახლავართ, არამედ ისინი უკვე კაი ხანია ისედაც დაგროვილია ხალხში უპასუხოდ. მე უბრალოდ, ჩემი მხრიდან, ამ კითხვების მეტ-ნაკლებად შეკრებვა და სახის მიცემა ვცადე, რითაც პრინციპში გაგიადვილეთ კიდევაც პასუხის გაცემის საშუალება, თუ კი, რა თქმა უნდა, თქვენ ამას ინებებთ.

ჩვენთან არს ღმერთი!!!

გურამ ფალავანდიშვილი

გაზიარება: