ვიქტორ ორბანი: ქრისტიანების დევნა არის ორგანიზებული შეტევა მთელს კულტურაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რწმენის გამო დევნილი ყოველი 5 ადამიანიდან 4 ქრისტიანია და 245 მილიონი ქრისტიანი მსოფლიოს მასშტაბით უკიდურეს დევნას განიცდის, თუმცა ევროპა ისევ და ისევ დუმს ამ თემაზე.

ორბანის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები პარალიზებულები არიან და არაფრის გაკეთება შეუძლიათ, ამის ნაცვლად კი ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება.

„თუმცა ქრისტიანების დევნა მხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ძალადობა კონკრეტული პიროვნებების ან ჯგუფების წინააღმდეგ, არამედ ეს არის ორგანიზებული შეტევა მთლიანად კულტურაზე, მათ შორის აქ, ევროპაში“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, ეს შეტევა მრავალი ფორმისაა, ზოგჯერ უფრო აშკარა და ზოგჯერ შეფარული, მათ შორის მასობრივი მიგრაციის გზით მოსახლეობის ჩანაცვლების, სტიგმატიზების, დაცინვისა და პოლიტკორექტულობის თავს მოხვევის სახით.

წყარო: https://www.breitbart.com/faith/2019/11/26/hungarys-orban-christian-persecution-is-organized-attack-on-an-entire-culture/?fbclid=IwAR0KLS6lktchWEw7CGxE4SG9Yn0JJVeBWzvQTtSFmqF4Mbbafp5o_iVJWMA

გაზიარება: