საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის და ქვეყანაში აღიარებული სხვა რელიგიების საჯარო შეურაცხყოფა ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ინფორმაციას  orthodoxianewsagency.gr ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრის, კოსტას ციარიასის თქმით, „ორ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული ყველასთვის, ვინც ბოროტად შეურაცხყოფს ღმერთს, მართლმადიდებელ ეკლესიას, ან საბერძნეთში აღიარებულ სხვა რელიგიას“.

მინისტრის განცხადებით, ცვლილებები განაპირობა ბოლო პერიოდის ფენომენმა, რომელიც სწორედ რელიგიის მავნე დაგმობას უკავშირდება.

პრაიმტაიმი

გაზიარება: