იდეა, რომელიც უნდა ავიტაცოთ!

ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საოცარი ისტორიიდან მცირე ამონარიდს მოგითხრობთ და მოგიწოდებთ ეს იდეა ავიტაცოთ, სანამ ავიტაცებდეთ, კარგად გავაანალიზოთ.

ირლანდია იყო გაღატაკებული ქვეყანა, საქართველოს მსგავსად. მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში უმძიმეს შრომას ეწეოდა, ძირითადად შეერთებულ შტატებში.

ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები ჩავიდნენ შტატებში და შემოწირულობების აგროვება დაიწყეს, რათა ეროვნული მოძრაობა გაეშალათ ირლანდიაში. გარდა ამისა, ირლანდიაში გამოიცემოდა გაზეთი, რომელიც 1 შილინგი ღირდა და ამ გაზეთს ყველა თავისუფლებისმოყვარე ირლანდიელი ყიდულობდა. გაზეთს ჰქონდა ორი ფუნქცია: 1. პროპაგანდა 2. თითო-თითო შილინგით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყულაბის შევსება.

სწორედ ირლანდიის მაგალითი გამოვიყენეთ ინტერნეტ-არხის ,,ქართული აზრის” დაფუძნებისთვის და ამ სქემამ იმუშავა. ემიგრანტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა თანხები ჩარიცხეს და ტექნიკა შევიძინეთ, რომელიც ახლაც ჩვენს განკარგულებაშია.

რაში მდგომარეობს იდეა:

1. საერთო ფონდი, სადაც ყველა ჩვენგანი ყოველთვიურად გაიღებს შემოწირულობას. ამ შემოწირულობით დაფინანსდება პარტიის ოფისები, დაიბეჭდება ბუკლეტები, გაკეთდება ფეისბუქ-რეკლამები, ჩავატარებთ სრულფასოვან აგიტაციას.

2. ყოველთვიურად გამოვცემთ გაზეთს – ,,ქართული იდეა”, რაც მინიმალური თანხა ეღირება. რაც მეტი ეგზემპლიარი გაიყიდება, მით მეტი ფინანსური ძალა ექნება ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას.

გავერთიანდეთ ხალხო და ,,ძლევაი საკვირველი” შედგება. ,,ქართულ იდეას” ყველაფერი აქვს, გარდა ფინანსური რესურსისა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ერთგვარი ფინანსური ბაზის არსებობა. გავიღოთ მცირედი ათასობით ადამიანმა სამშობლოს გადასარჩენად!

უფალო, შეგვეწიე და გაგვამარჯვებინე!

თორნიკე კივილაძე

გაზიარება: