ლევან ჩაჩუა: “საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ მიზანმიმართულად გვიდუნებენ ყურადღებას”…


საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ მიზანმიმართულად გვიდუნებენ ყურადღებას და ამაოდ გვაიმედებენ იმ პროპაგანდისტული ე.წ. სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებით (სადაც ასახულია ყალბი სტატისტიკა), თითქოს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა კონსერვატული ცნობიერების მართლმადიდებელი იყოს.

სინამდვილეში, სრულიად სხვა, შეიძლება ითქვას საპირისპირო სურათი გვაქვს:

ქვეყანაში ქრისტიანული წესით მაცხოვრებელი ოჯახები და ტრადიციულად მოაზროვნე ქართველები უკვე უმცირესობაშია;
კარფურში ხალხის რაოდენობა უფრო მატულობს, ვიდრე ეკლესიებში;
ახალგაზრდობას მიზანმიმართულად ძირავენ ნარკოტიკებში, სწავლა-განათლების დონე კი ისეა შეგნებულად დაწეული, რომ მალე ყველაზე გაუნათლებელ და ეროვნული ცნობიერებისგან დაცლილ თაობებს მივიღებთ;
საზოგადოების დიდი ნაწილი დაყოფილია ქოცებად და ნაცებად;
მოამაგე და ქვეყანაზე შეყვარებული ქართველობის ნახევარი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი, აქ დარჩენილთა უმრავლესობა კი ისე მიეჩვია უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრების ხარჯზე ცხოვრებას, რომ საერთოდ არ ადარდებს რომელი არქიფო ეყოლება ხელისუფლად, ვინ წაართმევს დავით გარეჯს, სად ჩაუტარებენ გეი-კვირეულს და ა.შ…

მოკლედ, უმრავლესობისთვის მთავარია ჰქონდეს მანქანა, აიფონი, ლუდის და სიგარეტის თანხა და ამოივსოს სტომაქი.

მაპატიეთ, მაგრამ ასეთი სავალალო რეალობის წინაშე ვართ და, თუკი ვინმეს კიდევ შერჩა ღირსება და ქართველობა დროულად მივხედოთ ქვეყანას, თორემ ძალიან მალე დასრულდება ძილ-ქუში და დაიწყება მწარე გამოღვიძება!!!

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: