„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, როგორც მოსახლეობის, ასევე პრემიერმინისტრის წინააღმდეგ“-დიმიტრი ლორთქიფანიძე

შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ორი ქართველი მოცეკვავის ე.წ. „გეი სიყვარულს“ ეძღვნება, საქართველოში ახალი მღელვარების მიზეზი ხდება. გლობალისტური ძალების სინდიკატი არშემდგარი გეიპრაიდის, „გავრილოვის ღამის“ და ეკლესიაზე მიტანილი შტურმის შემდეგ ახალ პროვოკაციას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ლიბერალიზმი მწვავე კრიზისს განიცდის და მეისტრიმული იდეოლოგიის რელსებიდან გადადის, საქართველო გამარგინალებული ტრენდის იმპორტს კვლავაც აგრძელებს. სოროსისტულ-გლობალისტური ჯგუფი ისტორიის ნაგავსაყრელზე შემოდებულ გაცვეთილ, გა-Secondhand-ებულ იდეოლოგიას ქართულ საზოგადოებას კვლავ ძალადობრივად ახვევს თავს. მაშინ, როცა ქრისტიანული დასავლეთი ლიბერალიზმის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობს და პოლიტიკურ ველზე ნაციონალისტურ-კონსერვატორული ჯგუფები შემოჰყავს, ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი- მედასავლეთეობად, გარყვნილების პროპაგანდა- სიტყვის თავისუფლებად, კოლონიალისტური აზროვნება-პროგრესად საღდება. მსოფლიოში მიმდინარე ანტიგლობალისტურ-ანტილიბერალური პროცესის ჩამორჩენას ქართული საზოგადოების კონსერვატორული ნაწილი არ აპირებს, ქრისტიანულ ფასეულობათა სისტემის რყევას მტკივნეულად განიცდის და შეძლებისდაგვარად რეაგირებს. ფილმი, რომლის პრემიერა თბილისსა და ბათუმში იგეგმება საკრალური ქართული ფოლკლორის შებღალვად განიხილება და „პროვოკაციულ-პორნოგრაფიულად“ ფასდება. ტრადიციულად მკაცრი პოზიცია აქვს საპატრიარქოს. „უნდა გავიდეს გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმი, რომელიც ქართული, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა ჩვენს საზოგადოებაში და ამაზე ეკლესია გამოთქვამს დიდ პროტესტს, ეს გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევებისა. ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი“, – აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

ფილმის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟსა და გამოწევევებზე Black on White-ს ყოფილი პარლამენტარი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრება:

-მე შევისწავლე ლევან აკინის ბიოგრაფია და როლი, რასაც ის საქართველოში ასრულებს. აკინი გახლავთ გლობალისტურ-ლიბერალური ძალების ადეპტი, რომელსაც ძალიან კონკრეტული მისია გააჩნია. ეს მისია არის ერთ-ერთი რგოლი ჯაჭვისა, რომლის ფარგლებშიც 17 მაისი, პრეზერვატივებზე გამოხატული წმინდანები, გეიპრაიდი და ბევრი სხვა ღონისძიება განიხილება. საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგად მათ ბევრი რამ ვერ განახორციელეს. ლევან აკინის გამოჩენა სწორედ ამ პროცესის გაგრძელებად მიმაჩნია. გოგი გვახარიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ინსპირაცია არის 17 მაისი და საქართველოში ლგბტ საზოგადოების მიმართ მგრძნობელობა უნდა გაიზარდოს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ეს კომპონენტი გამოსწორებულ იქნეს. აკინი, რომელიც არავინ იყო, უცებ ჩნდება საქართველოში, როგორც სკანდალური ფილმის რეჟისორი, ფილმისა, რომელიც დაფინანსებულია შვედეთში და მასში მონაწილეობას ქართველი მსახიობები ღებულობენ. საგულისხმოა, ისიც, რომ შვედეთის მიერ იქნა შეკვეთილი არაერთი ძალიან საეჭვო, სოციოლოგიური კვლევა, რომლის უკან NDI იდგა. ახლაც, სწორედ შვედეთის დაფინანსებით, ყველაზე უფრო ბილწი ფანტაზიის განხორციელების გზით ხდება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე სოციალური ექსპერიმენტის თავსმოხვევა. ეს არის ძალიან მძიმე ტესტი, როგორც მოსახლეობისთვის, ისევე ჩვენი მთავრობისთვის და უშუალოდ, პრემიერ გახარიასთვის.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გახარია შემთხვევით არ მიხსენებია. მას შემდეგ, რაც მან გეიპრაიდის დაცვაზე ღიად უარი განაცხადა, ლიბერასტებს ყელში ჰყავთ გაჩხერილი. გახსოვთ ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ბრიტანეთის პარლამენტის ქვეწარმომადგენლობითი პალატა როგორ გამოეხმაურა მაშინ ამ ფაქტს. მათი განცხადებთ, თუ მთავრობა ურჩობას გააგრძელებდა, დღის წესრიგში სანქციების გამოყენებას დააყენებდნენ. მათთვის ძალიან რთული წარმოსადგენი გახლდათ, რომ ვიღაც მინისტრი უარს აცხადებს გეიპრაიდის უსაფრთხოების დაცვაზე. მეტიც, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებმა გავრილოვის ღამე მოაწყვეს, გახარიას თანამდებობიდან წასვლის საკითხი დააყენეს. ეს მაშინ, როცა შეეძლოთ პრემიერ ბახტაძის გადადგომა მოეთხოვათ. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ გახარია იყო მიზანში ამოღებული, ის პრემიერმინისტრი გახდა. ეს მათთვის უკვე წითელი ხაზების დარღვევა იყო. შესაბამისად, წამოვიდნენ ახალ პროვოკაციაზე, რომლის უკან სწორედ ლევან აკინი დგას. დიახ, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, როგორც მოსახლეობის, ასევე პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. ადამიანი, რომელმაც ქართულ ღირებულებებს, ფასეულობათა სისტემას ღიად შეუტია, მტრად გამოაცხადა ქალბატონი ნინო სუხიშვილი და ზოგადად, ქართული მხარე დამაბრკოლებელ გარემოებად მოიხსენია. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობიდან მასთან ღიად თანამშრომლობას ადგილი არ ჰქონდა. ეს მისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო და 17 მაისს აღნიშნა, რომ საქართველოში მოხდებოდა ამ ფილმის ჩვენება.

წარმოგიდგენიათ, ფილმის დაანონსებიდან ათ წუთში საინფორმაციო ცენტრი აცხადებდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.

-რას ნიშნავს ეს?

-ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდანვე ორგანიზებული და ორკესტრირებული იყო, ბილეთები შემთხვევით პირებს არც ელექტრონული ვერსიით, არც სატელეფონო ზარის განხორციელების გზით არ უნდა ეყიდათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სალაროსთან ცოცხალი რიგი არსად არ გამართულა.

ჩვენი ინფორმაციით, ბილეთების შესყიდვა თავის თავზე აიღეს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა, დიპლომატურმა მისიებმა და ასევე დაფინანსებულ კამპანიასთან დაახლოებულმა ორგანიზაციებმა. კინოთეატრების დარბაზებში უნდა აღმოჩნდნენ სანდო ადამიანები, რომლებსაც არავითარ პროტესტი არ ექნებათ. უნდა ჩაითვალოს, რომ საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელი ფილმის ჩვენებამ ტაშით და ოვაციით ჩაიარა. მათ სწორედ ასეთი დემოკრატიის ანტურაჟის შექმნა სურთ.

ქართულ საზოგადოებას ეყო ვაჟკაცობა და 17 მაისი ჩაშალა, პრეზერვატივებზე წმინდანების გამოსახვის პროცესი სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოვიგეთ, გლობალისტ-ლიბერასტებს გეიპრაიდი არ ჩავატარებინეთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც მათ თავიანთი გეგმების განხორციელება ბოლომდე ვერ შეძლეს. ამიტომ, ჩვენ ეს აკორდიც მაჟორულად უნდა ავიღოთ. მინდა მჯეროდეს, რომ ერი და ბერი ამ შემთხვევაშიც ერთსულოვანი იქნება.

ესენი არიან სოროსისტული ძალები, რომლებიც ამ ბოლო დროს პოზიციებს თმობენ, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ძალები, როგორც მოჭრილი მორიელის კუდი თავის მოქმედებას არ იშლიან და მაქსიმალურად ცდილობენ, საბოლოო დაკნინებამდე თავისი გასაკეთებელი გააკეთონ. ლგბტ პროპაგანდის უკან უზარმაზარი ეკონომიკა და შესაძლებლობები დგას. ბუნებრივია, ეს ფინანსები მუშაობს. ამ ფილმის გადაღების თუ გაქირავების უკან, ყველგან, ძალიან დიდი ფული დგას, რომლის რეალიზების გამართლებაც უნდა მოხდეს. გამართლება კი საკუთარ სინდისზე ფეხის დაბიჯების გზით მიიღწევა. ამიტომაც ბილეთები საჯარო წესით არ გაყიდეს, შემთხვევით ვინმეს დესტრუქციას რომ არ მოეწყო.

-საუბარია იმაზე, რომ ქვეყანის პრესტიჟის და თავმოწონების საგანი აუცილებლად უნდა გახდეს ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალზე ათეულში მოხვდა და ოსკარზეა წარდგენილი…

-სირცხვილია! სირცხვილია! კანის გამარჯვებული გიორგი შენგელაიას ფილმი „ფიროსმანი“ გვახსოვს. აი, ეს იყო გამარჯვება, მაგრამ იმის შემდეგ ჩვენ ევროასოციაციაში მეკურტუმე კინტაურის მუსიკის ფონზე მიგვიღეს. აღარც ის მიკვირეს, რომ ფასეულობათა რღვევის პროცესში „ფიროსმანი“აკინის ფსევდოღირებულებითმა კონომ ჩაანაცვლოს, რომელიც საკრალიზებული ქართული ფოლკლორის გამოყენების გზით ფასეულობებისა და ღირებულებების მტვრევა. ამ პროცესში, ვისაც თავმოყვარეობა აქვს, როგორც გამოწვევის წინაშე მდგომი, სხვადასხვა კონტრზომას განახორციელებს. ეს არის პოლიტიკური აქტი საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის წინააღმდეგ! ჩვენ ამ პოლიტიკურ აქტს ადეკვატური ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ.

ჩვენი ინფორმაციით, ფილმი არათუ უხამსი, არამედ ამაზრზენი და ძალიან შეურაცხმყოფელია. ის ოდნავადაც არ ეხება იმ სულისკვეთებას, რომელიც ქართულ ფოლკლორს ახასიათებს. ხვალ რომ შემოგვთავაზონ ინცესტზე გადაღებული ფილმი და გაასაღონ, როგორც ქართული ეთნოფსიქიკის თავისებურება, აი. დაახლოებით მსგავსი ტიპის, სამარცხვინო, ამზრზენ სიუჟეტთან გვაქვს საქმე.

ისიც მინდა გითხრათ, რომ ჯგუფს, რომელიც ფლობს კინოთეატრების ქსელს თბილისში, ჩვენ მივმართეთ თხოვნით, გაეშვათ ნიკიტა მიხალკოვის სტუდიაში გადაღებული ჰოლივუდური სტანდარტის ფილმი „სამი წამი“ . ის ეძღვნება 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებული შტატების თამაშს საბჭოთა კავშირის წინაააღმდეგ, რომელშიც ორი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი – მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე მონაწილეობდნენ. ეს სპორტული დრამა მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც შედევრი. თქვენ წარმოიდგინეთ, ფილმის გაშვებაზე ბუბაშვილმა, რომლის მფლობელობაშია კინოთეატრი „რუსთაველი“, „ამირანი“ და სხვა, უარი განაცხადეს. როდესაც დავინტერესდი, რა იყო ამის მიზეზი, თქვეს, რომ ეს არის რუსული რბილი ძალის დემონსტრირება. თურმე საკანდელიძეზე და ქორქიაზე მხატვრული ფილმის გაშვება რუსული პროპაგანდაა, ხოლო აკინის ამაზრზენი მამათმავლობის აპოლოგია- დემოკრატიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

-საპატრიარქოსთან თუ გქონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია?

-ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან თქვა, რომ საპატრიარქოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი. ღრმად ვარ დარწმუნებული, ის რაც ერს სტკივა და აწუხებს, ძალიან სერიოზული განსაცდელია ეკლესიისთვისაც და პირიქით.

-ხელისუფლებისგან რას ელით ამგვარ ვითარებაში?

-ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰყავთ ოჯახები, ნათლავენ შვილებს და აღიარებენ ისეთ ხელშეუხებელ ღირებულებებს, რომლის შელახვაც წითელი ხაზის რღვევასა ნიშნავს. შესაბამისად, მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლებაში ნამდვილად გამოუჩნდება გულშემატკივარი პროცესს, მით უფრო, რომ ერი და ბერი ამ საკითხში ერთსულოვანია. მინდა გითხრათ, რომ როდესაც სახელმწიფოს აქვს ნება, აღვირახსნილი კინოინდუსტრია თმობს პოზიციებს! კერძოდ, საქმე ეხება ასევე კანის ფესტივალზე ნომინირებულ, ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმს “Love”, რომლის სიუჟეტში პორნოგრაფიული ხასიათის მასალის აღმოჩენის გამო 2016 წელს საქარველოს შსს -მ( მინისტრი გ.მღებრიშვილი, პრემიერი გ.კვირიკაშვილი) დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 255 ე მუხლით და შეაჩერა მისი გავრცელების შესაძლებლობა. ისღა დაგვრჩენია, საზოგადოებრივი პეტიციით მივმართოთ შსს ს და პროკურატურას და მოვითხოვოთ, უკვე არსებული პრეცედენტის გათვალისწინებით, დააექსპერტოს ლევან აკინის სოდომურ-პორნოგრაფიული გეი-დრამა და შეაჩეროს მისი ჩვენება 8 ნოემბერს კინოთეატრებში, საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებით, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე! განცხადება აღნიშნულზე დღეს შევა როგორც შსს ში, ასევე პროკურატურაში!

-ელოდებით თუ არა პროვოკაციებს?

-ბუნებრივია, ყველაფერს ველოდებით, იმიტომ, რომ ლიბერასტულ-გლობალისტური მიმდინარეობის სისტემურ ჯგუფს არ გაუჭირდება ნებისმიერი ტიპის პროვოკაციის დაგეგმვა.

-როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?

-ჩვენ ვგეგმავთ ღონისძიებათა სერიას. ჯერჯერობით, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული დამოკიდებულება საკითხის მიმართ და სისტემური მიდგომა, რათა სრულიად ქართული საზოგადოება დაფიქრდეს ამგვარი ფილმების გაშვების შემდგომ შედეგებზე.

წყარო

გაზიარება: