ლევან ჩაჩუა: ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს აღდგომის დღესასწაულის მსგავსი პრეცედენტი!

ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს აღდგომის დღესასწაულის მსგავსი პრეცედენტი: დახურულია (მსოფლიო მასშტაბით) სამეძავო სახლები, ბორდელის ტიპის სასტუმროები, გეი-კლუბები, ღამის ბარები, კაზინოები, ცოდვისა და გარყვნილების სხვა ობიექტები და ღიაა ტაძრები!
 
ლიტანიობას დაესწრო მხოლოდ მორწმუნე ერი (ბევრმა ფეხით წვიმაში ათეულობით კილომეტრი გაიარა და გამთენიისას ისევ ფეხით დაბრუნდა შინ) მსახურებაზე არ იდგნენ ფარისევლები, ეკუმენისტები და სოროს-მედიაზომბირებულები… (რა თქმა უნდა, აქ არ მოიაზრებიან ქრისტესმიერ ის ძმები და დები, ვინც ფიზიკურად, ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო დასწრება, ასევე ჩვენი ემიგრანტები)
ჩვეულებრივ, აღდგომის მსახურება გრძელდება 3-4 საათი, წელს კი მორწმუნეებს ტაძრებში გაატარებინეს 9 საათი(საღამოს 21-დან, დილის 6-მდე) წმ. პაისი მთაწმინდელის სიტყვები მახსენდება, ეშმაკი თესავს, ღმერთი კი იმკის… კაცობრიობის ბედი ამერიკის ცათამბრჯენებში კი არ წყდება, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ბერების სენაკებში, სკვნილზე ლოცვისას – ,,უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი”.
 
წირვა-ლოცვაზე და ეკლესიის სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი – დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
მადლობა ჩვენს პატრიარქს, მართლმკვეთელ იერარქებს, ღირსეულ სამღვდელოებას და შეუდრეკელ მრევლს!
 
ქრისტე აღდგა!

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: