თორნიკე კივილაძე: ფსევდოლიბერალური, თუ ეროვნული სახელმწიფო? (ნაწ. I)

ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს მრავალათასწლოვანი ისტორია უმაგრებს ზურგს. ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე, თუმცა არსით დიად ერსა და სახელმწიფოს უამრავი შიდა და გარე მტერი ჰყავდა ოდითგანვე. სამწუხაროდ, ხშირად ციხე შიგნიდან ტყდებოდა, მრავლად იყვნენ შინაგამცემნი, ანდაც ვერ ხერხდებოდა გაერთიანება საერთო ეროვნული იდეისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გარშემო. დღესაც მრავალი მტერი ჰყავს ქვეყანას. ათეისტი კომუნისტების მონელების შემდეგ, ამჟამად, ეროვნულად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ფსევდოლიბერალებს უპირისპირდება, რომლებიც კომუნისტების მსგავსად, აგრეთვე, უღმერთო, უზნეო, უსამშობლონი არიან და უპირისპირდებიან ყოველგვარ ღვთიურ ელემენტს ადამიანში. თამამად შეიძლება ითქვას, ათეისტური კომუნიზმიცა და ე.წ ნეოლიბერალიზმიც უპირისპირდება ღმერთს, ადამიანს, ზნეობას, სამშობლოს იდეას და ა.შ ცხადია, ქართველებს მეომრობა სისხლში გვაქვს და არასდროს მოვიდრეკთ მუხლებს მათ წინაშე, ვისაც ჩვენი განადგურება სწადია.
ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ მებრძოლებს, დღეს ხშირად უწოდებენ ფაშისტებსა და რელიგიურ ფუნდამენტალისტებს. ფაშისტებისა და ნაცისტების გამოჩენამდე მრავალი საუკუნით ადრე, ქართველი ეროვნულად მოაზროვნე კაცი პირნათლად აღასრულებდა მამა-პაპის მიერ დანატოვარ ანდერძს და სამშობლოსთვის იბრძოდა, მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის, ღმერთისთვის თავს სწირავდა. დღეს ჩვენი სახელოვანი წინაპრები ცოცხლები რომ იყვნენ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინიც ფაშისტებისა და რელიგიური ფუნდამენტალისტების სარჩულს ,,დაიმსახურებდნენ’’ ფსევდოლიბერალებისგან. ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მახინჯი, ზნედაცემული ნეოლიბერალური იდეოლოგიის მქონე ინდივიდისთვის, სრულიად მიუღებელია ეროვნული იდეა, ღმერთი, მართლმადიდებლური მრწამსი, ღვთიური მცნებების დაცვა. ისინი მოქმედებენ მარტივი პრინციპით: ვინც არ არის ჩვენთან, ყველა ჩვენ წინააღმდეგაა, მოწინააღმდეგეს კი, აუცილებლად უნდა გაუმკლავდე, როგორი მეთოდების გამოყენებაც არ უნდა დაგჭირდეს.

ნეოლიბერალები ხშირად წამოაძახებენ ხოლმე ეროვნულად მოაზროვნე, კონსერვატორ ოპონენტებს, რომ თურმე ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო და ცდილობენ ნიში მოუგონ. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ილია მართლის პოზიცია ნეოლიბერალებთან მიმართებით, დღეს რომ ცოცხალი იყოს და ამ უმძიმეს ეპოქაში უწევდეს ცხოვრება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ხმალამოღებული იბრძოლებდა მათ წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ უპირისპირდება ილიასეულ მარადიულ პარადიგმას – მამულს, ენასა და სარწმუნოებას. ამ ნაშრომის პირველი გვერდის წაკითხვისთანავე ბევრი ნეოლიბერალი აღშფოთდება, ანდაც გადაიხარხარებს, მაგრამ უტყუარია, რომ ისინი ებრძვიან სამ უდიდეს საუნჯეს, სახელდობრ: მზად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიჰყიდონ საქართველოს კუთვნილი მიწა-წყალი და სახელმწიფო რესურსები, ქვეყანაში დაამკვიდრონ ბილინგვიზმი, კერძოდ, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად საერთაშორისო ინგლისური ენა გაუთანაბრდეს ადგილობრივ მშობლიურ ენას, დაბოლოს, ნეოლიბერალები განსაკუთრებული სიშმაგით ებრძვიან სარწმუნოებას, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ერისა და ბერის მაკონსოლიდირებელ ძალას, სულიერებისა და კულტურის ქვაკუთხედს, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დედაბოძს. ილიას მსგავსად, ვაჟა-ფშაველას მოიხმობენ ხოლმე და ამბობენ, რომ ვაჟა ტოლერანტი იყო და ამ დიდი მგოსნის მარადიულ ღირებულებებს სათავისოდ იყენებენ, მაგრამ ავიწყდებათ რას წერდა ვაჟა-ფშაველა ქალაჩუნა კაცებზე, როგორებიც დღეს მრავლად არიან. თავს დავდებ, დღეს ვაჟა-ფშაველა ცოცხალი რომ იყოს, რკინის ქალამნებს ამოიცვამდა და გამალებით იბრძოლებდა უზნეო ე.წ ,,ლგბტქ’’ იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც სამარცხვინო ნეოლიბერალური ნარატივების განუყოფელი ნაწილია.
უწინარეს ყოვლისა, ვიმსჯელოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც შეეხება საქართველოს კუთვნილი მიწა-წყლის, სახელმწიფო რესურსების გასხვისებას. როგორც მარადიული პარადიგმიდან ვხედავთ, მამულს პირველი ადგილი უჭირავს აღნიშნულ წმიდათაწმინდა ტრიადაში. მიწა სახელმწიფოს სხეულია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში მკაფიოდ ბრძანა, რომ არავის, მათ შორის არც მეფეს, არც პატრიარქს, არც ცალკეულ პოლიტიკოსსა თუ ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება უცხოელს მიჰყიდოს მიწა-წყალი, რადგან ის მკვიდრი მოსახლეობის კუთვნილებაა და წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ რესურსს. ეროვნულად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურს ინვესტიციის განხორციელება სოფლის მეურნეობაში, შესაძლებელია მიწა იჯარის წესით გაიცეს, მაგრამ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავალი მანკიერი გამოვლინება არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: უცხო ქვეყნის მოქალაქეები მარტივად იღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას და ამგვარად ყიდულობდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს, ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწას არასასოფლო დანიშნულების სტატუსს ანიჭებდნენ გარკვეული მაქინაციების შედეგად. ნეოლიბერალები, ცხადია, უსუსური არგუმენტებით უპირისპირდებიან პატრიარქის მოწოდებასა და სპეციალისტების დასკვნებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, რომ მთავარია ინვესტიცია შემოვიდეს, მიწა გაიყიდება თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ამას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, თუ ეთნიკურად ქართველი ერი ეთნიკურ უმცირესობად იქცევა საკუთარ ქვეყანაში, მათთვის ესეც არ წარმოადგენს პრობლემას. მთავარია, სრულყოფილი თავისუფლება სუფევდეს ქვეყანაში, მოქალაქე მაძღარი იყოს და საკუთარი კომფორტის ზონა შეიქმნას. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ნეოლიბერალებს მამულის მიმართ და ცხადია, ისინი ილიას დროშით, ილიას იდეების წინააღმდეგ ილაშქრებენ. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ერის მამად წოდებულ ილია ჭავჭავაძეს, როცა გაიგებდა, რომ მის სახელს სამომავლოდ, ქვეყნის ახალი მაოხრებელი მტრები ამოეფარებოდნენ…
ინგლისური ოფიციალური საერთაშორისო ენაა და ცხადია, ინგლისურად მრავალი საქართველოს მოქალაქე საუბრობს, თუმცაღა ჩვენი მშობლიური ენა ქართულია და როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობს, მშობლიური ენაა გულის ენაა, მაშასადამე, ვერც ერთი იმპერია ვერ შეძლებს საქართველოში მოშალოს ქართული ანბანი და ქართული ენა. ამაზე ყოველთვის მყისიერი რეაგირება ექნება საქართველოს მოქალაქეს.

საუბედუროდ, მხოლოდ პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს ახსოვთ ნაწარმოები ,,ბურჯი ეროვნებისა’’, რომლის ავტორია იაკობ გოგებაშვილი. გოგებაშვილი უპირისპირდებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში უცხო ენის სწავლებას. მიაჩნდა და დასაბუთებულად აცხადებდა, რომ დაუშვებელია აღსაზრდელმა მშობლიური ანბანის დასწავლის პარალელურად, უცხო ენის შესწავლა დაიწყოს. გოგებაშვილს ეს ყველაფერი სნობიზმის პროდუქტად მიაჩნდა. ნეოლიბერალები არც გოგებაშვილს წყალობენ და ბუნებრივია, კვლავინდებურად უსუსური არგუმენტებით უპირისპირდებიან, მიაჩნიათ, რომ სავსებით ნორმალურია ორი ენის ერთდროულად სწავლა პირველი კლასიდანვე. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ გოგებაშვილის პედაგოგიური გამოცდილებისა და ალღოს დამწუნებლები, სრულიად გულგრილად ხვდებიან იმ ფაქტს, რომ ქართულ ენაში მრავალი ბარბარიზმი მკვიდრდება. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავად ამ ბარბარიზმებს უხვად იყენებენ. სნობიზმის ერთ-ერთი გამოვლინება ისიც გახლავთ, რომ სხვადასხვა დაწესებულებებს, ფირმებს თუ კორპორაციებს ინგლისური ან ლათინური სახელწოდებები აქვთ. ესეც ამ ნეოლიბერალური ეპოქის სულია. ყბადაღებული ტერმინი სინგაპურიზაცია, ხომ მხოლოდ ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობას არ ნიშნავს. სინგაპურის მაგალითზე ვხედავთ, რომ მშობლიური ენა გაქრობის პირასაა მისული, ხოლო ადგილობრივი ეთნოსი ეთნიკურ უმცირესობად იქცევა.

მარტინ ჰაიდეგერი ამბობდა, რომ ენა ყოფიერების სახლია. დიდი მეცნიერი, ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტი ენას მსოფლმხედველობასთან აიგივებდა და მიაჩნდა, რომ ყოველი ენა ცალკეული მსოფლმხედველობა, სამყაროს აღქმის თავისებური ხატია. ბუნებრივია, თუ გსურს ეროვნულ სულსა და ღირსებას, ეროვნულ ცნობიერებას ზიანი მიაყენო, ავტოქტონი ერის მშობლიურ ენას უნდა დაუპირისპირდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, ნეოლიბერალები, უღმერთო კომუნისტების მსგავსად დამარცხდებიან ამ ბრძოლაში. ქართველი ერი არ დაუშვებს ბილინგვიზმს. საქართველოში უპირატესი ყოველთვის ქართული, მშობლიური ენა იქნება, ხოლო ქართული ანბანი, რომელიც მსოფლიოს უძველეს 14 ანბანში შედის, არასდროს წაიშლება.
ნეოლიბერალიზმი, რომელიც ვითომდა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას ქადაგებს, სინამდვილეში, ტრადიციულ რელიგიებს, მათ შორის განსაკუთრებით, მართლმადიდებლობას უპირისპირდება, ვინაიდან მართლმადიდებლური სწავლებით დაუშვებელია აღვირახსნილი ცხოვრების წესის დანერგვა, თავნებობასა და თავხედობამდე, დაუდევრობასა და შეუგნებლობამდე დასული ე.წ ვითომდა პიროვნული თავისუფლება. ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიური ღერძი ე.წ ,,ინდივიდუალური მორალია’’, რომელიც არ ცნობს რელიგიურ დოგმებს, მარადიულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, საზოგადოების მიერ კაცობრიობის განვითარების უწვეტ პროცესში გამომუშავებულ მორალურ ოქროს კანონებს და ა.შ ნეოლიბერალიზმი, რომელიც თითქოსდა ამხელს რელიგიურ ინსტიტუტებს, სინამდვილეში, ამხელს საკუთარ თავს, რადგან ის რეალურად, რელიგიურ ინსტიტუტებში არსებულ მანკიერებებს კი არ უპირისპირდება, არამედ საკუთრივ რელიგიას, რელიგიურ თემსა და სარწმუნოებას ებრძვის.
საქართველოში მოქმედი ნეოლიბერალური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ხშირად აცხადებენ, რომ დაუშვებელია საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელ ეკლესიას გამოუყოს დიდძალი თანხები. სინამდვილეში, ეს თანხები სრულიადაც არ არის საკმარისი იმ კეთილშობილური მიზნების სრულყოფილად განხორციელებისთვის, რომელსაც სასულიერო დასი ისახავს, სახელდობრ: სასულიერო პირები ეხმარებიან მრავალ გაჭირვებულ ადამიანს, აძლევენ სასულიერო განათლებას მომავალ თაობებს, ზრუნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და ა.შ ნეოლიბერალები გაშმაგებულნი ცდილობენ ზედიზედ მიიტანონ შეტევები ეკლესიაზე, მაგრამ დაე, იცოდნენ მათ, რომ ლოდი, რომლის მორყევასაც ცდილობენ, თავზე დაემხობათ, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას ვერავინ მოერევა. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს იმას, რომ არსებობენ ღირსეული და უღირსი სასულიერო პირები, მაგრამ იმის მტკიცება, რომ სრულიად ქართული სასულიერო დასი გადაგვარდა და მათი ნდობა აღარ შეიძლება, რასაკვირველია, ამაზრზენი და აღმაშფოთებელია. ნეოლიბერალების ტაქტიკა უცვლელია, ისინი ცდილობენ სპეკულაციით, შანტაჟით, ცილისწამებით, ბინძური პროპაგანდით დაუპირისპირდნენ ერის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, მაგრამ გონიერი და დაკვირვებული ადამიანისთვის ცხადია, რომ გარდაუვალი მარცხისთვის არიან განწირულნი. სამწუხაროა, რომ მცირე გამარჯვებების მოპოვებასაც ახერხებენ, სახელდობრ, ბევრ ადამიანს აბრკოლებენ და უჩენენ უნდობლობას ეკლესიისა თუ სასულიერო პირების მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მარცხს-მარცხზე იგემებენ. ნეოლიბერალური ბრძოლის დოქტრინა მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ სრულიად უსუსურია და სრული კრახისთვისაა განწირული.

საუბედუროდ, ნეოლიბერალურ ძალებს ჰყავთ ღია მხარდამჭერები და ბოდიში მომითხოვია ამ ტერმინისთვის ,,სასარგებლო იდიოტები’’, რომლებიც ნეოლიბერალური ხაზის გამტარებლები არიან, მაგრამ როგორც წესი, ასეთი უღირსი სასულიერო პირები ბოლოს ეკლესიიდან განიკვეთებიან. ზოგიერთი მათგანი იმდენად გათავხედდა, რომ იერიში ერისა და ბერის ნამდვილ წინამძღოლზე, უწმინდეს და უნეტარეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე მიიტანა და ენით აღუწერელი, საშინელი ცილისწამებით ეცადა მისი ავტორიტეტის წაბილწვას. ზოგადად, სპეც-სამსახურების ნაცადი ხერხია, რომ პატიოსან ადამიანს აბრალებენ იმას, რაც მას არ ჩაუდენია.ამრიგად, ნეოლიბერალთა შეტევას ეკლესიასა და პატრიაქრზე ახლდა უკუქმედება, კერძოდ: პატრიარქის ავტორიტეტი არ შეირყა და არც ეკლესიის როლი დაკნინდა.

მართლმადიდებლურ მრწამსთან ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირების, ბილწი ცხოვრების წესის ნორმად დაკანონების მოთხოვნა. ნეოლიბერალებს მიაჩნიათ, რომ მამა და დედა დისკრიმინაციული ტერმინებია და აჯობებს შემდეგი სახელწოდებები გამოვიყენოთ: მშობელი ერთი და მშობელი ორი. მათ მიაჩნიათ, რომ ერთგვარსქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალური თუ სხვა სახის არაჯანსაღი სქესობრივი კავშირები, ე.წ ,,ლგბტქ’’ თემის მიერ ბავშვის შვილად აყვანა, სავსებით ნორმალური მოვლენაა, მაშინ როცა საქმე გვაქვს დემონურ, უღმერთო მოქმედებებთან. აი, რა არის ნეოლიბერალების მთავარი მიზანი: დაპირისპირება ოჯახთან, ჯანსაღ აზროვნებასთან. სინამდვილეში, ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც აღნიშნული ხაზის მატარებელია, მსოფლიო მოსახლეობის დეპოპულაციას ემსახურება ანუ მოსახლეობის შემცირებაზეა ორიენტირებული, რადგან მსგავსი სექსუალური გადახრების მქონე წყვილებს, ბუნებრივია, არ ძალუძთ თავად შვან შთამომავალი. ნეოლიბერალები, რომლებიც ვითომდა ზრუნავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, არაფრად აგდებენ ბავშვთა უფლებებს, რომლებიც თუკი არატრადიციულ ოჯახში აღიზრდებიან, თავადაც იქნებიან სექსუალური გადახრების მქონენი.

ნეოლიბერალები მაქსიმალურად ცდილობენ ,,ლბტქ’’ თემის წარმომადგენლები ჩაგრულებად წარმოაჩინონ. ჩაგრულად წარმოჩინებაც ბრძოლის ერთ-ერთი მძლავრი ხერხია. ისინი ყოველი მეთოდით ცდილობენ დააკანონონ ცოდვა, გადახრა ნორმად მიიჩნიონ. არ ერიდებიან ე.წ ,,ლგბტქ პრაიდებისა’’ და სხვადასხვა გახრწნილი ღონისძიებების ორგანიზებას. ბუნებრივია, ქართველი ერი მთელი თავისი ძალებით უპირისპირდება აღნიშნულ მოქმედებებს. სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ჩვენს არაერთ თანამემამულეს უჭირს თავისი ემოციების მოთოკვა და რადიკალური მეთოდებით აპროტესტებს ამ ყველაფერს, პირადად მე, ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები ცხადია, ისევე როგორც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ჩემი თანამემამულე.

ნეოლიბერალური თემატიკა და მათ შორის, დიდი დოზით გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის თემატიკა ფიგურირებს ხელოვნებაში. ერთ-ერთი ასეთი ბოლო გამოვლინება გახლდათ რეჟისორ ლევან აკინის ფილმი – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ’’, სადაც შეურაცხყვეს ქართული ტრადიციული სამოსელი, ქართული ტრადიციული ცეკვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფილმში პროფესიონალმა მოცეკვავეებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე და თავიანთი პოზიციები მკაფიოდ დააფიქსირეს. აგრესიულმა, რეაქციონისტულმა ნეოლიბერალურმა ძალამ არ დააყოვნა და ჩვენი სასახელო მოცეკვავეები ,,ჰომოფობებად’’, მაშასადამე, ადამიანთმოძულეებად შერაცხა. ამ ტერმინებით ვერავის შეაშინებენ, რადგან ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია, რომელსაც საზოგადოების ეროვნულად მოაზროვნე დიდი ნაწილი, ცხადია, არ აჰყვება.
ნეოლიბერალები ვერ ურიგდებიან კიდევ ერთ განცდილ მარცხს. 17 მაისი, რომელიც ,,ლგბტქ’’ თემის გამარჯვების ოფიციალურ დღედ უნდა ქცეულიყო, პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოცხადდა. ყოველწლიურად, მცირერიცხოვანი ,,ლგბტქ’’ თემის წევრები, რომელთაც პოლიციის კორდონები იცავთ, თვალს ადევნებენ ათეულათასობით საქართველოს მოქალაქის მსვლელობას ჯვრებითა და ხატებით. მაშასადამე, ერი და ბერი ერთად დგას და მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოში ტრადიციული ოჯახის სიწმინდეს ვერავინ მოშლის და ზოგადად, ვერავინ წააქცევს ქართული ოჯახის საყრდენს. ოჯახი სახელმწიფოს განუყოფელი უჯრედია და არავინ დაუშვებს თუნდაც ერთი, ცალკეული უჯრედის განადგურებას.

დეპოპულაციის სტრატეგიის კიდევ ერთ განშტოებას წარმოადგენს აბორტი. საუბედუროდ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ასიათასობით აბორტი იქნა გაკეთებული, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის სავალალო შედეგია. ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ აბორტი აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ამას ცხადია, ნეოლიბერალური ძალები უპირისპირდებიან და ისევდაისევ, ინდივიდუალური მორალისა და ინდივიდუალური თავისუფლების კონცეპტიდან გამომდინარე, აცხადებენ, რომ ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს გაიკეთებს თუ არა აბორტს. ხშირად ფიგურირებს სამარცხვინო ფსევდოარგუმენტი: ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა. ფაქტობრივად, ნეოლიბერალები უარყოფენ ჩასახული ნაყოფის სიცოცხლის უფლებას, უპირისპირდებიან ცოცხალ ორგანიზმს. გარდა ამისა, აქტიურად მოუწოდებენ ოჯახებს ე.წ ,,ოჯახის დაგეგმვისკენ’’ რაც გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს ოჯახს. ფაქტობრივად, აქაც ღვთის ნებაში ერევიან ნეოლიბერალები, რამეთუ ღმერთი წყვეტს რამდენი შვილი მიანიჭოს ოჯახს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან გამომდინარე ცოდვას წარმოადგენს, ნეოლიბერალები კი, აქტიურად უწევენ პროპაგანდას აღნიშნულ საშუალებებს, ბედავენ და ერევიან ოჯახის შიდასამზარეულოში. პირდაპირ, თამამად უნდა ითქვას: მათი მოქმედებები ანტისახელმწიფოებრივია და პირდაპირ იღებს მიზანში დემოგრაფიულ მდგომარეობას. საუბედუროდ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მრავალშვილიანი ოჯახები ხშირად ხდებიან დაცინვის ობიექტები, სრულიად გაუმართლებლად. მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ნეოლიბერალები აბუჩად იგდებენ და დიდი ბოდიში მომითხოვია, ოჯახს ქათმების ინკუბატორს ადარებენ. აი, ასე სამარცხვინოდ იქცევიან ეს მართლაც ფსევდოლიბერალები და ფსევდოჰუმანისტები. ისინი არაფრად აგდებენ ადამიანის სიცოცხლეს.
ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებლები არიან ე.წ ,,ფემინისტური ორგანიზაციები’’, რომელიც სინამდვილეში, მართლაც ქალების უფლებების დაცვაზე კი არა, ტრადიციული ოჯახის მოშლაზე არიან ორიენტირებულნი. მათ რიგებში მრავლად არიან ათასგვარი ფსიქოლოგიური კომპლექსით შეპყრობილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირები, რომლებიც მოუწოდებენ ქალებს არ შექმნან ოჯახები. აღნიშნული ორგანიზაციები ფაქტობრივად, მუშაობენ ოჯახში მამაკაცის როლის დაკნინებაზე. მათი დევიზია თანასწორობა, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ, თანასწორობას, ჰარმონიას, ურთიერთგაგებას ებრძვიან. თამამად უნდა ითქვას, ჩამოყალიბებული ფარისევლები არიან, რომლებიც სამარცხვინო გამოსვლებს აწყობენ და ეთიკისთვის შეუფერებელი გამონათქვამებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ სხვა ნეოლიბერალური დაჯგუფებების მსგავსად, ფემინისტებიც აქტიურ პროპაგანდას უწევენ აბორტს, ჩვილთა კვლას და არაფრად აღიარებენ ნაყოფის სიცოცხლის უფლებას.

ოჯახზე მიტანილი მასირებული იერიშის კიდევ ერთ სახიფათო მიმართულებას წარმოადგენს ნეოლიბერალების ხელში აღმოჩენილი განათლების სისტემა, რომელიც ეფუძნება ნეოლიბერალურ იდეოლოგიას და იმართება ნეოლიბერალთა პირდაპირი დირექტივებით. საქართველოში მოქმედი განათლების სისტემის მიზანია არა პატრიოტის, არამედ ლიბერალის აღზრდა. ნეოლიბერალები არ ერიდებიან გაუკუღმართებული სექსუალური თემატიკის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეტანას. ნეოლიბერალურმა განათლების სისტემამ ფაქტობრივად, აღსაზრდელს უნდა ასწავლოს, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაცია ნორმაა, ამის აღიარების შემდეგ კი, აღსაზრდელი ნორჩ ნეოლიბერალად შეირაცხება და სხვა მძიმე ზიანისმომტან შეხედულებებსაც იოლად მიიღებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში დაკნინებულია მშობლიური ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის როლი. ნეოლიბერალებმა კარგად იციან, რომ ახალი, იდეოლოგიზირებული თაობის მისაღებად მიზანში უნდა ამოიღონ ჰუმანიტარული დარგები, რადგან აღნიშნული საგნები აღსაზრდელთა სულს ასაზრდოებს და ეროვნულ ცნობიერებას უყალიბებს. საუბედუროდ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა, რომ ეროვნული ცნობიერება სახიფათო მოვლენაა. დამეთანხმებით, რომ სახიფათოა ასეთი ადამიანების მოხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი გაუკუღმართებული ცნობიერების მქონე ხალხი გვევლინება დღეს განათლების სისტემის მესვეურებად.
ნეოლიბერალების დამსახურებით ტერმინი არასამთავრობო ორგანიზაცია გახრწნილ, ავი საქმეების მკეთებელ ორგანიზაციად ასოცირდება, ვინაიდან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი მყარად დგას ნეოლიბერალურ იდეოლოგიურ ბურჯზე და აქტიურად ფინანსდება დიდძალი მატერიალური რესურსების მქონე ნეოლიბერალური ინტერნაციონალის წარმომადგენელი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ფაქტობრივად, ნეოლიბერალები არ ტოვებენ არც ერთ სივრცეს, რასაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესზე. ცხადია, არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებიან ვირუსულ ტროას ცხენად, ე.წ ,,მეხუთე კოლონად’’ და წარმოადგენენ მტრული ძალების საცეცებს. ისინი პირდაპირ ასრულებენ ნეოლიბერალური ინტერნაციონალის დაკვეთას და გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით. წარმოუდგენელია ვიმსჯელოთ ე.წ ,,სამოქალაქო საზოგადოების’’ ჩამოყალიბებაზე, როდესაც ნამდვილად წრფელი სურვილით აღსავსე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ქმნიან არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციებს, არ აქვთ არანაირი შანსი იმისა, რომ რაიმე სახის დაფინანსება მოიპოვონ, მატერიალური რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზები კი, უდიდეს როლს ასრულებს პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაში. ამრიგად, ე.წ ,,მესამე სექტორი’’, სინამდვილეში, ნეოლიბერალური ორგანიზაციებით არის გაჯერებული და საერთოდ არ გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის აზრსა და შეხედულებებს, პირიქით, ის მტრობს საზოგადოებრივ აზრს და ცდილობს ჩამოაყალიბოს ფიქტიური, ფსევდო საზოგადოებრივი აზრი. აგრეთვე, აღნიშნულ მიზანს ემსახურებიან ე.წ ,,სოციოლოგიური კვლევების’’ ჩამტარებელი ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, ნეოლიბერალური წყაროებიდან ფინანსდებიან და მათ ინტერესებს ატარებენ. როგორც წესი, კვლევები ყალბია და ბუნებრივია, არსის ხვედრი – არსშია თვითონ, კვლევის პროდუქტიც ფიქტიურია. აი, ამგვარად ხორციელდება მასირებული იერიში ქართულ საზოგადოებაზე.

ნაპოლეონი ამბობდა, რომ ხელისუფლების 4 შტო არსებობს: ამომრჩეველი ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. თანამედროვე სამყაროში აღნიშნულ შტოებს კიდევ ერთი დაუმატეს: მედია. დღევანდელი ქართული მედიასაშუალებების უმრავლესობა ნეოლიბერალური ინტერნაციონალის დღის წესრიგს ემორჩილება და ურცხვად ეწევა სიცრუის ტირაჟირებას. ლიბერალიზმი, რომელიც ვითომდა შემწყნარებლობას, თანასწორობას ქადაგებს, დევნის თავისი იდეოლოგიისათვის შეუფერებელ აზრსა და შეხედულებას. ბუნებრივია, აღნიშნულ პროცესში უდიდეს დარტყმებს იღებენ კონსერვატიული ძალები, რომლებიც ან მთლიანად არიან მოწყვეტილნი საეთერო სივრცეს, ან უშუალოდ ხდებიან ცილისწამების, თავდასხმის ობიექტები. მედია ეწევა საზოგადოების ზომბირებას და განსაკუთრებით, ბუნებრივია, ტელეარხები. პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, არაფორმალური ნეოლიბერალური დაჯგუფებები ორკესტრირებულად ახორციელებენ თავდასხმას ეკლესიასა და სახელმწიფოზე. მათი მთავარი მიზანია აამონ საკუთარ დამკვეთებს და ფაქტობრივად, ისინი გვევლინებიან მტრის პატარა გარნიზონებად ჩვენს ქვეყანაში.

ისინი, ვინც უპირისპირდებიან ნეოლიბერალურ ბოროტ მანქანას, დემონურ სისტემას, ავტომატურად ხვდებიან შავ სიაში. იწყება მათი დევნა, მასხრად აგდება, ცილისმწამებლური, დამაკნინებელი ეპითეტებით შემკობა და ქვეყნის მოყვარული, მორწმუნე, ღირსეული ადამიანები ცხადდებიან სამშობლოს მოღალატეებად. წარმოიდგინეთ, რაოდენ ამაზრზენია ეს ყველაფერი! სამშობლოს რეალური მოღალატე – სამშობლოს ნამდვილ ქომაგს აცხადებს მოღალატედ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენის ობიექტად, მეტიც, აგენტად. ეს ნაცადი ხერხია. მტრის ხატი იქმნება, რათა მოხდეს მოწინააღმდეგის განეიტრალება და მაშინ როცა მედიასაშუალებები მათ ხელშია, ძალიან მარტივია ასე ვთქვათ, საქმის შეკერვა, ადამიანის ჯვარზე გაკვრა. აი, ასეთი დაუნდობელია ნეოლიბერალური დოქტრინა მისი მოწინააღმდეგეების მიმართ და ასე სასტიკად უსწორდება ჰუმანიზმისა და შემწყანერობლის, თანასწორობისა და ჰარმონიის იდეების მანტიას ამოფარებული ნეოლიბერალური კოჰორტა თავის მტრებს. ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ ნეოლიბერალებს თანამედროვე ფაშისტებს. ისინი დახვეწილი ფაშისტები არიან. თუ მათი წინამორბედები ხელკეტებითა და საკონცენტრაციო ბანაკებით უმკლავდებოდნენ მტრის ხატებს, ნეოლიბერალი ფაშისტები ბევრად უფრო დახვეწილი და მოქნილი მეთოდოლოგიით უპირისპირდებიან ღვთისმოშიშ, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს. ვინც მათ მტრობს, გოლგოთას გზის გავლა მოუწევს, ჯილდო კი, ეკლის გვირგვინია, ჯვარზე გაკვრა – გარანტირებული.

ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს საქართველოში ნეოლიბერალები პრო-რუსებად მოიხსენიებენ. რამხელა პარადოქსია ეროვნულად მოაზროვნე კაცი დამპყრობლის ქომაგი და მომხრე იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის სათავეში, ასე ვთქვათ, არანეოლიბერალური რეჟიმია, ბუნებრივია, რუსულ ნარატივს მიაკუთვნებენ ყოველ საღ, ეროვნულ განცხადებას
ნეოლიბერალებისდა სამწუხაროდ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების სათავეში კონსერვატიული, ეროვნული ძალები მოდიან, რომლებიც ძირფესვიანად აპირებენ ამოძირკვონ ნეოლიბერალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წესი საკუთარ სახელმწიფოებში. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტენდენცია საქართველოშიც მძლავრად მოიკიდებს ფეხს და ძლიერი ეროვნული, კონსერვატიული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პლატფორმა ჩამოყალიბდება.

დაბოლოს, ბუნებრივია, მხედველობიდან ვერ გამოგვრჩება საკუთრივ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ერთგვარსექსიანთა ქორწინებას და მათ მიერ შვილის აყვანას, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას, ბინადრობის უფლების მოპოვების გამარტივებას, საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას, აბორტს, აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკების ლეგალიზაციას და სხვ. ვითომდა ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები, სინამდვილეში, დიდი ნეოლიბერალური რვაფეხადან მომდინარეობენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ანგარიშგასაწევი კონსერვატიული, ეროვნული ძალა, რომელიც მათ დაუპირისპირდება, მაგრამ ხალხს აქვს დიდი მოლოდინი რომ ასეთი საღი, ალტერნატიული ძალა აუცილებლად ჩამოყალიბდება, რომელიც მიზნად დაისახავს ეროვნული სახელმწიფოს ფორმირებას, ეროვნული იდეოლოგიის გატარებას, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამრიგად, წინ დიდი, ახალი პოლიტიკური ტალღა გველის, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ნეოლიბერალურ ძალებს აუცილებლად დაასამარებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნეოლიბერალური პოლიტიკური პარტიების ზეობის პერიოდში, სუფევდა უსამართლობა, მიმდინარეობდა ხალხის დევნა, ქონების უკანონო ჩამორთმევა, ხალხის წამება-გაუპატიურება, გაღატაკება, ბიძგის მიცემა ქვეყნის დასატოვებლად და ა.შ მიუხედავად ამისა, ქართველი ერი წელში ვერ გატეხეს, ის კვლავაც მზად არის იბრძოლოს და არ შეურიგდეს ამ ნეოლიბერალურ ძალადობრივ რეჟიმებს, რომლებსაც არავითარი საერთო არ აქვს არც ადამიანის უფლებების დაცვასთან, არც შემწყნარებლობასთან, არც ჰუმანიზმთან.

ქართული საზოგადოების წინაშე არის სასწორი, რომლის ერთ პინაზე დევს ეროვნული, სამართლიანი სახელმწიფო, დაპურებული, დაცული, განათლებული ერი, ხოლო მეორე მხარეს ნეოლიბერალური სახელმწიფო ანუ ფარსის თეატრი. დიდი იმედი მაქვს რომ ქართული საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მესამე ათწლეულში ვიმყოფებით, თითოეული წელი ძვირფასია, ვინაიდან ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა დგას. ეკონომიკურმა პრობლემებმა და ხალხის ქვეყნიდან გადინებამ, თითქმის გადაწონა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, თუმცაღა, საღად მოაზროვნე თანამემამულეთათვის, ცხადია, ნომერ პირველი ამოცანა საქართველოს გამთლიანებაა. აგრეთვე, ვდგავართ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. გაეროს მონაცემებით, ასე თუ გაგრძელდება, ქართველი ერი 2050 წლისთვის გადაშენების პირას აღმოჩნდება, ამრიგად, საჭიროა გონივრული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება, რათა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი, რაციონალური სვლები განხორციელდეს.

(პირველი ნაწილი)
იხ. ნაწილი II

გაზიარება: