ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მიზანია მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ და ის ნაწილობრივ, ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირდება.

მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ, მშენებარე ტაძრის ეზოში დასრულდა.

ამის შემდეგ მეუფემ პარაკლისი ჩაატარა.

ცნობისათვის: 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სხდომის დატოვების შემდეგ მან ილია მეორეს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა.

წყარო

გაზიარება: