ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანადგომა მეუფე გიორგის!

ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანადგომა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას და მის ხელმძღვანელს, ეპისკოპოს – მეუფე გიორგი ჯამდელიანს!

2011 წელს მიღებული კანონის (ე.წ. პატრიოტის აქტი) მიხედვით, რომელიც ნაცმოძრაობამ მიიღო და კოჰაბიტაციის პირობებშიც აგრძელებს მოქმედებას, აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკის საჯაროდ გამოტანა და ძეგლების აღმართვა. სწორედ ამ კანონზე აპელირებს დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც გორის მოსახლეობას უარს ეუბნება სააკაშვილის მიერ ქალაქიდან გატანილი სტალინის ძეგლის უკან დაბრუნებაზე.

მარნეულის ცენტრში აზერბაიჯანელი რევოლუციონერის -ნარიმან ნარიმანოვის (ბოლშევიკი, აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1920–1921) და სახალხო კომისარების თავმჯდომარე) ძეგლის აღმართვისას კი ხელისუფლება თვალს ხუჭავს ამ კანონდარღვევაზე, არადა ხალხს გორის სოფლებში სტალინის მცირე ბიუსტების ეზოში დადგმის უფლებასაც არ აძლევს! ასევე, 9 მაისს, გამარჯვების პარკში მისულ ომის ვეტერანებს უკრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის ნებისმიერ გამოვლინებას!
მივმართავთ ოცნების ხელისუფლებას –
მეუფე გიორგის ბაქოელი წითელი კომისრის ძეგლის აღების კანონიერი მოთხოვნის გამო კი ნუ აუმხედრებთ მართულ ტელევიზიებს, არამედ გვერდში დაუდექით ეკლესიას და ხელი შეუწყეთ ქართული საქმის კეთებაში.

თუ, მარნეულის თვითმართველობა ვერ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, საინიციატივო ჯგუფის სახელით სარჩელს შევიტანთ სასამართლოში.
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: