აქციის შესახებ, რომელიც სოდომიის წინააღმდეგ გაიმართა

ამინ გეტყვი თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანა იგი სოდომისა და გომორისა იმათზე, რომელთაც არ მოისმინეს ქადაგება ცხონებაზე (მათე 10, 9-15)

პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. უსჯულოების საიდუმლო არის მთელი ბოროტება. “იგი ადამიანთა გულების მიერ (საშუალებით), ადამიანთა სულების მიერ, ადამიანთა სხეულების მიერ, ადამიანური სინდისის მიერ მოქმედებს. ყოველი ქრისტესმბრძოლი აზრის, ქრისტესმბრძოლი გრძნობის, ქრისტესმბრძოლი სურვილის, ქრისტესმბრძოლი საქმის მიერ მოქმედებს. მხოლოდ ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს ერთი მაცხოვრის მიერ კაცთა მოდგმის ცხონებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის იგი შეუძლებელი გახადოს”. (წმ.იუსტინე პოპოვიჩი)

ცოდვის გარდამეტება მადლზე, ყოველთვის იწვევს ისეთ რეციდივებს, რასაც მოჰყოლია მრვალი დიდი ერისა და ცვილიზაციის განადგურება.
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემა ასი წლით გადაიდო, როდესაც პალამისტური მოძრაობა აღორძინდა, ერმა და ბერმა ისწავლა იესოს ლოცვა.

ისტორიიდან ცნობილია, რომ მცირე აზიის სახელმწიფოები შემუსრა და გაანადგურა თემურ ლენგმა და თემურიდებმა – ეს მათი უღმერთობის გამო დაიშვა.  სოდომი და გომორი ზეციური ცეცხლით დაიწვა – როდესაც უბილწესმა ცოდვამ მოიცვა მთელი ერი.

ბიზანტიაში კი ხალხი მოექცა, გაკეთილშობილდა, იესოს ლოცვა დაიწყო და ერთი საუკუნით გადაიდო მისი დაქცევა.

“კაცობრიობა მოითხოვს ანტიქრისტეს, რადგან მათი სული ანტიქრისტეს სულს ენათესევება, ასე რომ კაცობრიობის უმეტესობა ანტიქრისტეს შეხვდება უდიდესი სიხარულით”, –  წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წინასწარმეტყველებდა. ის ამბობდა, რომ თავად კაცობრიობა გამოითხოვს ანტიქრისტეს, როგორც სარეცელს მიჯაჭვული მომაკვდავი ადამიანი, რომელიც ძალიან წუხს და სასიკვდილო თასის შესმას მოითხოვს.

ანუ ესაა კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის გამოძახილი. ყოველგვარი მიწიერი ბოროტების და დაცემულობის კვინტენსენცია იქნება ანტიქრისტე, კრისტალიზებული ბოროტება. “მასში ცოდვა მთელ თავის ძალაუფლებას, მთელ თავის სრულყოფილებას მიაღწევს. მთელი თავისი სულით, მთელი თავისი გულით, მთელი თავისი გონებით, მთელი თავისი ძალით იგი სატანის და სატანა მისი ნათესავი იქნება. ნებაყოფლობით დაემორჩილება რა სატანას, ანტიქრისტე იცხოვრებს, იაზროვნებს და იმოქმედებს „შეწევნითა ეშმაკისათა” (2 თესალონიკელთა, 2,9). მასში ყოველივე გასატანებული იქნება; სულიც, სინდისიც, გონებაც, ნებაც, სხეულიც. იგი მოჰყვება მტკიცებას, რომ სრულიად დამოუკიდებლად და თავისთავად, როგორც „შიშველი ადამიანი”, როგორც „ჭეშმარიტი ადამიანი” მოქმედებს, სინამდვილეში კი ყველაფერს „შეწევნითა ეშმაკისათა” იქმს. მისი სულის, მისი გულის, მისი სინდისის, მისი ნების მთავარი მოქმედი ძალა სატანა იქნება. მთელი თავისი არსებით, ანტიქრისტე სატანის სახელოსნო იქნება, სატანის ყველაზე სრულყოფილი სახელოსნო კაცთა მოდგმაში. მისი გონებაც სატანის სახელოსნო იქნება, მისი სინდისიც სატანის სახელოსნო იქნება, მისი გულიც სატანის სახელოსნო იქნება, მისი ნებაც სატანის სახელოსნო იქნება. ამიტომაც, მისი ყველა აზრიც სატანური იქნება, ყველა გრძნობაც სატანური იქნება, ყველა საქმეც სატანური იქნება”. (წმ. იუსტინე პოპოვიჩი)

მისი წყურვილი გაჩნდება კაცობირობაში და ისიც მოვა, არ დააყოვნებს.
ყველაფერი (კეთილდღეობა მიწაზე) ადამიანებზეა დამოკიდებული. ქრისტიანთა ღვაწლი მოიხვეჭს მადლს, რომლითაც ხდება არსებობის გახანგრძლივება და ქვეყანაზე მშვიდობა ისადგურებს.

საქართველოს ბედი არა პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაციული ცვლილებებით, არამედ ქართველი ადამიანის სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებითა და გაკეთილშობილებით გამოსწორდება!

ამ გაჯანსაღებისთვის უნდა ვიბრძოლოთ უპირველეს ყოვლისა ერმა და ბერმა და ასეთ აქციებს, აქტივობებს ყოველთვის ექნება დიდი აზრი და მნიშვნელობა!

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: “უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერის გარდა სხვა – სულიერი, მეტაფიზიკური პლანიც არსებობს, რომელშიც დედამიწაზე მომხდარი სიკეთე და ბოროტება ჯამდება, მერე კი ეს სიკეთე და ბოროტება უკან გვიბრუნდება და თითქოს ხორცს ისხამს ისტორიულ მოვლენებში, ხან კურთხევას რომ ჰგვანან და ხანაც წყევლას. ამიტომ აუცილებელია ლოცვა, განსაკუთრებით იესოს ლოცვა, რომელიც უხილავ ფონსა და სულიერ ატმოსფეროს ქმნის მადლის მოქმედებისათვის.
აპოკალიფსი უნდა აღსრულდეს. ისტორიის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ბოროტების შეჩერება კი შეიძლება. ქრისტიანი ყოველთვის ქრისტიანად უნდა რჩებოდეს და ეცადოს, რომ მისი გული იყოს ის წერტილი, სადაც ზეცა მიწას უერთდება. ერთი ქრისტიანი მოღვაწის მეშვეობით დემონური ძალები სუსტდება და დედამიწის გარშემო ჩამოწოლილი მეტაფიზიკური წყვდიადი ნათდება. ქრისტიანი მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა ებრძოდეს გარყვნილებას. ის წინ უნდა აღუდგეს ადამიანების მასობრივ გარყვნას, მათ შორის სოდომელთა აღლუმებს, რომლებიც თავიანთი მარშებით ქრისტიანულ ქვეყნებში მოწამეთა სისხლით მორწყულ მიწას ბღალავენ. ქრისტიანის რელიგიური და მოქალაქეობრივი ვალია დაიცვას თავისი ოჯახი და ერი ზნეობრივი გახრწნისაგან. გარყვნილება ბავშვობის წლებიდან შეიძლება დაიწყოს, ამიტომ სოდომელებისგან, როგორც გადამდები სულიერი სენისგან, განსაკუთრებით ბავშვები უნდა დავიცვათ. უნდა გამოვთქვამდეთ პროტესტს კანონის ფარგლებში, უნდა ვამხილებდეთ გარყვნილების, კერძოდ, სოდომური ცოდვების დემონურ არსს, უნდა ვიყოთ ქრისტიანობის მქადაგებელნი, ოღონდ ჩვენს სიტყვებს ჩვენი ცხოვრების მაგალითით უნდა ვამტკიცებდეთ – მხოლოდ მაშინ ექნებათ მათ სულიერი ძალა”.

ღმერთმა გაგვაძლიეროს!

გეგა ხვედელიძე

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: