თბილისის მერს, ბ-ნ კახი კალაძეს!

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული იდეა”-ს სახელით:

ბ-ნო კახი, მოგმართავთ როგორც დედაქალაქის მერს, რომელსაც კანონმდებლობით გაკისრიათ საპასუხისმგებლო ვალდებულებანი თანამოქალაქეთა მიმართ.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო პარალიზებულია ,,კოვიდ19”-ის გავრცელების შიშის გამო, როდესაც სახელმწოფოთა ეკონომიკები და მსოფლიო საზოგადოება დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, არსებითი მნიშვნელობის საკითხად ვთვლით სამოქალაქო სტაბილიზაციას და მშვიდობას, რომელმაც უნდა გაგვიადვილოს ყველა გამოწვევის მშვიდობიანად გადალახვის შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე ადგილი არ უნდა დარჩეს სხვადასხვა ტიპის სპეკულაციებისთვის, რითაც მოხდებოდა ქართული საზოგადოების პროვოცირება. გამომდნარე იქიდან, რომ ახლოვდება 17 მაისი, რომელიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პირადი ინიციატივით გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, რასაც მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს საზოგადოების უმრავლესობამ, საქართველოს ეკლესიასა და სახელმწოფოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) საფუძველზე, ვითხოვთ ოჯახის, როგორც სახელმწიფოს ქვაკუთხედის დღესასწაულის დღეს სატელევიზიო ანძა 17 მაისს გაანათოთ სახელმწიფო ჰერალდიკის მთავარი სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის ფერებში.

“ქართული იდეა”-ს თავმჯდომარე – ლ. ჩაჩუა
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: