სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი!

საქართველოში თავშესაფრის მიღების საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი “საერთაშორისო დაცვის შესახებ”. კანონის მიხედვით საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები:

ლტოლვილის სტატუსი;
ჰუმანიტარული სტატუსი;
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

ზემოაღნიშნული სტატუსების მინიჭების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაერო-ს კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის სტატუსზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს ვარაუდი, რომ თავშესაფრის მაძიებელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, ან საზოგადოებრივ წესრიგს…

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც ნამდვილად დაემუქრება საშიშროება, თუკი საქართველოს ხელისუფლება საზღვარს გაუხსნის ირანიდან (რომელიც ისედაც უვიზო რეჟიმით სარგებლობს…) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადებს!!!

P.S. მართალია სამხედრო კონფლიქტი ჯერ-ჯერობით რეგიონალურ ომში არ გადაზრდილა, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულმა საკმაოდ მწვავე სანქციებმა (რომლის გამოც ირანში ეკონომიკური ვითარება გაუარესდება) შესაძლოა ლტოლვილთა ნაკადები საგრძნობლად გაზარდოს. ეს კი, თავისთავად აისახება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდაზე საქართველოშიც.

გაზიარება: