გველის ვირუსი ვრცელდება ჩინეთიდანო და პანიკამ მოიცვა მთელი საქართველო!..

გველის ვირუსი ვრცელდება ჩინეთიდანო და პანიკამ მოიცვა მთელი საქართველო!

ათეული წლებია იგესლება ჩვენი ერის სულიცა და სხეულიც, ნუთუ ამან უფრო არ უნდა შეგვაშფოთოს, დაგვაფიქროს, აგვიხილოს თვალი და მოგვაბრუნოს ღმერთისკენ…

წმინდა მოსე წინასწარმეტყველის მიერ ისრაელის ეგვიპტელთა მონობისაგან გამოხსნის შემდეგ რჩეული ერი უდაბნოს გავლით მეწამული ზღვის შორიახლო მიდიოდა. ხორციელ დრტვინვასა და ურწმუნოებაში ჩავარდნის გამო ისრაელიანებს შხამიანი გველები შეესია, რის გამოც მრავალი მათგანი იღუპებოდა (რიცხ. 21). მაშინ ღმერთმა მოსეს უბრძანა გაეკეთებინა სპილენძის გველი და ძელზე დაეკიდა. დაგესლილთაგან ვინც მოასწრებდა მის შეხედვას – მყისიერად იკურნებოდა. (წმინდა მამებისეული სწავლებით მოსეს მიერ უფლის ბრძანებით აღმართული ძელი მაცხოვრის ჯვარცმის წინასახეა)

ასევე ვართ დღევანდელი ქრისტიანებიც, ვერავინ გადაურჩება გონებისმიერი გველის ნაკბენს, თუ ჯვარცმული ქრისტესკენ არ გვექნება მიმართული თვალი, გონება და გულისყური!..

უფალო, ვითარცა მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული ძელისკენ, ისე მოგაპყრობთ ჩვენს მზერას, რათა გადავრჩეთ – შეგვიწყალე ჩვენ, სახელისა შენისათვის და დიდებისათვის შენისა!

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: