ესტონეთმა მარიხუანის ლეგალიზაციაზე უარი თქვა

ესტონეთის ნარკოტიკების მოხმარების პროფილაქტიკის შესახებ სახელისუფლებო კომისიამ ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაციაზე უარი თქვა. ამის შესახებ ERR-ი წერს.

შინაგან საქმეთა მინისტრი მარტ ჰელმე მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მოსახლეობისთვის გახდებოდა სიგნალი იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებისთვის მისაღებია.

„ნებისმიერი პოზიტიური კამპანია მარიხუანის შესახებ ახალგაზრდებს შორის მისი მოხმარების რისკს დაახლოებით 10-ჯერ ზრდის”-განაცხადა მინისტრმა.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც კანაფის მოყვანა-მოხმარება ლეგალური იქნება.

http://progressnews.ge/

გაზიარება: