მამა ვიტალი (ღვინიაშვილი): “ეს ადამიანი მორალურად მართალია, მის გულში ოქროს ასოებით წერია ქრისტე და საქართველო”…

 მამა ვიტალი (ღვინიაშვილი) კიდევ ერთხელ შეხვდა გარეჯში დაკავებულ გიორგი იჩუკაიძეს. უცვლელად გთავაზობთ მამა ვიტალის FB პოსტს:
 
“დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი გარეჯში დაპატიმრებულ გიორგი იჩუკაიძეს.
– მე ქარველი მესაზღვრეებისთვის არაფერი დამიშავებია,პირიქით ვამხნევებდი ბიჭებო მე თქვენთან საბრძოლველად არ მოვსულვარ,ჩემი მიწის დასაცავად მოვედი, მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ აქ საქართველოა და ეს მიწა კურთხეულია ბერების სისხლით. “ამის შემდეგ მოხდა გარკვეული ინციდენტები”. შემდეგ წამაქციეს ქართველებმა ოღონდ არა მესაზღვრეებმა, სხვებიც მოვიდნენ,შემიკრეს ხელები და სახით მიწაზე მახოხებდნენ, მირტყავდნენ, ვიფიქრე მომკლავდნენ და იმაზე მწყდებოდა გული ქართველის ხელით რომ უნდა მოვმკვდარიყავი, მერე მიწა შევჭამე და ვიგრძენი რომ გარეჯი ჩემში იყო,ვყვიროდი რაც გინდა მიქენით გთხოვთ ჯიბეში ნაკურთხი წყალი მაქვს და ჯერ დამალევინეთ მეთქი,ეს თხოვნა შემისრულეს.გულზე ხატები მქონდა მომხსნეს და არვიცი სად წაიღეს…
 
ეს ადამიანი მორალურად მართალია , მის გულში ოქროს ასოებით წერია ქრისტე და საქართველო.
 
მაგრამ უნდათ მისი სამაგალითოდ დასჯა რომ სხვამ აღარ აიმაღლოს ხმა გარეჯის მონასტრების მოტაცებაზე”.
გაზიარება: