უნდა შედგეს დიდი ეროვნული ერთობა!!!

პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენისთანავე ბიძინა ივანიშვილმა მთელს მოსახლეობას მისცა პირობა, რომ ის დასჯიდა დამნაშავეებს და როგორც გარანტი, არასოდეს დაუშვებდა ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში.
8 წლის თავზე (ორი საპარლამენტო ვადის გასვლის შემდეგ) ყველაზე მეოცნებეც კი ხვდება, რომ ივანიშვილი არანაირ გარანტს აღარ წარმოადგენს და თვალნათლივ ხედავს (მართლაც ბრმა თუ არ არის) როგორ მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარება უცხოეთიდან ნაკარნახევი დირექტივებით..
120 პროპორციული, 30 მაჟორიტარი,
1%-ნი ბარიერი და 40%-ნი უმრავლესობა აკომპლექტებს მთავრობას – ასეთია აშშ-ს საელჩოში დაბარებული პოლიტ-ელიტის მოლაპარაკების შედეგი…
ა ნ უ, სისტემა გადაჰყავთ კოლექტიური პასუხისმგებლობლობის ფორმატში. კერძოდ, 40%-ს ვერცერთი პარტია ვერ აიღებს, ამიტომ მრავალპარტიული ჭრელი პარლამენტი დააკომპლექტებს ასევე ჭრელ კოალიციურ მთავრობას. შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი იქნება არა ერთი კაცი, ან რომელიმე პარტია, არამედ საქართველოს მოსახლეობის (ამომრჩევლის) მიერ ლეგიტიმირებული პოლიტიკური ბალასტი და მის მიერ დაკომპლექტებული მრავალპარტიული მთავრობა! ანუ, კონკრეტულად არავის მოეთხოვება პასუხი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების და შეცდომების გამო. პასუხისმგებლობა გადანაწილდება ხალხზე (როგორც ხელისუფლების წყაროზე), მის მიერ არჩეულ მრავალპარტიულ პარლამენტზე და პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულ კოალიციურ ჭრელ მთავრობაზე – სწორედ ეს ვიგულისხმე ზემოთ, როდესაც კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმატი ვახსენე…
პარლამენტში და მთავრობაში ვიხილავთ ყველა იმ ურეიტინგო პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, კულტურას და სულიერ-ზნეობრივ ფასეულობებს.

ასეთ მოცემულობაში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ქართველობამ მოახერხოს და საკუთარი ინტერესების დამცველი ხალხით დააკომპლექტოს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელუსუფლება. ამ ურთულესი მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია ეროვნულად მოაზროვნე ძალების გაერთიანება! სხვანაირად, ამ მანკიერ სისტემას ვერ მოვერევით. ამას ვერ მოახერეხებს ცალკე აღებული ვერცერთი პარტია, ბიზნესმენი, თუ საზოგადოებრივად აქტიური რომელიმე ჯგუფი. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ასეთ განსაცდელშია, 1%-ნი ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრისთვის “ჩალიჩი” ყოვლად უღირს და მეშჩანურ საქციელად მიმაჩნია. თუ პარლამენტში ბრძოლაა საჭირო, მაშინ იქ უნდა შევიდეს ეროვნულად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან დაკომპლექტებული ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც, ნაც-ქოცური კლანივით არ იქნება გარე ძალების დირექტივების ბრმა შემსრულებელი და თავს არ დაზოგავს ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში.

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: