17 ნოემბერი (ახ. სტ.) – ხსენება წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავის მცველთა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა (XI – XII)

 წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთშემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს. საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის – ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამოდენიმე საუკუნეა აღასრულებს. როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.

   ვულოცავთ სრულიად საქართველოს წმიდათა მართალთა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა ხსენების დღესასწაულს!

“ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”

გაზიარება: