უკრაინის მთავრობამ ყველა აზარტული დაწესებულება დახურა

უკრაინის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რის მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ოფიციალური მთავრობა წერს.

უკრაინაში 150 დაწესებულება უკვე დაიხურა, ასევე მოხდა დაახლოებით 2 მლნ დოლარის ექვივალენტის აღჭურვილობების კონფესკაცია.  უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრებმა ერთობლივი კენჭისყრის გზით მიიღეს.

მთავრობის კაბინეტმა ფისკალური სამსახურის მისამართით ბრძანება გასცა, რის მიხედვითაც მოხდება ყველა აზარტული დაწესებულების შემოწმება. უკრაინის შსს-ს ცნობით დროებით ყველა აზარტული თამაშების დაწესებულება დაიხურა.

გარდა ამისა, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს.

გაზიარება: