რა აკავებს საქართველოში ვირუსს?!

“რაღაც აფერხებს ამ ვირუსს ჩვენს ქვეყანაში, ოღონდ არ ვიცით რა” – განაცხადა ლევან რატიანმა. ასე აფერხებდა და ამარცხებდა “რაღაც” ჩვენ ქვეყანაში ორიათასი წლის მანძილზე უდიდეს განსაცდელებს, ჭირს, შემოსევებს…

ასეთი აუხსნელი მიზეზების გამო ილეწებოდა საქართველოს საზღვრებზე უდიდესი იმპერიები და საქართველო დღემდე მოვიდა თავისი მამულით, ენით და სარწმუნოებით. ამის გაგებისა და ამოხსნის გასაღები ქართლის ცხოვრებაში წერია, სადაც ვკითხულობთ ქრისტეს აღთქმას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ: “არა გავწირო ერი ესე საზეპურო უკანასკნელ ჟამამდე”. რისთვის ინახავს მაცხოვარი თავის ერს?

ამას ყველა თავის დროზე დაინახავთ, მანამდე კი ერთადერთი რამ მოეთხოვება ქართველს: ნება და რწმენა ქრისტეს მიმართ, დანარჩენს უფალი გააკეთებს. თქვენ რომ უარყოთ დედა ღვთისა, დედა არასდროს მიატოვებს თავის ერს. უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს და დედა ეკლესიას განუდგებიან, თავად, საკუთარი ნებით განაყენებენ თავს.

იშვება საცთურები, რათა ჩვენი არჩევანი გამოიცადოს, განსაცდელებიც ჩვენ არჩევანსა და რწმენას გამოცდის. ყველაფერი საქართველოს გაბრწყინებით დასრულდება, მაგრამ “ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური”.

გეგა ხვედელიძე
გაზიარება: