ახლა მოისმინეთ რას მიეცით თქვენ, ქართველი ხალხის უმრავლესობამ ხმა!

თქვენ ხმა მიეცით იმ ორ ძალას, რომელთაგან
პირველმა:

1) საქართველოში გააძლიერა რელიგიური სექტები.
2) შემოიყვანა “ლგბტ” და მისი მსგავსი თახსირი ორგანიზაციები.
3) დაკარგულ ტერიტორიებს მიუმატა კიდევ ახალი მიწები და ასე, ამგვარად გაუფორმა ოკუპანტ ძალას.
4) ყველა ენერგომატარებელი ჩალის ფასად მიჰყიდა რუს ოლიგარქებს.
5) ეს ძალა არის აბსოლურურად უღმერთო და ოფიციალურად ათეისტი.
6) შემოასახლა ჩინელები, თურქები, არაბები და ა. შ. და გააფეტიშა ჩვენს მიწაზე.
და ა. შ.
მეორე ძალამ:
1) მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი.
2) შექმნა პოლიცია, რომელსაც შეეძლება ნებისმიერ დროს წაგართვათ შვილი, ვთქვათ თუ კი მას დაუშლით რაიმე ამორალურ საქციელს.
3) მთლიანად მოსპო ალტერნატიული პირადობის მოწმობების არსებობის შესაძლებლობა.
4) არის აბსოლუტურად უუნარო, სძულს წიგნი და განათლება, ასევე განათლებული ადამიანებიც.
6) პირველი საპარლამენტო სხდომა მთლიანად დაუთმო პრეზერვატივების თემას.
7) და ა. შ.
ახლა ჩათვალე, რომ თავად უფალი გეკითხება უკეთურო მოდგმავ და უპასუხე, თუ კიდევ შეგრჩა მასთან სალაპარაკო პირი:
__________________
1) რატომ უნდა ვიყო მე თქვენთან, რომელთაც თავად გაყიდეთ თქვენივე თავი დასაღუპად, ანდა რა მაქვს თქვენთან საერთო?
2) რატომ უნდა მოგცეთ მშვიდობა და შევაფერხო თქვენი მტრები?
3) რატომ უნდა დავიცვა თქვენი შვილები როცა თქვენ თავად გასწირეთ ისინი; მათი უმრავლესობა დედის წიაღშივე ულმობელად დაკალით და ჩემი ძის მკვლელთა თანამოზიარენი შეიქენით?
4) რატომ უნდა დაგხუნძლოთ მიწის ნაყოფით, როცა გაზულუქებულნი მრავალ უმსგავსობას სჩადიხართ შემდეგ ჩემს წინაშე?
5) რატომ უნდა შეგინარჩუნოთ მამაპაპისეული ცხოვრების წესი, როცა მათი საშუალებით მე აღარ მადიდებთ, თუმცა კი ჩემგან იყო?
6) რატომ უნდა მოგცეთ და შთაგაგონოთ სიბრძნე, რომელიც შეიძულეთ და მხოლოდ ხორცის გადასარჩენად გჭირდებათ?
7) თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ერთი შემთხვევა მაინც რომ სამადლობელი ლოცვა შემოგეწირათ ჩემთვის და მხოლოდ გაჭირვებისას არ გეხსენებიათ ჩემი სახელი.
8) ერთი პური მაინც თუ გიყიდიათ დავრდომილისათვის მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე?
9) ერთხელ მაინც თუ მოგრევიათ გულის ცრემლი საკუთარი ცოდვების გამო, რომლითაც ყველაზე უფრო ახლობელი და თქვენი გულის მესაიდუმლე, თქვენივე უფალი და შემოქმედი განიშორეთ თქვენგან?
10) რატომ არ გახარებთ ჩემს წინაშე სულით ლოცვა და საუბარი, მაშინ როცა ბოროტეულებთან ღვინითა და არყით ილეშებით, ხოლო მემრუშეთ საკუთარ ცხოვრებას შეალევთ?
11) რამდენი ხანია თქვენს სახლებში ჩემი ხელით შემოგიტანეთ წმიდა წერილი და ერთხელ არ გადაგიშლიათ წასაკითხად, რომ ცოტა რამ მაინც გცოდნოდათ ჩემს შესახებ, მაშინ როცა ყველა თქვენგანი უდაბნოში მოწყურებულივით ეწაფებით ამბებს წუთისოფლის მეძავთა შესახებ.
12) რატომ უნდა მოგცეთ ძალა, რომლითაც შემდეგ ერთმანეთზე მძლავრობთ, მე კი თქვენივე მტრების ბოროტებისაგან მოსაქცევად მინდოდა მომეცა ის თქვენთვის.
13) ერთხელ მაინც თუ გაგჩენიათ შეკითხვა, რად შეიწირა ძე კაცისა ჯვარზე კრავის მსგავსად და რად დაითმინა სიკვდილის ყველანარი საშინელება უკვდავმა, მაშინ როცა ის ამას არ იმსახურებდა?
ეს უკანასკელი საკმარისია იმისათვის რომ პირი ვიბრუნო თქვენგან…

სასულიეროთა უმრავლესობას კი უნაყოფო, შეფოთლილი ლეღვის ხის ბედს შევახსენებ და ვეტყვი:
ვის რა დაუშავებია თქვენთვის იმაზე მეტი, რაც საკუთარ თავს, საკუთარ ხალხსა და საკუთარ სამშობლოს თვითონ დაუშავეთ?

ჭეშმარიტ სინანულსა და ქრისტესაკენ გულთ მოქცევას გისურვებთ!

მამა მაქსიმე (ჩხეიძე)

გაზიარება: