მღვდელი ვიტალი (ღვინიაშვილი) გიორგი იჩუკაიძის შესახებ

დღეს მოვინახულე გარეჯში დაპატიმრებული გიორგი იჩუკაიძე.პირველად ვნახე ასეთი გულანთებული,ბედნიერი და მხნე პატიმარი.

-“აღარ შემეძლო მამაო ღამე აღარ მძინავს სამშობლოზე ფიქრით,რა გზას აღარ მივმართე რომ გარეჯისთვის მეშველა,ბოლოს იარაღით ხელში მივედი ჩემი სარწმუნოების და მიწის დასაცავად,აზერბაიჯანელი მტრისგან რომლების სახითაც ეშმაკია ჩვენზე მოსული.მე არ მეშინია არც სასჯელის,თუ დამსჯიან მადლობელი ვიქნები ღვთისა!”

მე პირველად ვნახე ასეთი პატრიოტი ქართველი,განსაცდელში ღვთის მადლით გამტკიცებული,ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ადამიანს გვერდში დგომის მაგალითი.

ის არის აღმსარებელი და მართალი სარწმუნოების და სამშობლოს დაცვისთვის დაპატიმრებული.

მღვდელი ვიტალი (ღვინიაშვილი)

გაზიარება: