სისტემის მსახურთა მხილება ! ! !

მოამაგე და ქვეყანაზე შეყვარებული ქართველობის ნახევარი ემიგრაციაშია გადახვეწილი, აქ დარჩენილთა უმრავლესობა კი ისე მიეჩვია მათ ხარჯზე ცხოვრებას, რომ საერთოდ არ ადარდებს რომელი არქიფო ეყოლება ხელისუფლად, როგორ გაულანძღავენ ეკლესიას, ვინ წაართმევს დავით გარეჯს, სად ჩაუტარებენ გეი-კვირეულს, როგორ გაუნარკომანებენ თაობებს და ა.შ..
სპეციალურად მიმდინარეობს ხალხის ყურადღების გადატანა ამ უმნიშვმელოვანესი პრობლემიდან რაღაც, ან ვიღაც სხვაზე – ვითომ ძალიან ეროვნულზე და მნიშვნელოვანზე.
სისტემისთვის (შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული) ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ის ხალხი, რომელიც მოითხოვს გარედან თავსმოხვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას! რა არ კეთდება ასეთი ჯგუფების, ორგანიზაციების, თუ საზოგადო მოღვაწეების გასანეიტრალებლად: იქმნება პარალელური ორგანიზაციები, ფონდები და ა.შ. წლების განმავლობაში სისტემაზე მომუშავე ბიძია-ბაბუები კი გამუდმებით გაჰყვირიან: „ადამიანებო, თქვენ ნუ ჩაერევით პოლიტიკაში! პოლიტიკა ბინძური საქმეა. ჩვენ ისედაც გავაკეთებთ გრანდიოზულ საქმეებს, თქვენი დახმარებით (აქ ემიგრანტებზეა ძირითადი გათვლები…)
ამ მასირებული პროპაგანდის ტყვეობაშია ჩვენი საზოგადოება. დემაგოგიისა, რომელიც კონტროლირებადი მედიით, ფეისბუკით და ყველა საშუალებით გამუდმებით მიეწოდება ხალხს, რათა ალტერნატივა არ გამოუჩნდეთ ხელისუფლება-ოპოზიციაში ათწლეულობით მოკალათებულ მედროვეებს…
ქვეყნის მართვაში მონაწილეობა ბინძური საქმე კი არა – პატიოსან მამულიშვილთა საქმიანობის ასპარეზია, ღირსეული სფეროა მოღვაწეობისა!
„არსებობს როგორც ქრისტიანული, ისე არაქრისტიანული პოლიტიკაც” – ამბობს წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი.
დროა, ყველამ უარი ვუთხრათ არაქრისტიანულ, უზნეო და უსამართლო პოლიტიკურ სისტემას!
ნუ წამოვეგებით თქვენს მამულიშვილურ გრძნობებზე მოთამაშე სისტემის ადეპტების ანკესზე, სიღრმისეულად დავაკვირდეთ მოვლენებს და ხელი შევუწყოთ (ყოველ შემთხვევაში, ნუ შევუშლით) ეროვნულ-ეკლესიური ძალების გაერთიანებას, რომელიც სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად უნდა ვაქციოთ, რათა ერთად გავუძღვეთ ჩვენს შვილებს ღირსეული მომავლისაკენ.

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: