თანამედროვე ადამიანი ყველაზე ძნელად ეგუება იმ აზრს, რომ ეკლესია უნდა იყოს სულიერი ხელმძღვანელი

თანამედროვე ადამიანი ყველაზე ძნელად ეგუება იმ აზრს, რომ ეკლესია უნდა იყოს სულიერი ხელმძღვანელი და მართავდეს მის პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას: ანუ, იყოს მისი სინდისის ხმა.

ჩვენს დროში მრავალი ადამიანი ჯერ კიდევ თანახმაა „დაუშვას“ ეკლესია, როგორც „ძველი ტრადიცია“, როგორც წარსულის ლამაზი, პოეტური ან ესთეტიური მოგონება და სულ ეგ არის. ეკლესია არ უნდა „უშლიდეს“ მათ საკუთარი სურვილისამებრ და ცოდვიან, ვნებების ნებაზე ცხოვრებას – ეკლესია არაფერში არ უნდა „ერეოდეს“.

ასეთი ადამიანებს, რომელნიც ჯერ კიდევ სრულიად არ განეშორნენ ეკლესიას, უფრო „ მოწონთ“ ლიბერალი მღვდლები და ეპისკოპოსები, განსაკუთრებით კი ისინი, რომელნიც მხოლოდ ფორმალური ღვთისმსახურების და წესების ჩატარებით შემოიფარგლებიან, „არ არიან მომთხოვნი“, არ „ერევიან“ მათ პირად, ოჯახურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და „თავიანთ ნებაზე“ ცხოვრების საშუალებას აძლევენ.

მათ უყვართ „მოდური“ სასულიერო პირები, რომელნიც, მათ მსგავსად საერო ცხოვრების წესით ცხოვრობენ, და სიხარულით ღებულობენ მათ სურვილებს და მისწრაფებებს, თუნდაც ეს მისწრაფებები ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიის სწავლებას და სჯულის კანონს…

ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანის ვალია – განეშოროს ამგვარ ცრუ-მწყემსებს, რომელნიც ნაცვლად სულიერი მწყემსობისა, ჩაიყოლებენ მათ გამოუვალ უფსკრულში.

მღვდელმთავარი ამბერკი ტაუშევი

გაზიარება: