“წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა…” – დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ევ­რო­კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლონ­დონ­ში სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და მო­სახ­ლე­ო­ბას ის­ტო­რი­უ­ლი დღეს მი­უ­ლო­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამი­ე­რი­დან 11 თვის მან­ძილ­ზე ბრი­ტა­ნე­თი ევ­რო­კავ­შირ­თან გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ითა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლის დრო­საც ქვე­ყა­ნამ უნდა მო­ა­ხერ­ხოს 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა ბრექ­სი­თის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბას “იმე­დის გა­სა­ო­ცა­რი წუთი” უწო­და.

“ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს იმე­დის გა­სა­ო­ცა­რი წუ­თია, წუთი, რო­მე­ლიც ეგო­ნათ, რომ არას­დროს დად­გე­ბო­და. და რა თქმა უნდა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მღელ­ვა­რე­ბი­სა და მარ­ცხის გან­ცდა აქვს.

მე­სა­მე, და შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე დიდ ჯგუფ­ში შე­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ღელ­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შუღ­ლი არას­დროს დას­რულ­დე­ბა.

ჩემ­თვის ყვე­ლა ეს გრძნო­ბა გა­სა­გე­ბია და ჩვე­ნი, რო­გორც მთავ­რო­ბის, და ასე­ვე ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ ქვე­ყა­ნა,“- აცხა­დებს ჯონ­სო­ნი მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც ბრექ­სი­თამ­დე 1 სა­ა­თით ადრე გავ­რცელ­და. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ბრექ­სი­თი არის არა და­სას­რუ­ლი, არა­მედ და­სა­წყი­სი.

„ეს არის და­სა­წყი­სი და არა და­სას­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნახ­ლე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბის წუთი,“- გა­ნა­ცხა­და ბო­რის ჯონ­სონ­მა მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ბრექ­სი­თამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე გავ­რცელ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის დროს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 52%-მა ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლას, ხოლო 48%-მა ბლოკ­ში დარ­ჩე­ნას მის­ცა ხმა.

წყარო: https://www.ambebi.ge/

გაზიარება: