მეუფე შიო – აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას

აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც თემაზე – „ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დ პოპულარიზაცია”, მრგვალი მაგიდა იმართება.

მეუფე შიოს თქმით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს.

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება: