ნინო სუხიშვილი დასაჯეს და გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი მოუხსნეს

“საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა”, – ამ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.

„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, – აღნიშნულია გაეროს სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ინფორმაციით, ჰომოფობიური განცხადებების გამო, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამოართვეს.

გაზიარება: