მიმართვა საქართველოს მთავრობას

ამასწინათ, გაზეთ ,,ახალი თაობის” ფურცლებიდან ხელისუფლებას მოვუწოდე, რომ კერძო სექტორში დასაქმებული, უმუშევრად დარჩენილი ოჯახები კომუნალური გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინა მინიმუმ 3 თვით.

ამ ინიციატივას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ზოგმა დენის და გაზის უფასო მიწოდების შემთხვევაში მოსახლეობა წინასწარ დაადანაშაულა უყაირათო ხარჯვაში, სხვამ სხვა თქვა და ა.შ…

გამოვდივარ ახალი ინიციატივით და მივმართავ ხელისუფლებას: – აიღეთ გაზის და ელ-ენერგიის გონივრული ზღვრული ოდენობა, რასაც დაუფინანსებთ მოსახლეობას. ხოლო ზღვარზედა მოხმარების საფასურს მომხმარებლები თავად გადაიხდიან. ასე, მთავრობა გამოიჩენს ფურსმაჟორული მდგომარეობით დასტრესილი მოსახლეობის მიმართ სოციალურ სოლიდარობას და სახელმწიფოც ნაკლებად დაზარალდება.

P.S. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ მთავრობას დაერიგებინა კომუნალური ვაუჩერები, რაც დღევანდელ მოცემულობაში მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რადგან ეს მოითხოვს დიდ დროს, ზედმეტ ხარჯებს და ადამიანურ რესურსებს, რაც ვაუჩერების კარდაკარ დარიგების შემთხვევაში ინფიცირების რისკებს ზრდის…

ლევან ჩაჩუა

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
გაზიარება: