ლომები ღორების წინააღმდეგ

უდიდესი განსაცდელების წინაშე დგას ქართველი ერი, სრულიად საქართველო. მიიტანეს ემასობრივი იერიში ეკლესიასა და მის უწმინდესობა ილია მეორეზე. გამუდმებით ებრძვიან მართლმადიდებლობას, ეროვნულ ფასეულობებს, ქართულ კულტურას, ყოველგვარ სიწმინდეს, რაც ჩვენი ერის ეროვნული თვითმყოფადობისა და ყოფიერების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ გვიწევს ბრძოლა მრავალ საკითხთან დაკავშირებით. ვაპროტესტებთ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას, ლგბტ თემის პრაიდებსა და გარყვნილ ღონისძიებებს, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ერთი ორმოს ადგილას, მეორე ჩნდება. დაუსრულებელი ციკლია, მოჯადოებული წრეა, რომელზეც საუკუნის მეოთხედზე მეტია რაც დავდივართ.

გაგვყიდეს ფსევდოპოლიტიკოსებმა, მართულმა ჟურნალისტებმა, მამონას დამონებულმა ბიზნესმენებმა და სხვებმა. უამრავი შიდა და გარე მტერი გვყავს, ციხე შიგნიდან გაგვიტეხეს, სათავეში სულგაყიდული მარიონეტები დაგვისვეს. შიდა მტრებთან ბრძოლით უნდა დავიწყოთ და საქართველო დავაყენოთ სათანადო სიმაღლეზე.

სახარება გვასწავლის, რომ ერები ისჯებიან ცოდვათა მომრავლებისა და უწმინდურებაში ყოფნის გამო. თეთრი – თეთრია, შავი – შავი. მამათმავლობა და ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობა მომაკვდინებელი ცოდვაა. არანაკლებ მომაკვდინებელი და უმძიმესი ცოდვაა სიბილწის ნორმად დაკანონება და ქადაგება იმისა, რომ თურმე ერთგვარსქესიანთა გარყვნილი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის არსებული სიყვარულია.

ფილმით, რომლის გაშვებაც სურთ, შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად საქართველოს, ქართულ სამოსელს, ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, ქართულ ქორეოგრაფიასა და ფოლკლორს. ლაფით უნდა გაგვთხვარონ, მაგრამ თვითონ არიან ტალახში ამოგანგლული ახლადგამაძღარი ღორები, რომელთაც სათანადო ადგილი უნდა მივუჩინოთ.

ასეა ბატონებო, დღეს ჯუნგლებში ღორები გამეფებულან, ლომების ნიშანწყალი არ ჩანსო ამბობენ. თითოეულ ჩვენგანში უნდა დაიბადოს ღირსეული ლომი, რომელიც თავის ტახტრევანს დააიბრუნებს და ღორებს გააძევებს.

სისხლისგან იცლება საქართველო და ეს ყალბი პათოსი არ არის. უამრავი, ათასობით თანამემამულე ტოვებს საქართველოს, უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვებაა, მოშლილი და დაკნინებულია განათლების სისტემა, მეცნიერთა ნაწილი შიმშილობს, განათლების მესვეურებად პედაგოგიკის არმცოდნე ფსევდომენეჯერები ინიშნებიან, კატასტროფული მდგომარეობაა კულტურაში, აი ფაქტი, სადამდე დაეცა ქართული კინემატოგრაფია…

2020 წელს ნაც-ქოცური დუეტის განადგურების წლად ვაცხადებ. 2020 წელს ეროვნული ძალები უნდა გავერთიანდეთ, რათა მოვიპოვოთ მოულოდნელი, ნანატრი გამარჯვება. 2020 წელს ორმოს მთხრელები თავიანთ ორმოებში ჩაცვივდებიან. მოგიწოდებთ თანამემამულენო, შევქმნათ საქართველოს ხსნის ფონდი და ჩვენი ფულითვე დავაფინანსოთ ახალი ეროვნული მოძრაობა.

ერთადერთი რამ რაც ამ გზაზე პირადად მე გამაჩერებს ტყვიაა, მაგრამ ჩემი თანამებრძოლები გადაიბარებენ დაცემული მედროშის დროშას. თუ საჭირობა გახდება, დაე, მიჩუქნია ჩემი სიცოცხლე საქართველოსთვის. ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია, მზად ვარ ლომივით ვიომო ამ ღორებისა და აფთრების წინააღმდეგ!

უფალი შეგვეწიოს!

პატივისცემით,
თორნიკე კივილაძე

გაზიარება: