ლევან ჩაჩუა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უახლოეს პერიოდში ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ

რამდენიმე დღის წინ საქართველოს (2%-იანმა) „რესპუბლიკურმა პარტიამ“ „ნაცებთან“ და „ევრონაცებთან“ მწვავე პოლიტიკურ ჭიდილში მყოფ „მეოცნებე“ ხელისუფლებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის წლების წინ გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, (კონკორდატის) გაუქმების ინიციატივით მიმართა და ამ პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა. განცხადებაში, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესებზე, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საკითხებზე. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კონკორდატზე დაყრდნობით თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია აფერხებს განათლების სამინისტროს ლიბერალურ რეფორმებს და ა.შ. რა მიზანს ემსახურება დღეს კონკორდატის გაუქმების თაობაზე მსჯელობა და რა ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყანაში ამ შეთანხმების გაუქმება, „საქართველო და მსოფლიო“ ესაუბრება მოძრაობა „ქართული იდეას“ ლიდერ – ლევან ჩაჩუას.

-ბატონო ლევან, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორისკონსტიტუციური შეთანხმების  კონკორდატის გაუქმების ინიციატიცით გამოვიდა. ამპარტიის წარმომადგენლების აზრით, ეს შეთანხმება ქვეყანაში პროგრესს აფერხებს მთელირიგი მიმართულებებით, მათ შორის, განათლების სფეროს რეფორმებს. რა მიზანს ემსახურებაეს ინიციატივა?

– ნებისმიერი მსგავი ინიციატივა, იდეა თუ კომენტარის დონეზე გაკეთებული განცხადება, რომლებსაც პერიოდულად ავრცელებენ 2%-იანი პარტიები, ნაკარნახევია გარედან. სწორედ გარე ძალების აქტიური მხარდაჭერითა და წაქეზებით ცდილობენ ისინი პროცესების ზედაპირზე ტივტივს. ალბათობა იმისა, რომ დღევანდელ ვითარებაში კონკორდატი გაუქმდეს, არ არსებობს. კონკორდატი კი არ უნდა გაუქმდეს, პირიქით, უნდა განმტკიცდეს და ჩვენ ყველაფერი უნდაგავაკეთოთ, რათა უახლოეს პერიოდში ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ.მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი განათლების სისტემის გამართვა და სახელმწიფოს ღირსეული განვითარება.

რაც შეეხება რესპუბლიკელების ინიციატივას და მის რეალურ მიზანს, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. ლიბერალური პროპაგანდა კონტროლს დაქვემდებარებული მედიის საშუალებით ცდილობს ეკლესიის დაკნინებას და უწმინდესის რეიტინგის მაქსიმალურად დაცემას. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მასირებული შეტევახორციელდება მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე, ვიდრე ეს“ნაცმოძრაობის” კრიმინალური რეჟიმის პერიოდში იყო. ეტყობა, ლიბერალური ინტერნაციონალის მარიონეტებმა გადაწყვიტეს, უშედეგო ბინძური პროპაგანდის მაგივრად პირდაპირი შეტევები განახორციელონ. საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობა მოარგონ თავიანთ ინტერესებს და ისეთი კონსტიტუციური მოცემულობა შექმნან, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ძირეულ გარდაქმნაზე ორიენტირებულ ლიბერალურ რეპრესიებს კანონის ძალას შესძენს. ეს მოდელი თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალიზმისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც საზოგადოების ცხოვრების წესზე თავსმოხვეული იდეოლოგიური სისტემის დანერგვაზე წინააღმდეგობას აწყდებიან, მაშინვე იწყებენ ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ამ წინააღმდეგობის ძალისმიერი მეთოდებით დაძლევას შეუწყობს ხელს. ხდება სრულიუგულებელყოფა მოსახლეობის უმრავლესობის სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისა დასათავეში მოკალათებული პოლიტელიტა აკანონებს ისეთ ამკრძალავ რეგულაციებს, რომელთაშემდეგაც უმრავლესობის ნება და ამ ნების ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ხდებაკრიმინალიზებული, ხოლო აგრესიული უმცირესობის მიერ თავსმოხვეული დღის წესრიგისდასამყარებლად განხორციელებულ რეპრესიებს კანონიერების სახე ეძლევა. ეს არის ზუსტად ის, რაც ფართო მასებში აჩენს ძალიან დიდ წინააღმდეგობას და ამ წინააღმდეგობის გამოვლინებაა დასავლეთში მზარდი ანტილიბერალური მოძრაობები.

-მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ვხედავთ, რომ მსოფლიო ლიბერალური ელიტამიდგომებს არ ცვლის. ამის ნათელი მაგალითი ჩვენც ვართ: პოლიტიკურად გაკოტრებულიხელისუფლება განუხრელად განაგრძობს საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელგარედან ნაკარნახევ “რეფორმებს”, მათ შორის განათლების სისტემაშიც. რას ფიქრობთ ამყველაფერზე?

– ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ მათ იმთავითვე ხელი მოაწერეს ლიბერალური სისტემის განვითარებისთვის საჭირო რეფორმების გატარებას, ამიტომ ვუწოდებ მათ ასე ხშირად მარიონეტებს. რომც უნდოდეთ, უძლურნი არიან, გარედან თავსმოხვეულ “რეფორმებზე” თქვან უარი, თორემ ფორმალურად, რეიტინგისთვის მაინც შეეცდებოდნენ ფასადურ ცვლილებებს. კიდევ ვიმეორებ: თანამედროვე დასავლურ ნეოლიბერალურ დიქტატურას არ აინტერესებს, კანონი შეესაბამება თუ არა საზოგადოების მორალს, ანუ ადამიანები ეთანხმებიან თუ არამიღებულ კანონებს, მათთვის მთავარია, ხალხს ეშინოდეს და შიშისგან იყოს დამუნჯებული.თუმცა, დადუმებული საზოგადოება არ ნიშნავს კმაყოფილ საზოგადოებას, ყოველი დატერორებული საზოგადოების მიღმა ყოველთვის არის ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც ერთხანს შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ის აუცილებლად ამოხეთქავს. ახლა განათლების სისტემაში მიმდინარე ე.წ. რეფორმებზეც ვიტყვი: ყოველთვის ჩნდება კითხვა –რატომ არის ეს სფერო “ლიბერალური” ძალების განსაკუთრებული ინტერესისა დაყურადღების საგანი? ვფიქრობ, აქაც ყველაფერი ნათელია. მათ შეუძლიათ, მოისყიდონ და თავიანთ აქტივში გააერთიანონ ზრდასრული მოქალაქეები; შეუძლიათ, გარკვეული ფინანსური კეთილდღეობის სანაცვლოდ ასობით და ათასობით ადამიანი შემოიკრობონ, მაგრამ იციან, რომ ეს არ იქნება მათი იდეური დასაყრდენი, ერთგული ელექტორატი. ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება ძალიან ადვილია ადრეული ასაკიდან, როცა მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. განათლება და საგანმანათლებლო დაწესებულებები აყალიბებენ მოზარდის სულიერ-ზნეობრივ და მენტალურ მსოფლმხედველობას. წარმოიდგინეთ, როგორ მომავალთაობებს მივიღებთ, თუკი ჩვენს შვილებს ბავშვობიდან შეაგუებენ, ნორმად მიიღონ ისეთიზნედაცემული და გაუკუღმართებული ცხოვრების წესი, როგორიცაა მამათმავლობა, სქესისშეცვლა, 50-ზე თუ 60-ზე მეტი სახეობის ე.წ. გენდერული იდენტობის არჩევის უფლება, ხოლო ქრისტიანული ცხოვრების წესი გასაღდება სიბნელედ და მშობლებს ამის წინააღმდეგმოქმედების არანაირი უფლება არ ექნებათ. იტყვი რამეს და იქვე აამოქმედებენ“ანტიდისკრიმინაციულ კანონს”, ან ე.წ. იუვენალურ იუსტიციას _ “ბავშვის უფლებათაკოდექსს”.

-როგორ ფიქრობთ, რეალურ ზეგავლენას მოახდენს ახალგაზრდების ცნობიერებაზე ესპროპაგანდა?

– რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა თქმა უნდა, ასეთ ძლიერ პროპაგანდას მსხვერპლი ბევრი ეყოლება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: რაც უფრო მძლავრი იქნება წნეხი, რაც უფრო რეპრესიულ ხასიათს შეიძენს და შეავიწროებს ადამიანებს, მით უფრო გამძაფრდება საზოგადოებაში არსებული და ჯერ კიდევ ბოლომდე არგამოვლენილი ანტილიბერალური განწყობა. ამას ვერაფერი შეაჩერებს და მერწმუნეთ, კარგია, რომ რეპუბლიკელების პირით მმართველი ელიტა უკვე პირდაპირ, ასე დაუფარავად საუბრობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო მოქმედებებზე. სხვათა შორის, ამ დღეებში ნათლად დავინახეთ, რომ “მეოცნებე” ხელისუფლება და მასთან ქუჩაში მოკინკლავე ვითომ ოპოზიცია ტანდემში მოქმედებენ ეკლესიის წინააღმდეგ…

– რას გულისხმობთ?

– თითქმის არც ერთი აქცია არ ჩატარებულა ისე, რომ ვინმე არ გამომხტარიყო და უწმინდესი არ შეურაცხეყო ან ეკლესიისთვის არ დაეცინა და გაექილიკებინა. არაფერს ვამბობ იმ ე.წ. პერფორმანსებზე, რომელიც “გირჩის” სექტამ ჩაატარა ივანიშვილის ვითომ ხატებით. რა შუაშია ივანიშვილი და ხატი, ეს ხომ აშკარა პროვოკაციაა?! “გირჩი”, ისედაც ყველამ იცის, რაც არის, მთავარი ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქციაა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს ასეთ უმსგავსობაზე და “ნაცმოძრაობის” გარშემო გაერთიანებულ აგრესიულ ჯგუფებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევს. წარმოგიდგენიათ, რას უზამდნენ, კონსერვატიული ფლანგის რომელიმე ორგანიზაცია რომ გამოდიოდეს ქუჩაში 200 კაცით, იწყებდეს პარლამენტის პიკეტირებას და შეუარცხყოფდეს პოლიციას?..

იდეოლოგიური თვალსაზრისით, ხელისუფლებასაც და ე.წ. ოპოზიციასაც გასაყოფი არაფერი აქვთ. ორივეს მართავს სოროსის გრანტით ნაკვები და ნასაზრდოები პოლიტიკური პაიკები, რომელთა ძალაუფლების ერთადერთი წყარო დასავლეთის ლიბერალური ელიტაა. ამ ხალხს სულ არ ანაღვლებს საქართველოს მოსახლეობის აზრი და მდგომარეობა, მათთვის ჩვენი საზოგადოება არის “ბნელ საბჭოთა წარსულში” ჩარჩენილი მარგინალური უმრავლესობა, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და არც შეეკითხებიან. აი, ეს არის საქართველოს დღევანდელი გულსაკლავი რეალობა.

– ამ რეალობის შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ?

– აქ ისევ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქვეყანას რეალური პოლიტიკური ალტერნატივა სჭირდება. ამის გარეშე, ვფიქრობ, საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი ვერ დაიძლევა და არჩევნებსაც აზრი არ აქვს. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს და ქვეყნის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ. ივანიშვილმა კი თქვა ამას წინათ, არანაირი მესამე ძალა საჭირო არ არის, “ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავსო, მაგრამ ის თვითონ აფინანსებს და ახდენს ნაცების ალტერნატიული ერთგვარი მოჩვენებითი ძალის დემონსტრირებას…

– ხედავთ დღეს ამის ნიშნებს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ის ისე დაბალ კლასსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობაზეა გათვლილი, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მოვა დრო და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, სახარებაში ხომ წერია: “არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს…” ასე რომ, საქართველოს დღეს სჭირდება მოუსყიდავი, კომპეტენტური, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი პიროვნებების ერთობა და არა სისტემის მიერ მართული ე.წ. მესამე ძალა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გაზიარება: