სანამ თბილისში „ცეკვავენ“, აზერბაიჯანი პოზიციებს იმაგრებს ჩვენს მიწაზე – მამა ვიტალის ვიდეომიმართვა დავით გარეჯიდან

„გარეჯი ისევ ოკუპირებულია! სანამ თბილისში „ცეკვავენ“, აზერბაიჯანი პოზიციებს იმაგრებს ჩვენს მიწაზე“, – ვიდეომიმართვას ამ სახელწოდებით მამა ვიტალი დავით გარეჯიდან აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, ფილმის ჩვენებაზე ათასობით სპეცრაზმელი ჰყავდათ, რომ ფილმი ეჩვენებინათ, აქ კი, სადაც ქვეყანას ჯარი სჭირდება, არავინ არ დგას. აი, ნახეთ, მხოლოდ აღდგომის ტაძარია გახსნილი სასულიერო პირებისთვის. ჩიჩხიტურის ტერიტორია კი სრულად დაკეტილია. ჩიჩხიტურის ტერიტორიას ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი იცავს. ძალიან ბევრი… ამაზე მეტი დასაკარგი ამ ქვეყანას ნეტა რა გააჩნია. ათას სისულელეზე გადააქვთ ყურადღება, ხან ფილმის ჩვენება უნდა და ხან რა. ამით ცდილობენ ყველაზე დიდი პრობლემა დამალონ. რა გეფილმებათ, ჩამოდით და აქ დააყენეთ სპეცდანიშნულების რაზმი. აქ არის ჩვენი მიწა დასაცავი. აქ დავანახოთ ყველას რომ ბევრნი ვართ. მარტო ღვთისა და რამდენიმე ბერის იმედზეა დარჩენილი ამხელა სამონასტრო კომპლექსი“,- ამბობს მამა ვიტალი

გაზიარება: