ლევან ჩაჩუა: “მორიგ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე”…

მორიგ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე, კერძოდ, თავიდანვე ყველაფერი გათვლილ-გაანგარიშებული ჰქონდათ, რომ ბილეთები შემთხვევითი, ან სეანსის ჩაშლით დაინტერესებული პირების ხელში არ აღმოჩენილიყო, ამიტომაც ვერ აპიარეს მართული ტელევიზიებით სალაროებთან ცოცხალი რიგები.

ვერც ინტერნეტით და ვერც სატელეფონო კომუნიკაციით შეძლებდა ვინმე ბილეთების დაჯავშნას. ბილეთები შეასყიდინეს და დაურიგეს გადამოწმებულ თანამოაზრეებს, საელჩოების, ,,ილიაუნის” და არასამთავრობოების წარმომადგრნლებს, რომ კინოთეატრების დარბაზებში ყველაზე სანდო პირები აღმოჩენილიყვნენ.

მათი მიზანია ფილმის ჩვენებამ ტრიუმფით (სეანსის დამთავრდბისას მქუხარე აპლოდისმენტებით) ჩაიაროს, თითქოს დამსწრეთაგან არავინ უკმაყოფილო არ დარჩენილა, ხოლო ეკლესიის პოზიცია და საზოგადოების უმრავლესობის პროტესტი თითქოს ჩამორჩენილ რეტროგრადთა ფობიაა…

ხელისუფლება კი ნაციონალებს აბრალებს ამ უმსგავსობას, არადა მის ვირეშმაკობას ხალხი ადვილად ხვდება და სვამს კითხვას: რაღა ხელისუფლება ხარ, თუკი შენი ქვეყნის ყველაზე საკრალურ ღირებულებებს თვალწინ გიბილწავენ, შენ კი როსკიპი ქალივით თითქოს ვერაფერს ამჩნევ და შედეგს ,,ოპოზიციას” აბრალებ?!

როგორც პრეზერვატივებზე წმინდანების გამოსახულების შემთხვევაში მოვუგეთ სამართლებრივად, ამ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი მთელი საზოგადოების გვერდში დგომით, საერთო სახალხო პროტესტის პირობებში გამარჯვების მიღწევა…

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: