“მახსენდება “გირჩის” სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც საოკუპაციო ზოლთან გამართეს”

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს განცხადება მედიასთან:

„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს არც უნდა ველოდოთ მათგან არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

“გირჩის” წევრებმა დღეს, ხატი გააშარჟეს და მასზე ბიძინა ივანიშვილი დაიტანეს.



გაზიარება: